შაბათი, 2024-12-28, 4:30 PM მოგესალმები სტუმარი | RSS
"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!
მთავარი » 2012 » აპრილი » 3 » კბილის სანაცვლოდ 22 მლნ დოლარი
4:15 PM კბილის სანაცვლოდ 22 მლნ დოლარი |
ამერიკელმა სტივენ სლევინმა დაკარგული კბილის სანაცვლოდ, კომპენსაციის სახით 22 მლნ დოლარი მიიღო. სლევინი 2005 წლის აგვისტოში ნიუ-მექსიკოს დონ ანას ოლქში ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო დააკავეს. საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი არ გამართულა, ის პირდაპირ ციხეში ჩასვეს. ციხეში მან ორი წელი გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში სტივენი სტომატოლოგის დახმარებას ითხოვდა, მისი თხოვნა არავინ გაითვალისწინა, რის შედეგადაც ერთი კბილი დაკარგა.
“ციხის თანამშრომები ყოველდღე ჩემი საკნის წინ დადიოდნენ და უყურებდნენ, როგორ უარესდებოდა ჩემი მდგომარეობა. ისინი არაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ჩემთვის დახმარება აღმოეჩინათ”, – განაცხადა სტივენმა.
სლევინმა ციხეში არაადამიანური მოპყრობის გამო სასამართლოში იჩივლა, სასამართლომ მისი სარჩელი დააკმაყოფილა. 22 მლნ დოლარი აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპენსაციაა, რომელიც პატიმარს გადაუხადეს.
|
კატეგორია: საინტერესო ამბავი |
ნანახია: 791 |
დაამატა: Capitan
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|