მთავარი » 2011 » ნოემბერი » 27 » მეხსიერების საიდუმლო
9:02 PM მეხსიერების საიდუმლო |
მეხსიერება არაჩვეულებრივი თვისებაა, რომლის გარეშე წარმოუდგენელია ადამიანის ცხოვრება. შეიძლება კიმეხსიერების გავარჯიშება?
მეხსიერება ორი სახისაა: ხანმოკლე და ხანგრძლივი. სესიების დროს სტუდენტები ცდილობენ ერთ ღამეში`ჩაჭყლიტონУ ტვინში უზარმაზარი ინფორმაცია, რომელიც გამოცდების ჩაბარების მერე მომენტალურად `ორთქლდება~.
ადამიანი მეხსიერების 10%-ზე მეტს არ იყენებს Р დანარჩენი 90% უბრალოდ იკარგება, რადგან არ ვიცითმახსოვრობის კანონების გამოყენება. Eეს კანონები კი ძალიან მარტივია და სულ სამია _ შთაბეჭდილება,გარემოება და ასოციაცია.
მაშ ასე, გინდათ რაიმე დაიმახსოვროთ? _ პირველ რიგში საჭიროა კონცენტრირება და შთაბეჭდილების მიღება,რომლისთვისაც არა მარტო მხედველობა, არამედ სმენაც უნდა გამოვიყენოთ.
მხედველობითი მეხსიერება ყველაზე მყარია, იმიტომ რომ თვალიდან ტვინში მიმავალი ნერვები 20-ჯერმსხვილია, ვიდრე ნერვები, რომლებიც ყურიდან ტვინში მიდის. მარკ ტვენი ვერაფრით იმახსოვრებდა საკუთარიგამოსვლის ტექსტს, როცა ჩანაწერებით ხელმძღვანელობდა, მაგრამ საკმარისი იყო ჩანაწერები ნახატებითშეეცვალა, რომ ყველაფერი აეწყო.
მეხსიერების მეორე კანონი გარემოებაშია. Aათასობით მუსლიმანმა სტუდენტმა ზეპირად იცის ყურანი, `ახალიაღთქმის~ მოცულობის მქონე წიგნი. ისინი მას მუდმივი გარემოების ხარჯზე იმახსოვრებენ.
მესამე კანონი _ ასოციაციაა, ერთადერთი საშუალება მყარად ჩავეჭიდოთ მეხსიერებაში, რაიმე ფაქტი, ესაა მისირაიმე სხვა ფაქტთან დაკავშირება, რომელიც გარკვეულ ასოციაციას იწვევს თქვენში.
|
კატეგორია: მეცნიერება |
ნანახია: 1461 |
დაამატა: Capitan
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|