პარასკევი, 2024-12-27, 10:10 AM მოგესალმები სტუმარი | RSS
"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 11 » კითხვები
|
1) რისი ნახვა შეიძლება დახუჭული თვალებით?
2) რომელ თვეში ლაპარაკობენ ადამიანები ყველაზე ცოტას?
3) რომელ ჯარისკაცს ეხურა ყველაზე დიდი ქუდი მე-20 საუკუნეში?
4) რა უფრო მძიმეა, ერთი კილოგრამი რკინა, თუ ერთი კილოგრამი ბუმბული?
5) სად უნდა მოვძებნოთ ისეთი ქალაქი, სადაც ხალხი არ ცხოვრობს?
6) საათების და წუთების ისრები ერთი საათის განმავლობაში რამდენჯერ ადგენენ მართ კუთხეს?
7) მაგიდაზე იჯდა ოთხი ბუზი. ბავშვმა ერთი მათგანი მოკლა, რამდენი ბუზი დარჩა მაგიდაზე? 8) ქალაქში ერთ თვეში 30 მმ ნალექი მოვიდა. რამდენი მმ ნალექი მოვა ამ ქალაქში ორ თვეში?
9) კლასში 35 მოსწავლეა. შეიძლება თუ არა, რომ თითოეული მათგანის გვარი განსხვავებული ქართული ასოებით დაიწყოს?
10) სად თიბავენ თივას?
11) კაცი შევიდა ვიწრო გვირაბში. ხედავს წინ ცეცხლია. მობრუნდა - უკან ცეცხლია. რა ქნას კაცმა, როგორ დააღწიოს ცეცხლს თავი?
12) როდის არის ადამიანი თავის ოთახში უთავოდ?
13) მიზანში ამოღების დროს რატომ ხუჭავს მონადირე მხოლოდ ერთ თვალს?
14) შეიძლება თუ არა ღვინის მსმელი კაცის დათრობა ერთი ჭიქით?
15) რა აქვთ საერთო ხარს და ვაზს?
16) ორ მხედველს ერთი უსინათლო ძმა ჰყავს. ამ უსინათლო ძმას კი მხედველი ძმები არა ჰყავს. შეიძლება რომ ეს მართალი იყოს?
17) გზაზე მიდის ორი ადამიანი: დიდი და პატარა. პატარა დიდის შვილია, დიდი კი პატარის დედა არ არის. მაშინ ვინ არის დიდი?
18) როგორი წყლის გადატანა შეიძლება საცრით?
19) გაქვთ ორი ვაშლი. შეგიძლიათ თუ არა ორივეს შეჭმა დილით უზმოზე?
|
კატეგორია: თავსატეხი |
ნანახია: 947 |
დაამატა: Capitan
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|