
კილოგრამი
განისაზღვრება, როგორც საერთაშორისო ეტალონი კილოგრამის მასა, რომელიც ინახება ზომებისა და წონების საერთაშორისო ბიუროში (ქ. სერვი, პარიზთან) და წარმოადგენს პლატინა-ირიდიუმის შენადნობის (90% პლატინა, 10% ირიდიუმი) ცილინდრს, რომლის დიამეტრი და სიმაღლეა 39 მმ. თავდაპირველად კილოგრამს განსაზღვრავდნენ, როგორც ერთი ლიტრი სუფთა წყლის მასას 4 °C ტემპერატურაზე სტანდარტული ატმოსფერული წნევის ქვეშ..
|