კიპუ
(კეჩ. khipu) – ინკების ორიგინალური "კვანძოვანი დამწერლობა". გავრცელებული იყო სამხრეთ ამერიკაში მდებარე პარაკასის, უარისა და ინკების კულტურაში.
იგი წარმოადგენდა გრძელ ბაწარს, რომელზეც ჩამოკიდებული იყო სხვადასხვა ფერისა და ზომის ძაფები. ფერების შეხამება და კვანძების კომბინაცია, ბაწარზე ან თოკზე გამოიყენებოდა გადასახადების გასაანგარიშებლად, სხვადასხვა ისტორიული მოვლენის დასაფიქსირებლად, საკუთარი სახელიებისა და სხვადასხვა ფონეტიკური ელემენტების გადმოსაცემად. პერუს ერთ-ერთ ტაძარში აღმოაჩინეს უნიკალური კიპუ, რომელიც 6 კგ-ს იწონიდა. ინკების ისტორიის მცოდნე მეცნიერთა აზრით, ზოგიერთი კიპუს სიგრძე უტოლდებოდა მანძლის, მაგალითად ბათუმიდან ბაქომდე, ხოლო ინფორმაციის მოცულობით, შეეცლო მრავალტომიანი სტატისტიკური ცნობარი შეეცვალა.
|