პარასკევი, 2024-12-27, 9:21 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » 2012 » აპრილი » 3 » მე აბიტურიენტი ვარ
5:18 PM
მე აბიტურიენტი ვარ


ახლა კი გაგიმხელთ, მე რომელი პროფესიის არჩევა მინდა...
ვისურვებდი წლების მერე მემუშავა ერთ-ერთ პრესტიჟულ მეტეოროლოგიურ ცენტრში, რომელიც კლიმატურ ცვლილებებს და ბუნებრივ კატაკლიზმებს შეისწავლის. ეს სურვილი, გარდა ჰოლივუდური ფილმებისა, წლევანდელმა ზამთარმაც განმიმტკიცა.შესაბამისად, პირველ არჩევნად საბუნებისმეტყველო პროგრამებს მივუთითებ, რომ მერე ჩემთვის სასურველი განხრა ავირჩიო. ვინ იცის, იქნებ სამყაროს გადარჩენის შანსიც მომეცეს...

სასწავლებლებს რა პრინციპით დავალაგებ, ცოტა მოგვიანებით გიამბობთ, მანამდე კი მეორე სასურველ მიმართულებაზე მოგიყვებით - ცოტა ხნის წინ წავიკითხე, რომ მეცნიერებმა სიცოცხლის გახანგრძლივების გენს მიაგნეს. შეიძლება სწორად ვერ დავიმახსოვრე, მაგრამ გენეტიკოსების უნიკალურ კვლევებზე იყო საუბარი. ძალიან მიმზიდველად მეჩვენა, მიუხედავად იმისა, რომ ორი წლის წინ, როცა დნმ-ის აგებულებას ვსწავლობდით, ისე ავურიე ტერმინები, რომ ჩემი ბიოლოგიის მასწავლებლის გამომეტყველება დღესაც მახსოვს. სამაგიეროდ, ახლა გავახარებ და ვეტყვი, რომ შეიძლება ბიოლოგი გამოვიდე... კიდევ ერთი საქმიანობა მეჩვენება საინტერესოდ - ჯემებისა და მურაბების ბიზნესი, წვენებისაც... მით უმეტეს, რომ ციტრუსი თუ სხვა ხილი საქართველოში ბევრია. თანაც, ასე ხომ ბებიაჩემის ოცნებაც შეიძლება ახდეს და წარმატებული ბიზნესმენი გავხდე, რომელსაც საკუთარი წარმოების პროდუქცია და მაღაზიათა ქსელი ექნება მთელ ქვეყანაში და ქვეყნის გარეთაც! ეს ალბათ ნამეტანი მომივიდა...თუმცა, რა იცი რა ხდება.

სოციალური მეცნიერებებიც მიტაცებს. განსაკუთრებით ფსიქოლოგია, ჯემების ბიზნესზე მეტადაც. ალბათ უკვე გაგიჩნდათ კითხვა, გაეროსა და ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე, როგორ მოხერხდება ჩემი და ჩემი მშობლების არჩევნის შეჯერება. საკმაოდ მარტივად, ყოველ შემთხვევაში, რეგისტრაციის დასრულებამდე მაინც. ორი წლის წინ ცოტა უფრო რთულად იქნებოდა საქმე, მაგრამ ინტერნეტით რეგისტრაციამ ჩემს წისქვილზე დაასხა პირდაპირ წყალი და მას მერე, რაც გამოცდების ეროვნული ცენტრი ელექტრონულ ფოსტაზე პაროლს გამომიგზავნის, მე ვიქნები ერთადერთი, ვისაც ,,საიდუმლო კარის გასაღები“ ექნება... ამიტომ მოუწევთ, ჩემს არჩევანს გაუწიონ ანგარიში. ეს ნახევრად ხუმრობით, ისე კი იმედი მაქვს, რომ ჩემი მომავალი პროფესიის არჩევისას ბოლოს მაინც გაითვალისწინებენ ჩემს აზრს. ცხადია, განვიცდი, ჩემებს გული რომ უნდა დავწყვიტო და მათ მიერ შერჩეულ პროფესიებზე უარი რომ უნდა ვთქვა, ...

მაგრამ იურისტობა არ მინდა და არც არასოდეს მინდოდა - ერთხელ ვნახე რაღაც დებულება და ორი აბზაცი რომ წავიკითხე, მივხვდი, ამ ,,უცხო ენის“ სწავლას ვერასოდეს შევძლებდი. არც კანონებისა და მუხლების გამრავლების ტაბულასავით დაზეპირება შემიძლია... საერთაშორისო ურთიერთობები კი ჩემებურად მაქვს წარმოდგენილი - სამეცნირო კველევებისას თუ მომიწევს უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობა ჩავთვლი, რომ გამიმართლა, მაგრამ დიპლომატად, მგონი, არ გამოვდგები. შარშან ჩემი მეზობელი აბარებდა...
მას მერე, რაც ფაკულტეტებზე შეთანხმდნენ, განაცხადი მის ნაცვლად დედამ შეავსო. ბარათი რომ მიიღო, მერე ნახა, რომ პირველი ფაკულტეტი ის არ ეწერა, რაც მას სურდა. პირდაპირ გამოუცხადა მშობლებს, აქ თუ ჩავირიცხე, არ ვისწავლიო. მერე დიდხანს ცდილობდა დედამისი განაცხადის შეცვლას... რეგისტრაცია დასრულებული იყო და ვერაფერი მოხერხდა. ჩემი მეზობელი პირველ არჩევანზე ჩაირიცხა. ხელშეკრულება არ გააფორმა. დედას დიდხანს არ სცემდა ხმას. არადა, დედამისმაც ძალიან ინერვიულა. წელს ისევ აბიტურიენტია...

ჩემს განაცხადს დავუბრუნდები - სანამ რიგითობას საბოლოოდ განვსაზღვრავ, შევსების პრინციპზე კარგად უნდა დავფიქრდე. ერთი ზუსტად ვიცი - პირველს აუცილებლად ყველაზე სასურველ მიმართულებას ჩავწერ, მაგრამ ერთსა და იმავე პროგრამების მქონე უმაღლესებიდან ჩემთვის მისაღები უნდა შევარჩიო და მერე მათი თანმიმდევრობა ზუსტად განვსაზღვრო. პირველ რიგში ამ პროგრამებზე ის გამოცდები უნდა ბარდებოდეს, რომლის ჩაბარებასაც ვაპირებ. ძალიან მინდა პირველივე არჩევანზე ჩავირიცხო, ალბათ ისევე, როგორც ყველა აბიტურიენტს. ცხადია, ისიც ძალიან მინდა, სახელმწიფო გრანტი ავიღო, მერე ვეცდები სტიპენდიაც მქონდეს.. ამისათვის ალბათ სემესტრული გამოცდები წარმატებით უნდა ჩავაბარო ხოლმე.
აი, ისევ შორეულ გეგმებს ვაწყობ... აჯობებს მთავარსა და უახლოესზე ვიფიქრო - ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. მანამდე სკოლის გამოსაშვები გამოცდები მელის წინ. რატომღაც ნაკლებად ვღელავ. მართალია, მასალის გამეორება მიწევს ინტერნსიურად, მაგრამ რამდენიმე თვე კიდევ გავუძლებ ამ რეჟიმს და მერე, დარწმუნებული ვარ, ცხელი საგამოცდო დღეებიც მშვიდობით ჩაივლის...
ყველა აბიტურიენტს წარმატებას გისურვებთ ... ნეტა მალე დამთავრებულიყოს ეს წელიცც , და მერე რა იცი რა ხდება )))
კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 1281 | დაამატა: Capitan | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
Block title
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz