პარასკევი, 2024-12-27, 11:05 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 20 » ღმერთების ქალაქი
6:43 PM
ღმერთების ქალაქი


მეხიკოდან 40 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს მესოამერიკული
კულტურის საოცრება – ტეოტიუაკანი, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს „ადგილს,
სადაც ადამიანს შეუძლია გახდეს ღმერთი". 25 კვადრატულ კილომეტრზე
გადაჭიმული გიგანტური ქალაქი ერთ დროს შესაძლებელია ნახევარ მილიონ
მაცხოვრებელსაც კი მოითვლიდა.
ტეოტიუაკანის მშენებლობა მეცნიერების აზრით, ხუთ ეტაპად მიმდინარეობდა
და მეექვსე საუკუნებმდე, 2600 მნიშვნელოვანი შენობა იქნა აშენებული, ხოლო
დაახლოებით 650 წლისთვის ქალაქი აყვავების ხანას განიცდიდა.
ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით, ქალაქს გასდევს სამი კილომეტრის
და ორმოცი მეტრის სიგანის ქუჩა, რომელსაც Camino de los Muertos ანუ მკვდრების
გზის სახელით ვიცნობთ. მკვდრების გზის უკიდურეს ჩრდილოეთ მხარეს, 150 X
200 მ. ფართობზე დგას 46 მეტრის სიმაღლის მთვარის პირამიდა. მიუხედავად
იმისა, რომ მთვარის პირამიდა, ტეოტიუაკანის ცენტრში მდებარე მზის
პირამიდაზე დაბალია, ამ ორი შენობის მწვერვალები ერთმანეთს უსწორდება.
222 X 225 მ. ფართოფზე განლაგებული მზის პირამიდა 63 მეტრს აღწევს.
სავარაუდოდ მისი წინა ერთ მილიონ ტონას შეადგენს.
1675 წელს, კარლოს სიგუენცა ი გონგორამ მთვარის პირამიდაში გათხრა ჩაატარა,
რომელიც ამასთანავე ამერიკის კონტინენტზე ჩატარებული პირველი
არქეოლოგიური სამუშაო იყო. მეოცე საუკუნის „ღმერთებისა" და მეფეების მკვდარ
ქალაქს უწოდებდნენ, მაგრამ სამწუხაროდ რამოდენიმე ექსპედიცია რომელსაც
სამახრხების აღმოჩენის დიდი იმედი ჰქონდა, ხელმოცარული დარჩა. ხოლო 2006
წელს Discovery გვატყობინებს შემდეგს – „ტეოტიუაკანი იყო იმ პერიოდის
უძლიერესი სახელმწიფო, მაგრამ რატომ გაქრა ეს კულტურა ჩვ. წ. აღ. მდე 750
წელს? … ტეოტიუაკანის ერთ ერთი მუმიის დნმ ანალიზმა აჩვენა, რომ ქალაქის
მაცხოვრებლები არა მაია, აცტეკები ან ინკები, არამედ სრულიად სხვა
ცივილიზაცია იყო."
ამერიკელმა მეცნიერმა პეტერ ტომპსონმა მეტად საინტერესო გამოთვლა ჩაატარა,
რის შედეგადაც გამოაშკარავდა, რომ ტეოტიუაკანი შენობების უზუსტესი
განლაგებით, მზის სისტემის შემცირებულ მოდელს წარმოგვიდგენს, სადაც ყველა
ჩვენთვის ცნობილ პლანეტებს ვხვდებით და მათ შორის ურანოსს, ნეპტუნს და
პლუტონს (ურანი – აღმოაჩინეს 1781 წელს. ნეპტუნი – 1846 წელს, ხოლო ჯუჯა პლანეტა პლუტონი – 1930) !!!
ქალაქ ტეოტიუაკანზე, მის აგებულებასა და მდებარეობაზე, ნებისმიერი
სახელმძღვანელო ან ვებ საიტი დაწვრილებით გიამბობთ და აქედან გამომდინარე
ვფიქრობ ზედმეტი იქნება მსგავსი ინფორმაციის მოწოდება. „ღმერთების ქალაქის"
რეალური წარსული დღესდღეობით გაურკვეველია. უცნობია თუ ვინ იყვნენ
ტეოტიუაკანელები და საიდან მოვიდნენ ისინი. ერთ დროს მიტოვებული ქალაქი
ოდესღაც მესოამერიკელმა ტომებმა მიითვისეს და ხშირად ქალაქის მშენებლობა
მათაც კი მიეწერებოდათ. უახლესმა ფაქტებმა, რომლებიც ტეოტიუაკანში
სხვადასხვა ექსპედიციებმა აღმოაჩინეს, სრულიად შეცვალა ისტორია და
ასეულობით კითხვა გააჩინა ისედაც ამოუცნობ ქალაქზე, რომელიც ერთ დროს
ამერიკის კონტინენტის მეტროპოლს წარმოადგენდა.
