შაბათი, 2024-12-28, 1:42 AM მოგესალმები სტუმარი | RSS
"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 22 » ჰერაკლიუმის ბრძოლა
8:56 PM ჰერაკლიუმის ბრძოლა |
იროსი დაბანაკდა პანდოსიუმსა და ჰერაკლიუმს შორის, რომაელთა ბანაკის მახლობლად. პიროსმა ღამით დაზვერა რომაელთა ბანაკი და როდესაც ნახა თუ რა წესრიგი სუფევდა იქ გადაწყვიტა დალოდებოდა მოკავშირეებს და მხოლოდ შემდეგ დაეწო ბრძოლა, მაგრამ რომაელებმა არ აცალეს მას და მალევე გადმოკვეთეს მდინარე.
რომაელებსა და ბერძნებს შორის გაიმართა ბრძოლა, პიროსი გამოირჩეოდა თავისი სამოსით და იარაღით, იგი ყველგან ასწრებდა მისვლას და ხელმძღვანელობდა ბრძოლას. ბრძოლის დროს ერთერთი იტალიელი დაედევნა პიროს და სცადა მისი მოკვლა, მაგრამ დროულად იქნა შემჩნეული ბერძნების მიერ და მოკლული. ამის შემდეგ პიროსმა თავის მიახლოვებულ პირს მეგაკლოსს გაუცვალა ტანსაცმელი და იარაღი, თვითონ კი შეუტია რომაელებს.
რომაელებსა და ბერძნებს შორის სასტიკი ბრძოლა გაიმართა, ამბობდნენ რომ მათ ერთმანეთს შვიდჯერ დაახევინეს უკან. იარაღის გაცვლამ კი კინაღამ დაღუპა პიროსი. რომაელები გაეკიდნენ მეგაკლოსს და მოკლეს იგი. პიროსის მუზარადი ხელიდან ხელში გადადიოდა, რომაელებმა ხმამაღალი ყვირილით აღნიშნეს მეფის სიკვდილი, ბერძნები კი დაითრგუნნენ. პიროსს მოუწია მეომართა რიგებში გავლა რათა მათ დაეჯერებინათ რომ იგი ცოცხალია.
ასე პიროსმა შეძლო მდგომარეობის გამოსწორება. ბრძოლის ბოლოს რომაელები შეავიწროვეს სპილოებმა. რომაელებს არ ყავდათ მანამდე ნანახი ეს ცხოველები და უცნობმა ცხოველებმა ისინი ძალიან შეაშინა, ცხენები კი სპილოების დანახვისას გიჟებივით გარბოდნენ და აღარ ემორჩილებოდნენ მხედრებს. პიროსი თესალიელ მხედრებთან ერთად თავს დაესხა არეულ რომაულ ჯარს და გააქცია ისინი.
იერონიმეს ცნობებით რომაელებმა დაკარგეს 7 000 მეომარი და ბერძნებმა 4 000, ხოლო დიონისეს ცნობებით რომაელებმა დაკარგეს თითქმის 15 000, ხოლო ბერძნებმა 30 000. ისტორიკოსების მიერ იერონიმეს ცნობები უფრო სანდოა.
|
კატეგორია: საინტერესო ამბავი |
ნანახია: 827 |
დაამატა: Capitan
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|