ჯენესისი
(ინგლ. Genesis) — გრემის ჯილდოს მფლობელი ინგლისური ჯგუფი, რომელიც უკრავს პროგრესიულ როკს. ჯგუფი ჩამოყალიბდა 1967 წელს.
მსოფლიო მასშტაბით გაყიდულია ჯენესისის 150 მილიონამდე ალბომი. იგი ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ალბომების მქონე 30 მუსიკოსის და ჯგუფის რიცხვს ეკუთვნის. ჯგუფის ლიდერები სხვადასხვა დროს იყვნენ პიტერ გებრიელი და ფილ კოლინზი. ორივე მუსიკოსი ასევე წარმატებულ სოლო-კარიერას მიჰყვება.
ჯგუფში გებრიელის ლიდერობისას, საკონცერტო გამოსვლები თეატრალური დადგმების ელემენტებით და ფერადი კოსტიუმებით გამოირჩეოდა. ასევე საგულისხმოა, რომ ჯგუფის გიტარისტი, მაიკ რეზერფორდი, იყო ერთ-ერთი პირველი მუსიკოსი, ვინც 12 სიმიან გიტარაზე უკრავდა.
70-იან და 80-იან წლებში ჯენესისმა ტრადიციული პროგ. როკიდან უფრო მსუბუქ მუსიკაზე გადაინაცვლა, თუმცა მათმა სიმღერებმა სტრუქტურული ხასიათი, ცვლადი რითმი, ტემპი და ჯენესისის მუსიკისათვის დამახასიათებელი სხვა ელემენტები შეინარჩუნა.
1976 წლიდან, ალბომის ”The Lamb Lies Down on Broadway” გამოცემისა და ამავე სახელწოდების ტურის შემდეგ და ჯგუფიდან გებრიელის წასვლის შემდეგ ჯენესისის მთავარი ვოკალისტი ფილ კოლინზი იყო. მასთან ერთად ჯგუფი საერთაშორისო არენაზე გავიდა ალბომებით Duke და Invisible Touch.
1996 წელს კოლინზმა ოფიციალურად დატოვა ჯგუფი და რეზერფორდის/ბენკსის ახალ პროექტს შეუერთდა. ჯგუფ სტილტსკინ-ის ვოკალისტი რეი უილსონი. მასთან ერთად ჩაიწერა 1997 წლის ალბომი Calling All Stations.კომერციული წარუმატებლობის გამო პროექტი დაიშალა მცირე საკონცერტო ტურის დასაწყისში.
2007 წელს გაიმართა ჯგუფის საკონცერტო ტური, რომლის აუდიო ჩანაწერიც გამოიცა ალბომის Live Over Europe 2007 სახით.
|