პარასკევი, 2024-12-27, 10:20 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 14 » ჰონგკონგი
8:25 PM
ჰონგკონგი

ჰონგკონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (ტრად. ჩინ.: 中華人民共和國香港特別行政區; გამარტ. ჩინ.: 中华人民共和国香港特别行政区) — ჩინეთის ავტონომიური ერთეული, დიდი ბრიტანეთის ყოფილი კოლონია სამხრეთ-ჩინეთის ზღვის სანაპიროზე. ადრე ჩინეთის ნაწილი იყო, 1841 წელს დაიკავა ინგლისმა. 1941-45 წლებში ოკუპირებულ იყო იაპონიის მიერ.

ჰონკონგი მსოფლიოს ყველაზე ლიბერალური ეკონომიკის ქალაქი და ფინანსებისა და ვაჭრობის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ცენტრია. ყოფილი ბრიტანეთის კოლონია ამჟამად ჩინეთის ადმინისტრაციის ქვეშ იმყოფება "ერთი ქვეყანა, ორი სისტემა" პოლიტიკური შეთანხმებით და მას შედარებით უფრო მაღალი დონის ავტონომია აქვს ჩინეთის სხვა რეგიონებთან შედარებით. მაგ. ის ინარჩუნებს საკუთარ ლეგალურ სისტემას, ფულად ერთეულს, საბაჟოს, საერთაშორისო ხელშეკრულებების მოლაპარაკების უფლებას და საიმიგრაციო კანონებს. მას საკუთარი საგზაო წესებიც კი აქვს - ტრანსპორტის მოძრაობა ბრიტანულ ყაიდაზე კვლავაც მარცხენა მხარესაა. ეროვნული თავდაცვისა და დიმპლომატიური ურთიერთობების უფლება-მოვალეობები გადაცემული აქვს პეკინის ცენტრალურ მთავრობას.

მიუხედავად ბრიტანეთის კანონებიდან ჩინეთისაზე გადასვლისა, რეგიონის ინგლისური სახელი ჰონ-კონგი ისევ ძალაში რჩება (კანტონური ვარიანტი), ხიანგანგის ნაცვლად (მანდარინის ექვივალენტი).

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 775 | დაამატა: xuco | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
Block title
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz