როგორც Hollywood Reporter გვამცნობს ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ გადაწყვიტა მორგან ფრიმენი (Morgan Freeman) დაეჯილდოვებინა ოქროს გლობუსით მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
74-წლის მსახიობი 5-ჯერ იყო წარდგენილი ოქროს გლობუსის კანდიდატურაზე, აქედან კი ერთხელ გამარჯვებული აღმოჩნდა, ეს გამარჯვება მის დეიზის მძღოლმა (Driving Miss Daisy) მოუტანა. მას ასევე მოპოვებული აქვს ოსკარიც. ფრიმენის დაჯილდოვების ცერემონია ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის მიერ გაიმართება 2012 წლის 15 იანვარს. .
|