კარამელი(ფრანგ. caramel და ესპ. caramelo „შემწვარ შაქარს") არის მაღალ გრადუსზე მშრალად გამდნარი შაქარი. ტემპერატურის სიდიდისდა მიხედვით კარამელი იღებს ოქროსფერ-მუქ ყავისფერ ფერებს და თავისებურ არომატს.
დაახლოებით 135 °C-ზე იწყებს შაქარი დნობას. ის თავდაპირველად ფერს არ იცვლის. ასეთი გამდნარი შაქარი გამოიყენება მაგ. ნამცხვრის დეკორაციისათვის, შაქრის მინანქრის სახით და სხვა. ნამდვილი კარამელის გემოსა და ფერის მისაღებად საჭიროა მინიმუმ 150 °C. მუქი ფერი და ინტენსიური კარამელის გემო მიიღება შაქრის 180 °C-იდან 200 °C-ამდე.
გაციებული კარამელი არის გამჭვირვალე და შუშისამებრ მტვრევადი მასა.