პარასკევი, 2024-12-27, 10:44 AM მოგესალმები სტუმარი | RSS
"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 11 » მარსზე გაფრენა სიცოცხლეს შეამცირებს
5:25 PM მარსზე გაფრენა სიცოცხლეს შეამცირებს |
NASA-ს გეგმების შესახებ მთელმა მსოფლიომ იცის. თუმცა შეიძლება შენ არ იცოდე მკითხველო. საქმე იმაშია, რომ მას სურს ადამიანის გაგზავნა მარსზე. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიური განვითარება დიდი ნაბიჯებით მიიწევს წინ, ჯერჯერობით ადამიანის მარსზე გამგზავრება და მისი შესწავლა მხოლოდ და მხოლოდ თეორიის ნაწილად ითვლება. მეცნიერების აზრით ადამიანი რამდენიმე წლის შემდეგ შეძლებს მარსზე ფეხის დადგმას, თუმცა ეს გარკვეულ რიგ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული. საქმე იმაშია, რომ კოსმონავტებს მოუწევთ გზის გავლა, რომელზეც ისინი დიდი ოდენობით რადიაციას მიიღებენ საკუთარ ორგანიზმზე. გერმანელი მეცნიერების აზრით ასეთი დოზით რადიაციის მიღება ადამიანის სიცოცხლეზე უარყოფითად იმოქმედებს, კერძოდ კი მათ სიცოცხლეს მინიმუმ სამი წლით შეამცირებს. მეცნიერების აზრით რადიაციის მიღების დოზაც ჩვენზეა დამოკიდებული, რადგან კოსმიურ რადიაციას ხელს უწყობს სხვადასხვა ფაქტორი. მაგალითად ისეთი, როგორიცაა ტექნოლოგიები კოსმიურ ხომალდზე. ყველამ კარგად ვიცით, რომ რადიაციის სიმძლავრის გამოწვევას ტექნოლოგიები იწვევენ. მაღალ ტექნოლოგიური ხომალდით გაფრენის შემთხვევაში ადამიანი გაცილებით მეტ წლებს დაკარგავს, ვიდრე ჩვენ გვგონია.
|
კატეგორია: მეცნიერება |
ნანახია: 744 |
დაამატა: Capitan
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|