მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 31 » ის რაც ტვინი შესახებ არ იცოდით
9:12 PM ის რაც ტვინი შესახებ არ იცოდით |
ალბათ, გსმენიათ, რომ ტვინის უჯრედები ნაცრისფერია, სინამდვილეში რუხი მხოლოდ გარდაცვლილთა ტვინია, ცოცხალი ადამიანისა კი წითელი გახლავთ. ისიც გეცოდინაებათ რომ დროთა განმავლობაში, ტვინის უჯრედები კვდება, რომლის მიზეზად შეიძლება ალკოჰოლი, სიგარეტის მოწევა, სტრესიც და სხვა რამეც დავასახელოთ.
არსებობს მოსაზრება: ადამიანს რაც უფრო დიდი ტვინი აქვს მით უფრო ჭკვიანია. ეს მითიც საეჭვოა _ცნობილი მეცნიერისა და ენციკლოპედისტის, კიუვის ტვინი 2კგ-მდე იწონიდა, ხოლო არტურ კონან დოილისა _800 გრამამდე
მთქნარება გამოუძინებლობასთან და დაღლილობასთან ასოცირდება, სინამდვილეში კი, მთქნარებისას ფილტვებში მეტი ჯანგბადი ხვდება, ტვინი სისხლით მარაგდება და ადადმიანი მხნევდება.
ამბობენ: ადამიანი ტვინი მხოლოდ 10% იყენებსო, მაგრამ დადგინდა რომ უბრალო ამოცანის შესრულების დროსაც კი ტვინის ყველა უჯრედი მონაწილეობს.
1993 წელს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, მოცარტის მუსიკის 10 წუთიანი მოსმენა გონების მუშაობას აუმჯობესებდა, მაგრამ გამოკვლევამ ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე მუსიკის გავლენა არ დაადასტურა.
|
კატეგორია: საინტერესო ამბავი |
ნანახია: 824 |
დაამატა: NuKKeR
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|