პარასკევი, 2024-12-27, 11:23 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 19 » კაკაო
8:09 PM
კაკაო

კაკაო , შოკოლადის ძე (ლათ. Theobroma cacao) — ტანდაბალი (5—8 მ) მარადმწვანე ხე სტერკულიასებრთა ოჯახისა. აქვს მუქი მწვანე, პრიალა ფოთლები და ყვითელი ან მოწითალო ყვავილები. ნაყოფი (კოლოფა) ყვითელი, ნარინჯისფერი ან წითელია, მისი სიგრძეა 30 სმ, აიგანე — 10—12 სმ, 300—600 გ იწონის და 25—60 თესლს შეიცავს. ყოფაცხოვრებაში „კაკაოს პარკს" უწოდებენ. ველურად იზრდება ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ტენიან ტროპიკულ ტყეებში. ძველთაგანვე კულტივირებულია ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებში. ამრავლებენ უმთავრესად თესლით. კარგად ხარობს ორანჟერეებში. თეობრომინისა და მთრიმლავი ნივთიერებების შემცველობის გამო თესლს მწარე, მწკლარტე გემო აქვს. საგემოვნო თვისებების გასაუმჯობესებლად რბილობმოცლილ თესლს 2—7 დღე-ღამის განმავლობაში უტარებენ ფერმენტაციას, რის შედეგადაც იგი სასიამოვნო გემოსა და არომატს იძენს.

კაკაოს თესლის შედგენილობაა (მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით %-ში): წყალი 4—6; ცხიმი, კაკაოს ზეთი 51—54; სახამებელი 7—19; გლუკოზა, ფრუქტოზა 1—2; ცილა 10—12; თეობრომინი, კოფეინი 1—1,5; მთრიმლავი ნივთიერებები 4—7; მჟავები 1—2; მინერალური ნივთიერებები 2-3. კაკაოს ნაყოფისაგან ღებულობენ ბურღულს, ბურღულის წვრილად დაქუცმაცებით — „სრესილ კაკაოს", რომლისგანაც კაკაოს ზეთსა და შოკოლადს ამზადებენ. სრესილი კაკაოს დაწნეხით ღებულობენ კაკაოს ზეთს, დარჩენილი კოპტონისაგან კი — კაკაოს ფხვნილს.

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 789 | დაამატა: xuco | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
Block title
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz