პარასკევი, 2024-12-27, 10:50 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 13 » ჯონ ლენონი
12:33 PM
ჯონ ლენონი


ჯონ უინსტონ ონო ლენონი , ბრიტანული იმპერიის ორდენის მფლობელი, (9 ოქტომბერი 1940 – 8 დეკემბერი 1980) იყო ინგლისელი მუსიკოსი, მომღერალი და სიმღერების ავტორი. იგი ცნობილი გახდა, როგორც ბითლზის, მუსიკაში ყველა დროის წარმატებული და კრიტიკოსების მიერ აღიარებული ჯგუფის წევრი. ბითლზის წევრ პოლ მაკ-კარტნისთან ერთად მისი შემოქმედებითი ძალების გაერთიანება წარმოადგენს XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ნაყოფიერ თანამშრომლობას.

დაბადებული და გაზრდილი ლივერპულში, ჯონი თინეიჯერობისას მონაწილეობდა სკიფლის მოძრაობაში. მისი პირველი ჯგუფი, ქუორიმენი იყო ბითლზის წინამორბედი. მას შემდეგ, რაც ბითლზი 1970 წელს დაიშალა, ლენონი სოლო კარიერით დაკავდა და გამოსცა კრიტიკოსების მიერ აღიარებული სხვადასხვა ალბომი, როგორიც არის John Lennon/Plastic Ono Band და Imagine. ასევე აღსანიშნავია სიმღერები Give Peace a Chance და Imagine. მუსიკალურ ბიზნესს ჯონი 1975 წელს ჩამოშორდა და ძირითადად, ოჯახით იყო დაკავებული. თუმცა, 1980 წელს გამოიცა მისი ახალი დისკი Double Fantasy. ეს მოხდა მის მკვლელობამდე სამი კვირის შემდეგ.

მუსიკის, მწერლობის, ნახატების, კინოფილმებისა თუ ინტერვიუების ხასიათით, ლენონმა შეიძინა მეამბოხე პიროვნების იმიჯი. იგი აკეთებდა სკანდალურ პოლიტიკურ განცხადებებს და ცნობილია, როგორც მშვიდობის აქტივისტი. 1971 წელს იგი დასახლდა ნიუ-იორკში, სადაც ვიეტნამის ომის კრიტიკის გამო რიჩარდ ნიქსონის ადმინისტრაცია ცდილობდა მის დეპორტირებას. ამის კიდევ ერთი მიზეზი ის, რომ მისი სიმღერები გამოიყენებოდა, როგორც ჰიმნები ანტისაომარი მოძრაობის ფარგლებში.

2010 წლისათვის ლენონის მიერ აშშ-ში გაყიდული დისკების რაოდენობა 14 მილიონ ერთეულს აღემატება. როგორც ავტორს, თანაავტორს ან შემსრულებელს მას ეკუთვნის ბილბორდის 100-ეულის #1 პოზიციაზე მოხვედრილი 25 სინგლი. 2002 წელს BBC-მ ჩაატარა გამოკითხვა „100 უდიდესი ბრიტანელი", სადაც ჯონი მერვე ადგილზე დასახელდა. 2008 წელს ჟურნალ როლინგ სტოუნის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ჯონი დასახელდა ყველა დროის საუკეთესო მომღერლებს შორის რიგით მეხუთედ. გარდაცვალების შემდეგ, 1987 წელს იგი შეყვანილი იქნა სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში, ხოლო 1994 წელს - როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 790 | დაამატა: xuco | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
Block title
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz