კითხვაზე: “რომელ თქვენგანს აქვს სახლში ინტერნეტი?” – ალბათ უმრავლესობას გაგეცინებათ და ხუმრობად მიიღებთ.
შენც კი, რომელიც ამ ბლოგს კითხულობ, ალბათ სახლში ხარ, კომპიუტერთან კომფორტულად მოკალათებული, ცხელ ჩაის , ყავას ან შოკოლადს სვამ და ინტერნეტში დაძვრები. მაგრამ, იცი კი თავად ინტერნეტის შექმნის თავდაპირველი მიზანი და ისტორია ? იცი როდის და რა მიზნით შეიქმნა IP მისამარტების სისტემა ან რა ერქვა ინტერნეტს მანამდე? როგორ იშიფრება WWW და რა იყო მისი შექმნის მთავარი მუღამი? თუ, არა მაშინ ეს ბლოგი ზედგამოჭრილი იქნება შენთვის ….
მცირე სტატისტიკა:
2011 წლის 31 მარტის მონაცემებით მსოფლიოს მაშტაბით 2 მილიარდ 95 მილიონი ადამიანი მოიხმარს ინტერნეტს. თუ აღნიშნულ მაჩვენებელს 2010 წლის მდგომარეობას შევადარებთ (360 985 492) , დავინახავთ რომ ერთ წელიწადში ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი 480%(ოთხას ოთხმოცი პროცენტი)–ით არის გაზრდილი. დღეისათვის, ადამიანების ცხოვრება ფაქტობრივად წარმოუდგენელი გახდა უინტერნეტოდ. ინტერნეტი გვხვდება ყველგან: ჩვენს სახლებში, სამსახურში, კაფეებში და სკვერებშიც კი. თუმცა, მიუხედავად ამისა, ცოტა ადამიანი თუ მოიძებნება ისეთი, ვინც იცის რეალურად საიდან წარმოიშვა ინტერნეტი და რა ევოლუციის ეტაპები განვლო მან დღემდე. სწორედ აღნიშნული ინფორმაციის მცირე ნაწილს წარმოგიდგენთ ამ ბლოგში.
ინტერნეტის შექმნის მიზეზები
მას შემდეგ რაც 1957 წელს რუსეთმა კოსმოსში პირველი ხელოვნური თანამზავრი გაუშვა , ამერიკის მთავრობა სერიოზულად დაფიქრდა საკუთარ უსაფრთხოებაზე. ქვეყნის თავდაცვის უწყება მივიდა იმ დასკვნამდე , რომ საჭირო იყო შეექმნათ ახალი დეცენტრალიზირებული საკომუნიკაციო სისტემა. ისინი თვლიდნენ, რომ საჭირო იყო ინფორმაციის გადაცემის საიმედო სისტემა, რომლის გათიშვაც შეუძლებელი იქნებოდა მისი ერთერთი სეგმენტის მწყობრიდან გამოყვანის შემთხვევაშიც კი. სწორედ ამისათვის შეიქმნა სპეციაულური მოწინავე პროექტების კვლევების სააგენტო, ცნობილი, როგორც ARPA (Advanced Research Projects Agency). აღნიშნული პროექტის ფარგლებში კი, 1969 წელს მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება, რომ შეექმნათ კომპიუტერული ქსელი ARPANET. ეს პროექტი ამერიკელი სამხედროების მიერ იყო დაფინანსებული და აერთიანებდა 4 ამერიკულ სამეცნიერო ინსტიტუტს. აღსანიშნია , რომ იმ დროისათვის კომპიუტერს მონიტორიც კი არ ქონდა და ინფორმაციის მოწოდება პრინტის სახით ხდებოდა.
ინტერნეტის შექმნისა და განვითარების ეტაპები
1969 წლის 29 ოქტომბერს , აპრანეტში ჩართულ ორ კომპიუტერს შორის პირველი კავშირი შედგა. ამ ორი კომპიუტერიდან ერთი ლოს–ანჯელესში , კალიფორნიის უნივერსიტეტში, ხოლო მეორე კი სტენფორდში, სტენფორდის კვლევით უნივერსიტეტში მდებარეობდა. მათ შორის მანძილი 649 კილომეტრი იყო. პირველი საკომუნიკაციო სიტყვა კი „LOG ON “ უნდა ყოფილიყო თუმცა პირველ ჯერზე მხოლოდ „LOG“–ის გაგზვნა მოხერხდა, და შემდეგ სისტემა გაითიშა. თუმცა საათნახევრიანი მუშაობის შედეგად ცდა თავიდან ჩატარდა და კომუნიკაცია წარმატებით დასრულდა.
1973 წელს ტრანსატლანტიკური კაბელით ქსელს შეუერთდენ არაამერიკული ორგანიზაციები ნორვეგიიდან და დიდი ბტიტანეთიდან. თუმცა 1982 წლამდე ქსელებს შორის კომუნიკაცია მაინც გართულებული იყო, რაგანაც ზოგიერთი მათგანი განსხვავებული პრინციპებით იყო აგებული. ამიტომაც, 1982–83 წლებში შეიქმნა ერთიანი სტანრადტი ყველა ქსელებისათის – TCP/IP რომელიც დღესაც გამოიყენება . ეს გულისხმობს რომ ქსელში ჩართულ ყველა კომპიუტერს საკუთარი უნიკალური ნომერი აქვს, და შესაბამისად მათ შორის კომუნიკაციაც მოწესრიგებულია. აღსანიშნია, რომ ამ პერიოდისათვის ინტერნეტით მხოლოდ მონაცემების მიცვლა/მოცვლა იყო შესაძლებელი . არ არსებობდა არც ვებ გვერდების და არც ფაილების ჰოსტინგის სიტემა.
1983 წელს ARPANET ი უკვე საერთაშორისო ქსელი გახდა და შესაბამიდად წარმოიშვა ახალი ტერმინიც: INTERNET (International Net)
1989 წელს , კიდევ ერთი მნიშვნელვანი ფაქტი მოხდა: ევროპაში, ცერნის ლაბორატორიაში შემუშავდა WWW (World Wide Web) ის კონცეფცია, რომელიც ტიმ ბერნერს ლიმ წარმოადგინა. ტიმის მიზანი იყო ინტერნეტში შეექმნა ისეთი ვირტუალური სივრცე, სადაც შესაძლებელი გახდებოდა მონაცემებისა და ინფორმაციის ატვირთვა. ზუსტად ამ პერიოდით შეგვიძლია დავათარიღოთ ჩვენთვის აწ უკვე კარგად ნაცნობი ვებ გვერდების კონცეფციის დაბადება.