შაბათი, 2024-12-28, 1:28 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 22 » მეტროპოლიტენი
9:02 PM
მეტროპოლიტენი


მეტროპოლიტენი , შემოკლებით მეტრო — რელსებიანი საქალაქო ტრანსპორტის ნაირსახეობაა, რომლის გზები განლაგებულია ქუჩებისგან განცალკევებით, როგორც წესი, მიწისქვეშ. მატარებელთა მოძრაობა მეტროში რეგულარულია, განრიგის მიხედვით. ტრანსპორტის ეს სახეობა გამოირჩევა მაღალი წარმადობით. მას საშუალოდ საათში 50-60 ათასი ადამიანის გადაყვანა შეუძლია. ქალაქებში ჩამოყალიბებული ქუჩების სისტემით, მეტრო როგორც წესი მიწისქვეშაა განლაგებული და მხოლოდ რამდენიმე სადგური თუ ამოდის მიწისზევით. თითო მატარებელი 4-8 ვაგონს ატარებს. გვირაბის დიამეტრი 5-6 მეტრს შეადგენს. სადგურების პლატფორმები სიგრძეში 160 მეტრს არ აღემატება, სიგანეში კი 16 მ-ს. მეტროპოლიტენის ხაზის ერთი კილომეტრის გაყვანა საშუალოდ 50 მილიონ აშშ-ის დოლარამდე ჯდება. მეტროპოლიტენის სიდიდე მერყეობს 2-კმ-იანი ხაზით ისრაელის ქალაქ ჰაიფაში და ნიუ-იორკის მიწისქვეშა მეტროს სისტემით, რომლის საერთო სიგრძე 1300 კმ-ს აღემატება.

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 799 | დაამატა: xuco | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
Block title
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz