კვირა, 2025-06-15, 5:40 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 14 » Modern Warfare 3 – გამოსვლიდან 16 დღეში $1 მილიარდი მოაგროვა
5:57 PM
Modern Warfare 3 – გამოსვლიდან 16 დღეში $1 მილიარდი მოაგროვა

როგორც იცით ამ შემოდგომას უამრავი გრანდიოზული თამაშის პრემიერა ვიხილეთ და აქამდე მუდმივად მიმდინარეობდა მსჯელობა იმის შესახებ თუ რომელი თამაში იყო საუკეთესო, მაგრამ Game Spot_ის მიერ გამოქვეყნებულმა რეიტინგმა სრულად გააქრო ეჭვი იმის შესახებ, რომ MW3 საუკეთესოა, ამ თამაშმა მოხსნა რეკორდი და 16 დღეში 1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რამაც ის მსოფლიოში ყველაზე სწრაფად გაყიდვად თამაშად აქცია.

როგორც იცით Modern Warfare 3 კომპანია Activision_ს ეკუთვნის, ამ კომპანიას მსგავსი რეკორდი ადრეც ჰქონდა, როცა ჯეიმს კამერონის ავატარის მიხედვით გამოუშვა თამაში, ამ თამაშმა 1 მილიარდის მოგროვება 17 დღეში შეძლო, MW3_თ კი კომპანიამ თავისივე რეკორდი გააუმჯობესა. Modern Warfare 3_მმა თავის წინამორბედ Black Ops_ს ბევრად გადააჭარბა, Black Ops_მა 1 მილიარდის მოგროვება მხოლოდ 24 დღეში შეძლო, 5 დღიანი შუალედით კი Black Ops_მა 650 მილიონი დოლარი მოაგროვა, Modern Warfare 3_მმა კი 775 მილიონი დოლარი.

ყველა დროის ყველაზე დიდი პირველი დღის შემოსავლით ასევე პირველ ადგილს იკავებს MW3 თავისი 15 მილიონი გაყიდული დისკით, მეორე ადგილზე Black Ops, მესამე ადგილს დასჯერდა Battlefield 3, Modern Warfare 2 კი მეოთხე ადგილს იკავებს, მეხუთე ადგილზეა Assassin’s Creed: Brotherhood. როგორც ხედავთ საუკეთესო ხუთეულიდან სამი Call of Duty_ზე მოდის რაც გასაოცარი შედეგია Activision_ისთვის.

ამ თამაშის ასეთი წარმოუდგენელი წარმატების შემდეგ ალბათ არ გაგიკვიდებათ თუ გეტყვით, რომ კომპანია Activision_მა დაარელიზა Call of Duty ახალი ნაწილი, რომლის პრემიერაც 2012 წლის ბოლოს გაიმართება, თუმცა ამ სიახლის შესახებ მოზრდილ სტატიას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 700 | დაამატა: xuco | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
არქივი
Block title
Copyright MyCorp © 2025
Free site builder - uCoz