ჰრუშიცას ტყე (სლოვენურიდან ქართულად მსხალნარი) მდებარეობს კირ-ქვოვან პლატოზე და სლოვენიის ალპების სამხრეთაღმოსავლეთით უკავია დაახლოებით 100 კმ². ეს მხარე ლამის ბოლო დრომდე წარმოადგენდა ალპების აღმოსავლეთით მდებარე უმნიშვნელოვანეს უღელტეხილს იტალიის საზღვართან. სახელის შესახებ
ტოპონიმი "მსხალნარი" ანტიკური ხანიდან მოსდევს ამ ტყეს და უკავშირდება ისტორიულად არსებულ ერთ–ერთ სადგურს, რომელიც მაშინ უღელტეხილზე მდებარეობდა თურმე: ამ სადგურს ლათინური სახელი – "Ad Pirum" ერქვა, რაც ქართულად ითარგმნება, როგორც "მსხლის ხესთან". სლოვენური (სლოვენურად hruška [ჰრუშკა] = მსხალი) და იტალიური (იტალიურად Selva di Piro [მსხლის ტყე]) სახელებიც ლათინურიდანაა წარმომდგარი. დაუდგენელია მხოლოდ ერთი რამ, მსხლის მხოლოდ ერთ ხეს უკავშირდება ეს სახელი, თუ მართლა მთელ მსხალნარს.
სხვა ინტერპრეტაციით, ეს ტოპონიმი ძველბერძნული ფუძის სიტყვისაგან – "პირ" (ცეცხლი) უნდა წამომდგარიყო, რადგან ცეცხლს ამ მიდამოებში ინფორმაციის გაცვლის მიზნითაც – დისტანციიდან რაიმეს მისანიშნებლად, ან შესატყობინებლად გამოიყენებდნენ თურმე ადგილობრივები. აქაური მცხოვრებლები ამ მიდამოს პირპამის ტყესაც (ქართ. ≈ ცეცხლიანა) უწოდებდნენ ერთხანს. არც ისაა გამოსარიცხი, რომ დროთა განმავლობაში ფონეტიკურად მსგავსი (ლათინურ-იტალიური) "პირო"სა და (ბერძნული) "პირ"ის ჟღერადობრივი აღრევა მომხდარიყო ერთმანეთში.
|