
კვერცხი
(ინგლ. Egg; გერმ. Hühnerei) — საკვები პროდუქტი. ყველაზე ხშირად როგორც წესი ქათმის კვერცხს მიირთმევენ. კვერცხი შედგება მდიდარი სრულფასოვანი ცილებით. ქათმის კვერცხის საშუალო სტანდარტული წონა შეადგენს – 40 გ. ამათგან ცილებზე მოდის დაახლ. - 56 %, გული – 32%, ხოლო ნაჭუჭი – 12 %
განასხვავებენ სამაგიდო კვერცხის სამ ტიპს: ახალთახალი (ე.ი. როდესაც კვერცხი ინახება მისი დადებიდან 30 დღე); სამაცივრო (ე.ი. ინახება 30 დღეზე მეტხანს მაცივარში); კირის (ე.ი. ინახება კირის ნაერთებში).
ყოველი დიეტური და სამაგიდო ქათმის კვერცხი იყოფა I და II კატეგორიებად, რომლებიც განსხვდებიან წონითა და ხარისხით. II კატეგორიის კვერცები ნაკლებს იწონიან და ხარისხით რამდენადმე დაბლა დგანან, თუმცა ასეთი კვერცხიც ახალია და მისართმელად ვარგისიანი.
|