კვერცხიჭამია გველისებრნი
(Dasypeltis), გველების გვარი ანკარასებრთა ოჯახისა. გვარი შეიცავს 5 სახეობას. მათი სხეულის სიგრძე 80 სმ აღწევს. გავრცელებული არიან აფრიკასა და ინდოეთში. იკვებებიან ფრინველის კვერცხით. კბილები სუსტად აქვთ განვითარებული (მსხვერპლის დაჭერა არ უხდებათ). ხერხემლის წინა მალების გადიდებული მორჩები შეჭრილია საყლაპავის ღრუში და გადაყლაპული კვერცხის ნაჭუჭს ამსხვრევს. კვერცხის შიგთავსი კუჭში ჩაიქცევა, ნაჭუჭი კი პირით გარეთ გამოიდევნება. კვერცხიჭამია გველისებრთაგან ყველაზე ცნობილია აფრიკაში გავრცელებული Dasypeltis scabra.
|