პარასკევი, 2024-12-27, 10:43 AM მოგესალმები სტუმარი | RSS
"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 22 » მეცნიერებმა საშობაო ზეახალი ვარსკვლავის საიდუმლო გაამხილეს, რომელმაც ტელესკოპი Swift “დააბრმავა”
8:30 PM მეცნიერებმა საშობაო ზეახალი ვარსკვლავის საიდუმლო გაამხილეს, რომელმაც ტელესკოპი Swift “დააბრმავა” |
თითქმის ერთი წლის წინათ, 25 დეკემბრის საღამოს ორბიტალურმა ობსერვატორიამ Swift ზეახალი ვარსკვლავის ძლიერი ელვარება დააფიქსირა, რომელსაც ინდექსი GRB 101225A მიენიჭა. ელვარების ხანგრძლიობა ნახევარ საათს გრძელდებოდა, რის შემდეგაც იგი უკვალოდ ჩაქრა. მთელი წლის განმავლობაში მეცნიერები ეძებდნენ კითხვებზე პასუხს, რა იყო ასეთი ძლიერი გამოსხივების მიზეზი და რა მანძილზე იმყოფება ობიექტი. ამ მომენტისათვის გამოსხივების წყარო მხოლოდ ინფრაწითელ დიაპაზონში რეგისტრირდება და ვარსკვლავების დიდი დაჯგუფებებიდან და სხვა კოსმოსური ობიექტებისგან მოშორებითაა. რეალურთან ყველაზე ახლოს მეცნიერთა ორი ჯგუფის ვერსიები გამოიყურება.
პირველი ვერსიის თანახმად, რომელიც მილანის დი ბრერის ობსერვატორიის მეცნიერებმა წამოაყენეს, აელვარების მიზეზი ნეიტრონულ ვარსკვლავთან დაახლოებისას მოქცევის ძალების ზემოქმედებით ციური სხეულის გახლეჩაა. “საშობაო აელვარების” გამოცანის შესწავლისას მეცნიერებმა სერჯიო კამპანის (Sergio Campana) ხელმძღვანელობით სხვადასხვა სცენარის მოდელირება განახორციელეს, რომლებსაც არსებული შედეგი შეეძლოთ გამოეწვია. როდესაც ვერსიათა უმეტესობა უარყოფილ იქნა როგორც შეუძლებელი, მეცნიერები შემდეგ სცენარზე შეჩერდნენ: ზომიერი სიდიდის ციური სხეული რომლის წონაც ჯუჯა პლანეტა ცერერას წონის ნახევარია, კომპაქტურ ნეიტრონულ ვარსკვლავს რამოდენიმე ათასი კილომეტრით მიუახლოვდა, პატარა ნაწილებად დაქუცმაცება იწყო და სარტყელი წარმოქმნა. შემდეგ ვარსკვლავის მიერ დაჭერილი სარტყელის კუდმა მის ზედაპირზე იწყო ვარდნა, გათბობა და “სინათლის” გამოსხივება გამა-დიაპაზონში. გათვლების თანახმად, ასეთი სცენარის განვითარების შემთხვევაში ობიექტის ჩვენგან დაცილება დაახლოებით 10 ათასი სინათლის წელია. თუმცა, თავად მკვლევარები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად ყველა პარამეტრის შესაბამისობისა, დიდი ციური სხეულის ნეიტრონულ ვარსკვლავთან ახლოს გამოჩენის შანსები ნულისკენ ისწრაფვის.
მეცნიერთა მეორე ჯგუფმა დანიის ნილს ბორის ინსტიტუტიდან ივარაუდა, რომ კაშკაშა ნათებით აღინიშნა ორმაგი ვარსკვლავური სისტემის შერწყმა ჰელიუმის გიგანტური ვარსკვლავისა და ნეიტრონული ვარსკვლავ-კომპანიონისა. ობიექტის მატერიის ტემპერატურის გაზომვისას მეცნიერებმა მისი არაერთგვაროვნება აღმოაჩინეს, თითქოსდა ობიექტი ორადაა გაყოფილი. ასეთი რამ მასიური ვარსკვლავების სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპებზეა შესაძლებელი, როდესაც წყალბადის საწვავის მარაგი ილევა: დიდი ვარსკვლავი ზომებში მატულობს, გარე გარსით თანამგზავრს ფარავს. გარკვეული დროის შემდგომ საერთო გარე გარსი ცილდება, ხოლო მიღებული მატერიის კელერტი შავ ხვრელად ან მაგნიტურ პულსარად იქცევა. ახალი ობიექტის წარმოქმნის პროცესში გახურებული წყალბადი ხილულ ინფრაწითელ და რენტგენის დიაპაზონებში ასხივებს. ეს მოდელი აგრეთვე ემთხვევა GRB 101225A-ზე დაკვირვებებს, მაგრამ იმის გამო, რომ ობიექტი ვარსკვლავური ჯგუფებისგან მოშორებულია, მისი ალბათობაც ძალიან მცირეა.
ასეა თუ ისე, საბოლოო პასუხი კითხვაზე, 2010 წლის 25 დეკემბერს რა მოვლენამ დააბრმავა დროებით ტელესკოპი Swift 25, ჯერ კიდევ გამოსარკვევია.
|
კატეგორია: მეცნიერება |
ნანახია: 736 |
დაამატა: Capitan
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|