
მსოფლიოს გარშემო 18-20 ნოემბერი/ ბინდის ტრიუმფი
ბინდი საგა: განთიადი ნაწილი 1 (The Twilight Saga: Breaking Dawn Part 1), როგორც ჩანს მოლოდინებს ამართლებს. ფილმმა პირველივე უიქენდზე $300.8 მილიონიანი შემოსავალი მიიღო, საიდანაც არაამერიკულ ბაზარზე $152,9 მილიონი მოდიოდა. ფილმის ჩვენება ერთდროულად 54 ქვეყანაში მიდიოდა, რაც ასევე შესანიშნავი მაჩვენებელია. ქვეყნები საერთო შემოსავალში შეტანილი წვლილის მიხედვით ასე განაწილდნენ: გაერთიანებული სამეფო ($21,9 მილიონი), რუსეთი ($16,1 მილიონი), საფრანგეთი ($14,9 მილიონი), ავსტრალია ($12,8 მილიონი), იტალია ($12,2 მილიონი), ესპანეთი ($11,8 მილიონი). ფილმს დიდი წარმატება ჰქონდა ასევე ლათინური ამერიკის ქვეყნებშიც, სადაც ლიდერობდნენ ბრაზილია და მექსიკა, შესაბამისად $10,2 და $8,2 მილიონით.
პირველი კვირის შედეგებით ფილმმა უკვე გააუმჯობესა თავისი წინა ორი ნაწილის მაჩვენებლები და საერთო შედეგებით მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიან ფილმებს შორის პირველი კვირის მონაცემებით მეათე ადგილს იკავებს.
|