მრავალწლოვანი მცენარეები
, ბალახოვანი მცენარეები ან ბუჩქბალახები, რომლებიც ცოცხლობენ 2 წელზე მეტს, ზოგიერთი რამდენიმე წელს, ზოგი 20-30 და 100 წელსაც კი. მრავალწლოვანი მცენარეებთა უმეტესობა ყვავილობს და ნაყოფმსხმოიარობს ყოველ წელს (პოლიკარპული მცენარეები), ნაწილი ფოთლებს მთელი წლის მანძილზე ინარჩუნებს (მარადმწვანე მცენარეები), უმეტესობას მიწისზედა ორგანოები კი არახელსაყრელ პირობებში კვდება და სიცოცხლისუნარიანობას მხოლოდ მიწისქვეშა ნაწილები (ფესურა, გორგლი, ბოლქვი, ფესვი) ინარჩუნებს. მიწისზედა ორგანოები შესაძლოა ნაწილობრივ გადარჩეს განახლების კვირტებით (როზეტი, მხოხავი ყლორტი და სხვა). ზოგ შემთხვევაში მცენარეთა დაყოფა ერთ-, ორ- და მარავალწლოვნებად პირობითია. მაგ., ტროპიკული მრავალწლოვანი მცენარეები აბუსალათინი (Ricinus communis) ზომიერი ჰავის პირობებში ერთწლოვანია, დაბლობების ერთწლოვანი თივაქასრა (Poa annua) კი მთამაღალის პირობებში — მრავალწლოვანი. იშვიათად მრავალწლოვანი მცენარეებს ხეებსა და ბუჩქებსაც აკუთვნებენ.
|