პარასკევი, 2024-12-27, 9:44 AM მოგესალმები სტუმარი | RSS
"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!
მთავარი » 2012 » აპრილი » 3 » ლუდთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები:
5:35 PM ლუდთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები: |
♥ქალაქ ეიმსის კანონი მამაკაცებს უკრძალავს ცოლთან ერთად დაწოლას,თუ მან სამ ყლუპზე მეტი ლუდი დალია.
♥ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს,ჯორჯ ვაშინგტონს საკუთარი ლუდის სახარში ქარხანა ჰქონდა.
♥ბაბილონში არსებობდა ტრადიცია, რომლის მიხედვით ქორწინებიდან ერთი თვის განმავლობაში გათხოვილი ქალის მამ სიძეს ''ლუდის თვეს'' უწყობდა.ეს იმას ნიშნავდა,რომ სიძე სიმამრის ხარჯზე1 თვის განმავლობაში იმდენ ლუდს სვამდა,რამდენიც უნდოდა.
♥ლუდის 11 000 ქილისგან ამერიკაში თვითმფრინავი ააგეს.იგი 210 კილოგრამს იწონის.
♥ქილაში ჩასხმული პირველი ლუდი 1935 წელს ნიუ-იორკსა და ვირჯინიაში გამოჩნდა.
♥ძველ ბაბილონში დამზადებული ეს სასმელი, იმდენად კარგი ხარისხის იყო,რომ ხამურაბის კანონის თანახმად,სიკვდილით ისჯებოდა ყველა,ვინც ლუდს წყლით გააზავებდა.გამყალბებელს სიკვდილის არჩევის საშუალებაც კი ჰქონდა:მას ან მის მიერვე გაფუჭებულ კასრში ჩაახრჩობდნენ,ან იმდენს დაალევინებდნენ,სანამ სული არ ამოსძვრებოდა.
♥ერთი ტოლჩა ძლიერი ლუდის შემდეგ 45 წუთის განმავლობაში საჭესთან დაჯდომა რეკომენდირებული არ არის.
♥ფილადელფიაში მდებარე ერთ-ერთი მუსიკალური სკოლის მასწავლებელმა ''ლუდის სიმფონია'' შექმნა. ეს სიმფონია წარმოადგენს ხმათა კომპოზიციას,რომელიც ლუდის სხვადასხვა ჭურჭელში ჩასხმის დროს წარმოიქმნება. ავტორის აზრით,ხმების ასეთი შეწყობა ლუდის მოყვარულებს სასიამოვნო განწყობას უქმნის,თუმცა მუსიკის კრიტიკოსები აბსოლუტურად სხვა საკითხში შეთანხმდნენ:მასწავლებელი ლუდში ბევრად უკეთ ერკვეოდა ვიდრე მუსიკაში.
|
კატეგორია: საინტერესო ამბავი |
ნანახია: 1029 |
დაამატა: xuco
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|