პარასკევი, 2024-12-27, 9:51 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » 2012 » აპრილი » 3 » იდუმალი გაუჩინარება
8:04 PM
იდუმალი გაუჩინარება


1943 წელს ა.შ.შ-ს საზღვაო ძალებმა მოინდომეს, რომ შეექმნათ საზღვაო ხომალდი, რომელიც მოწინააღმდეგეების რადარებისთვის უჩინარი იქნებოდა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ხომალდი “ელდრიჯი”, რომელსაც საფუძვლად აინშტაინის გათვლები ედო, გამომცდელებმა ხომალდზე დააყენეს სპეციალური რადარები და გადაწყვიტეს, რომ გემი გაეტესტათ. გამოცდამ წარმატებით ჩაიარა…გემი გაქრა, ოღონდ არა მხოლოდ რადარებისთვის…. გემი საერთოდ გაქრა, უხილავი გახდა…. გარკვეული დროის შემდეგ, ელდრიჯი სხვა ადგილას იპოვეს, ნახევრად მკვდარი და ნახევრად შეშლილი ეკიპაჟით.



ეს ამბავი მაშინვე არ გახმაურდა…. და დღეს მე რომ ამ გემის შესახებ ვწერ ასტროფიზიკოსი მორის ჯესუპის დამსახურებაა. 1956 წელს მან გამოსცა ნაშრომი დროსა და სივრცეში მოგზაურობის შესახებ. სწორედ ამ ნაშრომს გამოეხმაურა კ. ალენდე, რომელიც მატკიცებდა, რომ ხომალდ “ენდრიუ ფიურესეტზე” მსახურობდა. “ენდრიუ ფიურესეტიც” ზემოთხსენებული ექსპერიმენტის მონაწილე იყო. მისი მტკიცებით, მან თავის თვალით ნახა, როგორ გაუჩინარდა “ელდრიჯი” ნისლში, მაგრამ ამის სედეგად არანაკლებ საინტერესო ამბები მოხდა. როგორც გითხარით ელდრიჯი ისევ გაჩნდა, ხოლო გადარჩენილ ეკიპაჟს უცნაური ანომალიები დაეწყოთ: ჯერ იყო და 2 მეზღვაური თავისით აალდა და 18 დღე იწვოდა, ისე რომ ვერავინ შეძლო ცეცხლის ჩაქრობა და შემდეგ ერთი მატროსი საკუთარი სახლის კედელში გაუჩინარდა, საკუთარი ოჯახის თვალწინ. ეს ყველაფერი ჯესუპიმ მოიძია და ბოლოს საკუთარი აზრი ჩამოაყალიბა ამის შესახებ: “ექსპერიმენტი ძალიან საინტერესო და იმავდროულად ძალიან საშიშია. დიდ ზეგავლენას ახდენს მონაწილე სუბიექტებზე. ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ მაგნიტური გენერატორები, რომლებიც მუშაობდნენ რეზონანსულ სიხშირეებზე და ქმნიდნენ საშინელ ველს ხომალდის გარშემო. სწორედ ამან განაპირობა ჩვენი განზომილებიდან დროებითი ამოვარდნა და შეიძლება შეფასდეს როგორც სივრცითი გარღვევა, თუ პროცესი კონტროლს დაექვემდებარება.” მაგრამ თუკი ამ ამბის გამოძიება საჭირო იყო, განა თავის დროზე არ გამოიძიებდნენ? ამას ვერ მიხვდა ჯესუპი, რომელმაც როგორც ჩანს საკმაოდ ბევრი რამ შეიტყო ამ ექსპერიმენტის შესახებ და დაისაჯა კიდეც… იგი მოკლული იპოვეს. სამხედრო საზღვაო ძალები კატეგორიულად უარყოფდა ამ ექსპერიმენტის ჩატარებას, მაგრამ დროთა განმავლობაში მოწმეები გამოჩნდნენ, რომლებსაც ნანახი ჰყავდათ ეს გემი, ასევე ცნობილი გახდა აინშტაინის მიერ შესრულებული გამოთვლების შავი ჩანაწერები, საგაზეთო სტატიები სადაც აღწერილი იყო, როგორ გადნა ეკიპაჟის ორი გადარჩენილი წევრი ყველას თვალწინ.



ეს ამბავი დღესაც არ არის ბოლომდე გახსნილი და დღესაც უდიდეს ინტერესს იწვევს. ამერიკელი ინჟინერ-ელექტრიკოსი ადამ სკილინგი ყვება: “1990 წელს ჩემმა ფლორიდელმა მეგობარმა მარგარეტ სენდისმა მე და ჩვენი საერთო მეგობრები დაგვპატიჟა ექიმ კარლ ლაისლერთან, რათა განგვეხილა ექსპერიმენტის ზოგიერთი დეტალი. ლაისლერი ფიზიკოსია, რომელიც მუშაობდა 1943 წელს აღნიშნულ პროექტზე. მისი თქმით, გემზე დაყენებული გენერატორები იმ რაოდენობის ენერგიით იკვებებოდა, რაც საშუალო ზომის ქალაქის განათებას სავსებით ეყოფოდა. ექსპერიმენტის იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ ძლიერ ელექტრომაგნიტურ ველს უნდა შეესრულებინა ეკრანის ფუნქცია რადარის ტალღებისთვის. ლაისლერი ნაპირზე იმყოფებოდა და აკონტროლებდა ექსპერიმენტის მსვლელობას. როცა მაგნერტონი ამუშავდა, ხომალდი გაქრა. გარკვეული დროის შემდეგ ისევ გაჩნდა, მაგრამ ეკიპაჟის დიდი ნაწილი გარდაცვლილი იყო. ზოგიერთი გვამი გარდაიქმნა იმ ტიპის მეტალად, რომლისგანაც ხომალდი იყო დამზადებული. ამბის მოყოლისას იგრძნობოდა, რომ დაინვალიდებული ლაისერი ამ დრომდე გრძნობდა სინდისის ქენჯნას გარდაცვლილ მეზღვაურთა გამო. ლაისერი და ექსპერიმენტის მონაწილე მისი კოლეგები ვარაუდობენ, რომ მათ გაგზავნეს ხომალდი სხვა დროში. ამ დროს ხომალდი დაიშალა მოლეკულებად და როცა დაიწყო უკუპროცესი, ადამიანის ორგანული მოლეკულების ნაწილი შეიცვალა მეტალის ატომებით.”
კატეგორია: მისტიკა | ნანახია: 1095 | დაამატა: Capitan | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 davit  
0
martla zaaan magaria ,saintereso

სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
Block title
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz