ქვიშა
— წვრილმარცვლოვანი ფხვიერი დანალექი ქანი ან თანამედროვე ნალექი. შედგება სხვადასხვა მინერალის ან ქანის მომრგვალებული ან დაკუთხული მარცვლებისაგან (ზომა 0,1-1მმ ). წარმოშობის მიხედვით განარჩევენ : მდინარეულ, ტბიურ, ზღვიურ, ფლუვიოგლაციალურ და ეოლურ ქვიშებს; მინერალური შედგენილობის მიხედვით - კვარციან, გლაუკონიტ-კვარციან, მინდვრის შპატიან-კვარციან, ქარსიან და სხვა ქვიშებს. ჩვეულებრივ იყენებენ საშენ მასალად; კვარციან ქვიშებს - მინის, კერამიკისა და სამსხმელო წარმოებაში.
ძვირფასი მინერალების (თვითნაბადი ოქრო და პლატინა, ცირკონი, რუტილი და სხვ.) შემცველი ქვიშების დანაგროვი წარმოადგენს ქვიშრობრივ საბადოს.
|