გარდა ასტრონომიისა, როგორც ჩანს ქალაქის დამაარსებლები, გეომეტრიითაც
უნდა ყოფილიყვნენ „გატაცებული", რადგან დედამიწის ზურგზე ასობით ადგილს
შეხვდებით, სადაც მსგავსი გათვლების საერთო ხელწერა შეიმჩნევა.
მეტად საინტერესო ფენომენს გვთავაზობს ტეოტიუაკანის მკვდრების გზა,
რომელიც ჩრდილოეთის უკიდურეს ბოლოსთან 15 გრადუსით აღმოსავლეთისაკენ
უხვევს. ერთი შეხედვთ ჩვეულებრივი მოვლენა – გაგრძელების შემთხვევაში, გზა
გრენლანდიას გადაკვეთს, რაც სავსებით შესაძლებელია შემთხვევითობას
მივაწეროთ, მაგრამ არა ტეოტიუაკანში. როგორც ვიცით, ადრეულ წარსულში,
დიდი კატასტროფის დროს, ჩრდილოეთ პოლუსი, ვიდრე მდებარეობას
შეიცვლიდა, სწორედ გრენლანდიის თავზე იმყოფებოდა. გზა, აშკარაა რომ
ჩრდილოეთ პოლუსისკენ არის მიმართული და 15 გრადუსიანი გადახვევაც
სწორედ ამაზე მეტყველებს. ქალაქის აშენები პერიოდში, პოლუსი ჯერ კიდევ
გრენლანდიასთან მდებარეობდა. აქედან თამამდ შეიძლება დავასკვნათ, რომ
„ღმერთების ქალაქი" წარღვნამდეა აშენებული.
არქეოლოგიური გათხრებისას, ტეოტიუაკანის ტაძარში სენსაციური აღმოცენა
გაკეთდა, რასაც წესით და რიგით მეცნიერების გამოღვიძება უნდა მოჰყოლოდა,
მაგრამ უშედეგოდ. წარმოიდგინეთ მიწისქვეშა სათავსი, რომელიც ორმაგი ქვის
ფენით არის გადახურული. ქვის შრეებს შორის, ყველას გასაკვირად აღმოჩნდა
ქარსის (ქარსი – (იგივე ალუმინოსილიკატი) რუს. Слюды, გერმ. Glimmer, ინგლ. Mica,)
ფენა. ეს მასალა დღევანდელ დღეს საიზოლაციოდ ანდაც რაიმეს მაღალი
ტემპერატურისაგან დასაცავად გამოიყენება. ლაბორატურიულმა ანალიზებმა
დაადასტურა, რომ მეტად იშვიათი სახეობის ქარსი, მოპოვებული და
ჩამოტანილია ბრაზილიიდან.
აღსანიშნავია, რომ ქარსით ნებისმიერ ობიექტის 550 გრადუსი სიცხისგან დაცვა
შეიძლება, ხოლო მისსი დნობის ტემპერტურა 1250 გრადუსია. დამეთანხმებით
ალბათ, რომ მეტად უცნაური აღმოჩენაა. უცნაურია არა იმიტომ,რომ ძველმა
ხალხმა ქარსის გამოყენება და მისი დანიშნულება იცოდა, არამედ გამოყენების
მიზანია წარმოუდგენელი. რამ აიძულა ტეოტიუაკანის მაცხოვრებლები, მსგავსი
სათავსი შეექმნათ? შესაძლებელია რაიმე ელექტრო ხელსაწყოები ყოფილიყო
ქარსისგან დაცული? სავსებით დასაშვებია, რომ იზოლირებულ შენობაში, ელვისა
და მეხისგან დაცული იარაღი ინახებოდა. სავარაუდოდ, ნებისმიერი პასუხი
ქარსიან სათავსებთან დაკავშირებით ღიად დარჩება, მაგრამ ფაქტი ერთია -
ოდესღაც, იზოლირებულ ადგილას ინახებოდა ჩვენთვის უცნობი ხელსაწყოები
ანდაც რაიმე საგნები, რომლებსაც გარესამყაროსგან დაცვა სჭირდებოდა.
ტეოტიუაკანში მრავალი დაცული ადგილია, სადაც სამწუხაროდ ჩვეულებრივი
მნახველი ვერასოდეს მოხვდება. ხშირად ეს ხვედრი არქეოლოგების ყველა
ჯგუფსაც არ ხვდება წილად. „აკრძალულ ადგილებში" მოხვედრილი ადამიანი
მრავლად ხვდება ქალაქში ერთდროს მცხოვრები ცივილიზავიის უცნაურ კვალს
პირამიდებს აშკარად ეტყობა თანამედროვე რესტავრაციის ხელი. მიუხედავად
ამისა, ქალაქის მიდამოებში, მახვილი თვალი აქაიქ მაინც შეამჩნევს მიმობნეულ
ქვებს
ხშირად, შესრულებული სამუშაოს ადგილას, გამოყენებული ინსტრუმენტების
კვალი რჩება. ფოტოზე ხედავთ გრანიტის ქვაზე დატოვებულ ნაპრალს, რომელიც
აშკარად ხელოვნური წარმომავლობისაა.
ამერიკის კონტინენტზე, გრანდიოზულ შენობებთან ერთად, მრავალი
არტეფაქტია აღმოჩენილი რომელიც ასევე ეწინააღმდეგება წარსულის ჩვენთვის
ცნობილ სურათს. გაურკვეველი ტექნოლოგიებით შესრულებული ნამუშევრებს,
როგორც ჩანს ინდიელები ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად იყენებდნენ. მათ
ყოფაცხოვრებაში, უდიდეს როლს თამაშობდა „ქვის ხანის შევ ოქროდ" წოდებული
ვულკანური ქვა ობსიდიანი, რომელიც დიდი გამძლეობით გამოირჩევა.
ტექნიკური მიზეზების გამო, ობსიდიანის, ქვის იარაღებით დამუშავება მეტად
პრიმიტუილ დონეზე ხდებოდა, ხოლო ის რაც შემდეგ ფოტოებზეა გამოსახული,
ნამდვილად ხელოვნების სამაგალითო ნიმუშს წარმოადგენს.
დააკვირდით ჭურჭელს, რომელზეც წარმოუდგენელი სიზუსტით არის
იდეალური ფორმები მიღწეული. ობსიდიანისგან, ქვის, ანდაც მეტალის
იარაღებით ამ წარმოუდგენელი შედეგის გამეორება დღევანდელ დღესაც კი
შეუძლებელია. უბრალოდ გამორიცხულია ფოტოზე აღბეჭდილი ჭურჭელი
ხელით ნამუშევარს წარმოადგენდეს, რადგან გარკვეული დანადგარის გარეშე
მსგავსი ფორმების მიღების შანსი ნულის ტოლია. რა გასაკვირია, რომ ასეთი
უნიკალური აღმოჩენების შესახებ მხოლოდ ერთეულებმა თუ იციან -
„მეცნიერებას (ხომ) ამაზე პასუხი არ აქვს."
ახლა კი ვფიქრობ, დროა წარმოგიდგინოთ ის იდუმალი არსებები, რომლებმაც
დედამიწაზე უამრავი მეგალითური ნაგებობა შექმნეს, რასაც რატომღაც
პრეისტორიულ უსუსურ ადამიანს მიაწერენ.
ღმერთები, რომლებმაც ტეოტიუაკანი და პალენკე ააშენეს? (პალენკე)
ნახატი გუატემალას ტერიტორიაზეა ნაპოვნი და შესაძლებელია თვითმხილველმა
ის არსებები აღბეჭდა, როლებიც ერთ დროს ქალაქების მშენებლობით იყვნენ
დაკავებული. უცნაური იარაღები ალბათ სწორეს ის ამოუცნობი იარაღებია,
რომლითაც გრანიტის და დიორიტის ქვები იჭრებოდა. ასევე განვითარებულ
ტექნოლოგიაზე მიგვითითებს სახის დამცავი მუზარადები, რაც მშენებლებს ქვის
ასხლეტილი ნაწილებისგან იცავდა. ვფიქრობ, ფოტო რომელიც თქვენს წინაშეა, იმ
კითხვების გარკვეულ ნაწილს მაინც სცემს პასუხს, რომლებიც მეგალითური
შენობების გარშემო იბადება. უკანასკნელი ფოტო, ამ დროისთვის ჩემს ხელთ
არსებული ერთადერთი დოკუმენტია, სადაც უცნაურ არსებებთან ერთად, ერთ
ერთ იმ იარაღთაგანს ვხედავთ, რომელიც რამოდენიმე შორეულ წარსულში
მშენებლობაში გამოიყენებოდა.
როგორც უკვე ვახსენე, მესოამერიკული კულტურა, მეტად დაწვრილებით და
უზუსტეს ინფორმაციებს გვაწვდის წარსულში განვითარებული მოვლენების
შესახებ, მაგრამ დედამიწაზე არსებობს კიდევ ერთი, 3 კვადრატული კილომეტრის
მოცულობის ადგილი, რომელიც ჩემის აზრით, ბევრად მეტ ფიზიკურად არსებულ
დამადასტურებელ მასალას ინახავს, ვიდრე ცენტრალური ამერიკის რამოდენიმე
ქვეყანა ერთად.
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 755 | დაამატა: Capitan | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
Block title
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz