კონფუცი (ნამდვილი სახელი კუნგ ფუძი; ჩინ. 孔子 ან 孔夫子; დ. 28 სექტემბერი, ძვ. წ. 551 , ციუიფუ — გ. ძვ. წ. 479) — ჩინელი ფილოსოფოსი. მისმა სწავლებამ დიდი გავლენა იქონია ჩინეთსა და აღმოსავლეთ აზიაზე. მისი ნამდვილი სახელია - კუნი, მაგრამ ლიტერატურაში ხშირად მოხსენიებულია, როგორც კუნ-ცზი, კუნ ფუ-ძი ("მასწავლებელი კუნი") ან უბრალოდ ძი - "მასწავლებელი" (ამის მიზეზია ის, რომ კონფუცი უკვე 20 წლის ასაკში ცნობილი მასწავლებელი იყო).
ბიოგრაფია ტრადიციის მიხედვით, კონფუცი ქრისტეშობამდე 551 წელს ჩუნციუს პერიოდში, ქალაქ ციუიფუს (曲阜) მახლობლად დაიბადა (ყოფილი ლუს სახელმწიფო, დღეს შედის შანდუნის პროვინცაში). ადრეული ჟამთაღმწერები მოგვითხრობენ რომ ის დაიბადა ღარიბ თუმცა კეთილშობილ ოჯახში.
კონფუცი იყო მებროლთა გვარის წარმომადგენელი. მამამისი შულიანხის (叔梁紇) ორ ბრძოლაში ქონდა მიღებული მონაწილეობა მიღებული და ფეოდალურ მამულს ფლობდა. ში ჯი-ში (ისტორიული ჩნაწერები)(史記), რომელიც ოთხი საუკუნის შემდეგ შეიქმნა წერია, რომ კონფუცი უკანონო ქორწინების შედეგად იშვა.
კონფუცი 3 წლის იყო, როდესაც მამამისი გარდაიცვალა, მას შემდეგ ის დედამისთან სიღარიბეში იზრდებოდა. მისი სოციალური მდგომარეობა დაკავშირებული იყო მზარდ ში (士) კლასთან. ამ კლსის სტატუსი იყო შუალედური, აზნაურთა და ჩვეულებრივ მოკვდავებს შორის. ეს მათ საკუთარი ნიჭის წყალობით სოციალური სტატუსის მოპოვების საშუალებას აძლევდა . გადმოცემის თანახმად კონფუცს ბავშვობაში უყვარდა სამსხვერპლოზე ბრინჯაოს სარიტუალო ლარნაკების მიტანა. 19 წლის ასაკში ის ახალგაზრდა ქი გუანზე (亓官) დაქორწინდა, მალევე ეყოლათ პირველი ვაჟი - კონგ ლი, (孔鯉). ითვლება რომ ის მუშობდა როგორც მეცხვარე, მენახირე, წვრილი მოხელე და ბუღალტერი. დედამისი გარდაიცვალა როდესაც კონფუცი 23 წლის იყო, რის გამოც მან 3 წელი გლოვაში გაატარა.
|