პარასკევი, 2024-12-27, 10:46 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 13 » კალმარის ციხესიმაგრე
1:01 PM
კალმარის ციხესიმაგრე


კალმარის ციხესიმაგრე (შვედ Kalmar slott)— რენესანსის ეოპქის ჩრდილოევროპული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფორტიფიკაციო ნაგებობა. განლაგებულია შვედეთის ქალაქ კალმარში, ბალტიის სანაპიროს არხით არის დაშორებული.

1290-იან წლებში საფუძველი ჩაუყარა მაგნუს I-მა ძველი საგუშაგო კოშკის ადგილას; შუასაუკუნეების სიმაგრე ოთხი არასიმეტრიული კედლის, ფრანგული გოდოლებისა და ორი გამაგრებული ჩაშენებული კოშკისგან შედგებოდა, რომლებიც "სიმაგრეს სიმაგრეში" წარმოადგენდა. ციხესიმაგრე ევროპის ისტორიაში საუკუნოდ ჩაიწერა 1397 წელს, როდესაც მასში კალმარის უნიას მოეწერა ხელი.

უნიის გაწყვეტის შემდეგ დანიელები თანამედროვე შვედეთის სამხრეთ ნაწილს — სკონეს დიდხანს ფლობდნენ, ამდენად, კალმარი მნიშვნელოვანი სასაზღვრო ციხესიმაგრე იყო. შვედეთის მეფე გუსტავ ვაზამ, რომელსაც სიმაგრე "მთელი ქვეყნის გასაღებად" მიაჩნდა, 1545 წელს, საფორტიფიკაციო ხელოვნების ბოლო მიღწევების გამოყენებით, ციხესიმაგრის გადაკეთება ბრძანა. ამ მცდელობებისდა მიუხედავად, კალმარის ომის დროს, 1611-1613 წლებში კალმარის ციხესიმაგრე დანიელებმა ალყაში მოაქციეს და აიღეს.


რამდენადაც ციხესიმაგრეს სამეფო ოჯახი საცხოვრებლად არ იყენებდა, ნაგებობის შიდა ნაწილი არც თუ თვალშისაცემი გაწყობილობით იწონებდა თავს. XVII საუკუნის დამლევს კი, როდესაც შვედეთის საზღვრებმა შორეული სამხრეთით გადმოიწია, კალმარის ციხესიმაგრემ საბოლოოდ დაკარგა თავდაცვითი მნიშვნელობა. მას მერე ხან საწყობად, ხან კი ლუდსახდელად იყენებდნენ. დღეს-დღეობით სიმაგრეში მუზეუმია მოწყობილი.

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 795 | დაამატა: xuco | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
Block title
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz