პარასკევი, 2024-12-27, 11:26 AM მოგესალმები სტუმარი | RSS
"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 3 » ჰარი პოტერი - ხუმრობები
5:45 PM ჰარი პოტერი - ხუმრობები |
ანეკდოტების დიდი არქივი ჰარი პოტერის თემაზე:)
როცა სნეიპმა გარისკა და თავი დაიბანა, აღმოჩნდა რომ ის ქერა ყოფილა
ჰარი ეკითხება ჰერმიონას: - ჰერმიონა, რას ნიშნავს “ორმაგი გრძნობა”? - მმმ.. ორმაგი გრძნობაა ჰარი, როცა ხედავ რომ აბრიჯი მოახტება შენს “ელვას” და მთელი სისწრაფით შეეჯახება მტარვალ ტირიფს…
- “მომაშორე ძაღლი! უკვე ტილები ამაცოცდნენ!” – ყვირის სნეიპი - “სირიუს, გამოეცალე სნეიპს, მას ტილები ჰყავს” – წყნარად ამბობს ჰარი
- “იცი ჰარი, მე მგონი გენიოსი ვარ!” – ამბობს რონი - “საიდან მოიტანე?” - - “ვიყიდე კონსტრუქტორი და ერთ თვეში ავაწყე, ყუთზე კი ეწერა “3-დან 5 წლამდეო”
ჰაგრიდი, ჰარი და რონი ნადირობენ. ჰაგრიდმა ყური დაადო მიწას და ამბობს: - “ცოტა ხნის წინ აქ ბიზონებმა გაიარეს” - - “საიდან მიხვდი?” – აღტაცებით კითხულობენ ჰარი და რონი. - “ვერ ხედავთ მთელი ყური ბიზონის ნეხვში მაქვს ამოსვრილი… ჯერ კიდევ თბილია…” -
ჰერმიონა შედის ზოომაღაზიაში და გამყიდველს ღიმილით მიმართავს: - “თაგვის ყიდვა მინდა” - - “ნაცრისფერი, ნაღვლიანი თაგუნია გირჩევნია, თუ თეთრი, მხიარული წრუწუნა?” – ეკითხება გამყიდველი - “ჩემი კატისათვის რა მნიშვნელობა აქვს?” – ღიმითვე კითხვაზე კითხვით პასუხობს ჰერმიონი
მიდის ჰარი აკრძალულ ტყეში. ხედავს კენტავრი ორმოში ჩავარდნილა, ბევრი ეცადა მაგრამ ვერ ამოიყვანა. სამაგიეროდ ორმო ამოავსო რათა სხვა კენტავრები არ ჩავარდნილიყვნენ…
ტომ რიდლი სლანგჰორნს: - “პროფესორო მომიყევით რამე ჰორკრუქსებზე” - - “ტომ, ტომ, ტომ და ჯადოსნური სიტყვა?” - - “AVADA KEDAVRA!” -
გაკვეთილზე ჰერმიონი ხელს იწევს და ყვირის: - “პროფესორო მე ვიცი! მე ვიცი!” - - “კი მაგრამ მის გრეინჯერ ეს კითხვა თქვენ თვითონ დასვით…” – პასუხობს პროფესორი მაკგონაგელი
ჰარი პოტერი ვოლდემორთან მივიდა: - “მინდა “სიკვდილის მხვრელი” გავხდე!” - “ავადა კედავრა! აჰა მიირთვი, გაამოს!”
ლუციუს მალფოი მიდის სახლში და ხედავს ცოლსა და მაკნერს საკუთარ საწოლში… - “ნარცისა შეიძლება ორი სიტყვა გითხრა?” - “კი, რასაკვირველია” - “AVADA KEDAVRA”
დადლი და ვერნინი მისეირნობენ, ვერნონმა პივა იყიდა და სვამს.. დადლი: - “მამა, ნაყინი იყიდე” - “შენ რა შვილო გამოშტერდი??? ვის გაუგია პივა და ნაყინი ერთად?!?!”
შხამ-წამლების გაკვეთილზე: - “პოტერ ნუ ტრიალებთ თორე მეორე ფეხსაც მიგილურსმნავთ იატაკზე!”
ლუციუსი ეკითხება ვოლდემორტს: - ბატონო ჩემო, დღეს საღამოს რა გეგმები გვაქვს? - როგორ თუ რა გეგმები გვაქვს ბრიყვო!! როგორც ყოველთვის, დღესაც ვეცდებით მსოფლიო დავიპყროთ!!!! – დიადი პათოსით და აღტკინებით პასუხობს ლორდი. - ააა, მაშინ ხოო…
მაკგონაგალი აცხადებს სამასწავლებლოში: - კოლეგებო და უბრალოდ მეგობრებო!! ხვალ დიდი დღეა.. ტრანსფიგურაციის საერთაშორისო დღე.. ამასთან დაკავშირებით მაქვს რამოდენიმე თხოვნა თქვენთან.. დობი, შენ და სხვა ელფებმა მოხარშეთ საასალწლო კერძები; სევერუს, მოხარშე ცოტაოდენი ეიფორია, შენ კი ჰაგრიდ, იქნებ გადახარშო როგორმე ფაქტი რომ საერთო დარბაზში ფლობერჭიების მოშენება არ შეიძლება!!!
კრაბი გოილს: - ნუ მიჩვენებ ენას, ავად გახდები! - რით? - ყბის მონგრევით და ტვინის შერყევით! (თუ არ გაგეცინათ, გირჩევთ რუსულ ვარიანტში წაიკითხოთ 01.gif )
ზის სნეიპი კაბინეტში. ისმის კაკუნი და შემოდის მალფოი, უკან კი პოტერი მოჰყვება, ორივეს ყავის ფინჯნები უჭირავს… სნეიპი, დაღლილი ხმით: – დრაკო, რამდენჯერ გითხარი, სასიყვარულო ელექსირზე იმუნიტეტი მაქვს! პოტერ, შხამებზეც!!!
ჰარი დილით იღვიძებს საშინელი თავის ტკივილით. - რა ხდება? ნუთუ ვოლდემორტი დაბრუნდა? ისმის ჯინის გაბრაზებული ხმა: - ვოლდემორტი კი არა წუხელ რონის წვეულებაზე ვიყავით და გაილეშე უგონოდ..
დამლდორი რეკავს აურორთა სამძებრო განყოფილებაში - გამარჯობათ!.. იცით ჰარი პოტერი დაიკარგა… - კარგი, კარგი.. ნუ ნერვიულობთ ბატონო.. ვიპოვით მაგ თქვენს ჰარი პოტერს!! რაიმე განმასხვავებელი ნიშნები თუ აქვს?
შხამ-წამლების გაკვეთილი: - პოტერ, გაკვეთილების შემდეგ დარჩებით და ყველა ქვაბს გარეცხავთ! - კი მაგრამ რატომ პროფესორო? მე ხომ არაფერი დამიშავებია? - თქვენ გაკვეთილზე პირველი მოხვედით! - კი მაგრამ ვინმე ხომ უნდა მოსულიყო პირველი? - და ვინმემ ხომ უნდა გარეცხოს ქვაბები?
პროფესორ გრაბლი-დერგს (ჰაგრიდის შემცვლელი) მიჰყავს მოსწავლეები მარტორქების (ქართულად ასეა ნათარგმნი?) საჯინიბოში. - ასე.. ახლა ბიჭები დარჩებით აქ.. გოგონებო მოდით ახლოს და ეცადეთ მოეფეროთ.. მათ ქალის ხელი ურჩევნიათ.. - დაა.. პროფესორო რითი იკვებებიან? – ისმის ბიჭების ჯგუფიდან.. - შენ რა, დაყრუვდი ტომას? გითხარი ქალის ხელი ურჩევინათთქო..
სნეიპთან მორიგი კამათის შემდეგ ჰარი ფიქრობს თავისთვის, “უკვე მერამდენედ მეუფლება შეგრძნება რომ სნეიპი ჩემს აზრებს კითხულობს..” - ნუ ვინ მოგახსენათ მსგავსი სისულელე, პოტერ? – ჩაილაპარაკა სნეიპმა..
ანეკდოტი-გამოცანა ჰერმიონას შეეძინა ბავშვი, რომელსაც აქვს მწვანე თვალები წითელი გარსით, თმა ძალიან ქერა, სახეზე ჭორფლი აყრია და აქვს დიდი მოკაუჭებული ცხვირი, წონა – 6 კგ, მოზრდილი თეთრი წვერიც აქვს, თითებზე კი მგლის ბრჭყალები. ყურადღება!!! კითხვა: ვინ უნდა გადაუხადოს ალიმენტი ჰერმიონას???
გაცხარებული ჩხუბის დროს ჰარი უყვირის ჩოს: - როგორ შეგიძლია იფიქრო რომ შენს შემდეგ სხვა გოგო შემიყვარდება? ახლა ყველა მათგანი ჭირის დღესავით მძულს!!!!
- როცა სევერუს სნეიპს 8 წელი შეუსრულდა, მშობლებმა დაუჩოქეს და თხოვეს გაპარულიყო სახლიდან…
შხამ-წამლების პირველ გაკვეთილზე.. - ჩემთან არსებობს ორი პრინციპული წესი.. პირველი: მე მიყვარს სისუფთავე.. ყველამ გაიწმინდეთ ფეხი შემოსასვლელში დაგებულ ნოხზე? – კითხულობს მრისხანე ხმით სნეიპი. - დიახ, სერ! – პასუხობს კლასი ერთხმად.. - მეორე: მე კიდევ უფრო მიყვარს სიმართლე.. შემოსასვლელში არავითარი ნოხი არაააა!!!!!
ჰარი მიდის საბუეში და იძახის: - ჰედვიგ! ბუკლია! იადვიგა!!! მოდის მალფოი და გველურად ეუბნება: - რაო პოტერ!! ერთი ბუ ვეღარ აუდის შენს სასიყვარულო წერილებს? - არა.. პროსტა სხვადასხვა თარგმანია რა!
საშობაო წვეულებაზე ერთ-ერთი სლიზერინელი ეკითხება ჰერმიონას: - ცეკვავ? - დიახ, რამე მოხდა? - მადლობა მერლინს, მე მეგონა დენმა დაგარტყა!
შაბათი დილა. ჰარი, რონი და ჰერმიონა შეხვდებიან ერთმანეთს გრიფინდორის საერთო ოთახში. ჰარი კითხულობს: - დღეს რა გეგმები გვაქვს? ჰაგრიდთან ხომ არ წავსულიყავით? - მგონი აჯობებს ჰოგსმიდში წავიდეთ.. გავერთობით მაინც.. – ამბობს რონი.. - თქვენ ხომ არ გადაირიეთ?! სნეიპის დავალებას ვინ დაწერს? – აღფოთდება ჰერმი.. - მოდი ასე მოვიქცეთ.. მე გალეონს ავაგდებ, მამალი ამოვა – მივდივართ ჰაგრიდთან, დედალი – ჰოგსმიდში.. ხოლო თუ მონეტა ჰაერში გაჩერდება ვაკეთებთ სნეიპის დავალებას.. – ამბობს ჰარი. ააგდებს მონეტას და გალეონი გამოეკიდება ჰაერში.. გამწარებული რონი უყვირის პირველკურსელებს: - აე ლაწირაკებო!! რამდენჯერ გითხარით აქ ნუ მეცადინეობთ ლევიტაციაშითქო!!!!
ხონის კლინიკა.. ექიმი ესაუბრება პაციენტს. - ავთანდილ ბესარიონოვიჩ… ემმმ.. ჰარი, რატომ ფიქრობთ რომ ჯადოქარი ხართ? - ჰაგრიდმა მითხრა და…. - არაფერი მე არ მითქვამს მაგისთვის.. – ისმის მეზობელი პალატიდან..
ჰარი აკრძალული ტყიდან ბრუნდება და რონს ეუბნება: - პროფესორ სნეიპისთვის სოკო დავკრიფე. - ვაითუ შხამიანია? - რას ნიშნავს “ვაითუ”?
ისევ ხონის ფსიქიატრიული კლინიკა. ექიმი ეკითხება პაციენტს. - ე.ი. თქვენ გინდათ თქვათ რომ ჰარი პოტერი ბრძანდებით, ბიჭი რომელიც გადარჩა, და ცხოვრობთ დიდ ბრიტანეთში.. მაშ როგორ ახსნით იმას რომ ახლა საქართველოში ხართ? - რა ახსნა უნდა.. ჩავალ ლონდონში და გავხეთქავ ტყუპებს ცემაში… ამოვიდა ყელში მათი სივრცითი პრიკოლები!!!
სნეიპი მიწისქვეშეთშია და რეცხავს კოლბებს და სინჯარებს. შემოდის დამბლდორი. - სევერუს, რას აკეთებთ? დიდ დარბაზში გელოდებიან; ნევილს დაავალეთ დაამთავროს ამის რეცხვა. - უღრმესი მადლობა, მირჩევნია საკუთარი ხელით დავამტვრიო ყველაფერი! – გამოსცრა სნეიპმა.
საქველმოქმედო საღამოზე ლუციუს მალფოიმ სასტიკი უარი განაცხადა გადაერიცხა ჰოგვორტსის ფონდისთვის ფული, მაგრამ მთელი 150 ათასი გალეონი გადასცა აზკაბანის კეთილმოსაწყობად. - იცით, – განაცხადა მან მისანთან ინტერვიუში. – საეჭვოა ცხოვრების დარჩენილი წლები სკოლაში გავატარო…
რონი შედის ჰარისთან - ჰარი მასესხე რა გალეონი.. - და რამდენს დამიბრუნებ? - ორ გალეონს.. - კაი და ბედ რას დამიტოვებ? - ჩემს ჯადოსნურ ჯოხს.. რონი მისცმეს ჰარის ჯოხს,აიღებს გალეონს და გამოდის ბედნიერი.. - მოიცა რონ! (დაეწევა ჰარი გასასვლელთან) მე ხომ ვიცი რომ შენ ორი გალეონის ერთად მოცემა გაგიჭირდება.. ჰოდა მოდი ერთი ახლავე მომე.. რონი მიცემს გალეონს და გააგრძელებს გზას.. თან ფიქრობს თავისთვის: - ფუ რა ბედი მაქვს!! არც გალეონი დამრჩა… არც ჯოხი… პლიუს გალეონი ვალი მაქვს… და ყველაზე უარესი – ყველაფერი სამართლიანადაა!!!!
ჰარი მიფრინავს ჰიპოგრიფით, ვოლდემორტს გაურბის რაღა თქმა უნდა. ხოდა გადააგდო სავარცხელი და ამოვიდა უკან დიდი ტყე. ჰიპოგრიფი ეუბნება ხომ არ მოგვდევსო? კიო, ჰარი ეუბნება. მაშინ გადააგდე ეგ სირიუსის ნაჩუქარი სარკეო. გადააგდო ჰარიმ და გაჩნდა ტბა. ცოტა ხანში გაიხედა ჰარიმ, და კიდევ მოგვდევსო. ხოდა ჰიპოგრიფმა: გადააგდე ეგ ნაგავი, აყროლდა აქაურობაო..
ლუციუს მალფოისთან კამერაში შედის დემენტორი: - მეუღლე მოვიდა თქვენთან, მისტერ მალფოი! - არა, არა… ვაპროტესტებ… სასამართლოს განაჩენში ეგ სასჯელი არ ეწერა!!
“ცეცხლოვან თასში” თავისი სახელის ჩასაგდებად ჯადოქრები ტვინს იჭყლეტდნენ რაიმე შელოცვა მოეგონებინათ, რომ ასაკობრივ წრეში მოხვედრილყვნენ. ჩვეულებრივი მაგლი კი უბრალოდ შორიდან შეეცდებოდა ჩაეგდო.. 13.gif 13.gif 13.gif რას ნიშნავს რომ კალათბურთის აზრზე არ არიან ჯადოქრები..
ჰერმიონა შედის ბიბლიოთეკაში და კითხულობს: - თუ შეიძლება მომეცით წიგნი “გრიფინდორის გამარჯვებები ქვიდიჩის ჩემპიონატში”. იქვე მალფოი ჩაისისინებს: - ფანტასტიკა შენობის მეორე ბოლოშია გრეინჯერ!
” ფუ ამის დედაც..” – გამწარებით ჩაისისინა ნაგაინამ. – “აჰა, ვკვდები!” ” საიდან მოიტანე?” – კითხულობს ლორდი.. ” ენაზე ვიკბინე ამის..”
ფილჩის ჩანაწერები: მთელი წლის განმავლობაშ სლიზერინის სტუდენტი ვინსენტ კრაბი პროფესორებს აჩვენებდა შუა თითს.. ჩვენების სპონსორი აღმოჩნდა დრაკო მალფოი..
დამბლდორის ფიქრები: რა საინტერესოა.. თუკი მაგლებით სავსე ბიბლიოთეკაში მთელი ხმით იბღავლებ, ყველა შემოგხედავს როგორც დამთხვეულს.. თუ იგივეს თვითმფრინავში ჩაიდენ, ყველა აგყვება ეგრევე..
იდის ჰარი აკრძალულ ტყეში. ხედავს კენტავრი ორმოში ჩავარდნილა, ბევრი ეცადა მაგრამ ვერ ამოიყვანა. სამაგიეროდ ორმო ამოავსო რათა სხვა კენტავრები არ ჩავარდნილიყვნენ…
ჰარი და რონი სპილოებზე ნადირობენ, ერთ ერთი სპილო მათკენ გაექანა, აძვრნენ ხეზე და სხედან, სპილო არ მიდის, რონი: - “იქნებ ამ ხეზე ბუდე აქვს?” - “შენ სულ გამოშტერდი? სპილოები სოროში ცხოვრობენ…”
ჰარი მივიდა სამსახურის საძებნად: - “რა შეგიძლიათ?” - “შემიძლია მოვკლა ვოლდემორი” - “კიდევ?” - “შემიძლია არ მოვკლა ვოლდემორი”…
ჰარი წევს საავადმყოფო ფლიგელში: - “მადამ პომფრი როგორ ვარ?” - “არაფერია ხვალ გაგწერთ… ახლავე შევატყობინებ თქვენი კლუბის ხელმძღვანელს” - “არა, არ ღირს მაკგონაგელის შეწუხება…” - “როგორ თუ არ ღირს? აბა ცხედარს ვინ წაიღებს?”
მოდიან ჰარი და რონი.. გვერდზე ჩაუვლით ძაალიან ლამაზი გოგო.. რონი: - ნახეე.. გამიღიმა.. ჰარი: - რა გიკვირს მერე? მე მაგალითად პირველად რო დაგინახე ერთი საათი ვხარხარებდი…
- პენსი, შენთვის ვინმეს უთქვამს რომ ძალიან ლამაზი ხარ? - retgert.gif არა! - ვახ.. რა ნამუსიანია ეს ხალხი..
ჰერმიონი და რონი საუბრობენ… ჰერმიონი: ცხოვრებაშიც *ლე ხარ, ნათესაობაშიც *ლე ხარ, ცოლქმრობაშიც *ლე ხარ, მამაშვილობაშიც *ლე ხარ, საძმაკაცოშიც *ლე ხარ, უბანშიც *ლე ხარ, ჯადოქრობაშიც *ლე ხარ და მსოფლიო ჩემპიონატი რომ ჩატარდეს *ლეებს შორის მაინც მეორე ადგილზე გახვალ!! რონი:რატომ მეორეზე? ჰერმიონი: იმიტომ რომ *ლე ხარ!
გრიფინდორის საძინებელი. ნევილი: - რა უბედურებაა რეებს გვაჭმევენ.. იდეა მაქვს.. ღორი დავითრიოთ, ხორციც გვექნება, კალბასიც.. ჰარი: - კაი რა ღორი.. სიბინძურეა.. რონი (თვალს შეავლებს ოთახში გამეფებულ არეულობას) - არაუშავს კაცო.. მიეჩვევა..
დამბლდორის არმისს საიდუმლო შეკრება.. ახალგაზრდები ბჭობენ მაგიის სამინისტროში შეჭრასა და ფაჯის დიქტატურის დამხობის გეგმაზე.. ჰარი ცდილობს გაამახვილოს ყურადღება ოპერაციის დეტალებზე: - ასეთი მასშტაბური მიზნებისთვის ჩვენ დაგვჭირდება ბლომად ცოცხები და ჯადოსნური ჯოხები.. საუბარში ერევა ჰერმიონა (ეტყობა რო მაგლთმცოდნეობის ექსპერტია): - არა ჰარი, მასეთი შეიარაღება სულაც არაა საჭირო.. რევოლუციისთვის საკმარისია ვარდების ბუკეტი ან ნარინჯისფერი შარფები..
ჰარი და ჰერმიონა შედიან დაბლდორთან. - მეგობრებო! თქვენ გევალებათ გამოიძიოთ ერთი მეტად საიდუმლოებით მოცული საქმე (სახელად “რატომ არ იბანს თავს ზოგიერთი”). მზად ხართ გააკეთოთ ეს სრულიად ჰოგვარტსის გადასარჩენად? - მზად ვართ პროფესორო.. - მაშინ მიბრძანდით პროფესორ მაკგონაგალთან – ის გაგაცნობთ საქმის მასალებს. და რაც არ უნდა მოხდეს, გახსოვდეთ: Истина где-то там!!
ჰარი მოკალათდა ჰოგვარტს-ექპრესში. შუა გზაზე ხედავს, მატარებელი გადავიდა რელსებიდან, მივიდა ტყის პირამდე, და მობრუნდა ისევ რელსებზე.. გაოგნებული შედის მემანქანესთან: - დედა რა იყო ეს ა? - კაცი იდგა რელსებზე და.. - მერე უნდა მიგეჭლიტა იქვე!! - ჰოდა ტყესთან ძლივს დავეწიე..
განაწილების ცერემონიალი.. პატარა ტომ რიდლი დაიხურავს ქუდს. ქუდი კაი ხანს იფიქრებს და ბოლოს მორიდებით თავაზობს: - ეეემ… აზკაბანი?!
სნეიპის და პროფ. ვექტორის საუბარი: - პროფესორო, იცოდით, რომ ყოველ 1000 მაგზე ერთი გაგიჟებული მოდის? - ვიცი რომელია.. დანარჩენი 999 კიდე მისი სახელობის მიწისქვეშა ორგანიზაციას ქმნიან, მსოფლიოს უდიდეს მაგად მოიხსენიებენ და მისთვის კვდებიან პანტა-პუნტით..
სევერუს სნეიპის ცხვორებისეული კრედო:
“ეგოისტი – ესაა ადამიანი, რომელსაც ჩემზე მეტდ, თავისი თავი უყვარს.”
ჰარი სამინისტროში მივიდა აურორთა გასაუბრებაზე, ეკითხებიან: - რა შეგიძლიათ ყმაწვილო? - შემიძლია მოვკლა ვოლდემორტი. - კიდევ? - შემიძლია არ მოვკლა ვოლდემორტი.
მაგიური ცხოველების მაღაზია. დახლთან მსუქანა ჯადოქარი დგას სათვალეებში და იღიმის. შემოდის პატარა გოგონა. - დილა მშვიდობის! - დილა მშვიდობის, საყვარელო! - შეიძლება კურდღელი ვიყიდო? - ჰო-ჰო-ჰო! რა თქმა უნდა პატარა.. შენ ალბათ ყველაზე პატარა, ყველაზე ფუმფულა, ყველაზე საყვარელი და გრძელყურებიანი გინდა ხო? - ჩემი ჰიპოგრიფისთვის სულერთია…
….და ჰედვიგმა ნაზად ჩაუნისკარტა ჰარის თვალში…
გადაძახილი ჰოგვარტსის ბიჭების “ტვალეტში” “კაბინკებს” შორის: - ეი , უიზლი, რა ქენი ჩააბარე ბ.უ.ა.? მარჯვენა “კაბინკა”: - არა რა ჩავაბარე! ის ვირიშვილი სნეიპი არ მიწერს ჩათვლას. მარცხენა “კაბინკა”: - ჰოდა არც დაგიწერ!!!
მაგიის სამინისტროში მინისტრის არჩევნები ტარდება. სრულიად მაგიურ საზოგადოებას ორი კითხვა დაესმება: 1. თქვენი აზრით, ვინ არის საუკეთესო კანდიდატი მინისტრის პოსტზე? 2. რატომ მაინცდამაინც ფაჯი?
დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ბნელი ლორდი მუხლებზე დაეყენებინა ლუციუს მალფოი.. მაგრამ ნურას უკაცრავად, არ გამოუვიდა.. მაშინ ლორდამ მიაფურთხა ამ საქმეს და დატოვა მალფოი ისევ ისე იატაკზე გაშხლართული..
ორი ჯადოქარი თევზაობს ტბასთან დაინახავენ წყალქვეშა ნავს. ერთი, რომელიც მეორეზე უფროსია ეკითხება: -წადი გაიგე აბა ვისია ეს წყალქვეშა ნავი. უმცროსი ეუბნება: -დუმსტრანგელების იქნება მაგათ ყავთ მარტო წყალქვეშა ნავი. -ნუ სულელობ დუმსტრანგელებს გემი აქვთ. -მაშინ გობლინების იქნება. -საიდან მოიტანე? -გაუგებარი წარწერები აქ. -ნუ სულელობ ახლა ყველას გაუგებეარი წარწერები აქვთ. აბა მიცურდი და გაიგებ ალბათ წავიდა ეს უმცროსი, ხუთ წუთში უკან მოვიდა და უთხრა: -ტროლების ყოფილა. -საიდან მიხვდი? -დავაკაკუნე და კარი გამიღეს.
პაბი “გახვრეტილი კარდალა”: - ეი, ტომ!! შენ დარწმუნებული ხარ რომ ეს მოხრაკული მტრედი ქორფა იყო? - როგორ გეკადრებათ! ჩემი ხელით დავიჭირე დღეს დილით.. - აბა რატომ აქვს ამ მტრედს მარცხენა ფეხზე რგოლი, რომელზეც ამოტვიფრულია: “ძვირფასო დედა, ჰოგვორტსი ავაშენეთ. ველოდებით სტუდენტებს. გოდრიკ გრიფინდორი” ?
რა განსხვავებაა ჰარის, რონსა და დრაკოს შორის? ჰარი შევიდა ისტორიაში, რონი შეეკვეხა ისტორიაში, დრაკო კიდე გაეხვა ისტორიაში..
არტურ უიზლი შევარდა ფაჯის კაბინეტში გინების მთელი კორიანტელით, გადააღვარა თავზე მინისტრს მთელი ბალონი შეუშრობელი მელანი, აიღო ფაჯის თვითმწერი ბატის ფრთა და გააკვეხა იქვე მანტიკორას ფიტულს ერთ ადგილზე, ააყირავა მინისტრის საწერი მაგიდა და ბოლოს შეუდგა დოკუმენტების განადგურება-გათელვა.. რა თქმა უნდა ამას ყველაფერს მინისტრისადმი მიმართული უშვერი სიტყვების აკომპანიმენტის ქვეშ აკეთეებდა.. ფაჯი კიდე ისე შეშინდა რომ გაყუსული განაგრძობდა თავის სავარძელში ‘არსებობას’ და უბრალოდ თვალს ადევნებდა გაგიჟებულ არტურს. ამ დროს გაიღო კარი, შემოვიდა კინგსლი და გაოგნებულმა ხმამაღლა ჩაიჩურჩულა: - არტურ!! რას აკეთებ?! შეწყვიტე ახლავე.. არაფერი მილიონი გალეონი არ მიგიღია მემკვიდრეობით – ეს ჩვენ გაგეხუმრეთ!
ტყუპებმა უიზლიმ ერთ საღამოს ამბიჯს ლოგინში ვირთხა ჩაუგდეს. ღამით მთელი ჰოგვორტსი გამოაღვიძა სულისშემძვრელმა კივილმა და მწვანე შუქის გაელვებამ. მეორე საღამოს ტყუპებმა ამბრიჯს ლოგინში ჩაუგდეს…. ჰარი პოტერი.
წმ. მუნგოს საავადმყოფოში ტვინის შერყევის დიაგონიზით მოათავსეს რონი და დრაკო. ორივე ცოცხიდან ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა. - როგორ მოხვდით აქ? რონი: - მამაჩემა ჩემს “კომეტა”-ს მოდიფიცრების მთელი კურსი ჩაუტარა. ჰოდა მე ფრენისას ვეღარ მოვზომე სიჩქარე და ქვიდიჩის ერთ-ერთ კარს შევეჯახე.. მალფოი: - მე ჩემთვის დავფირნავდი ჩემი ‘ნიმბუს 2001′-ით.. უცებ ვხედავ უიზლიმ ჩამიქროლა რაღაც ძველიძველი მახინდრით!! ჰოდა მეც ვიფიქრე რომ ჯერ არ ავფრენილვართქო და ცოცხიდან ჩამოსვლა გადავწყიტე..
ლუციუსი შედის საძინებელში და ხედავს ნარცისა ზის შიშველი საწოლზე. მიზეზს რომ იკითხავს ნარცისა ეწუწუნება სულ არ მაქვს კაბები რა ჩავიცვაო -ძვირფასო რას ქვია კაბები არ გაქვს? აბა მე რას გყიდულობ ხოლმე?- აღებს კარადას- აი შეხედე სისი წითელი, ყვითელი, მწვანე, გამარჯობა სევერუს, ოქროსფერი, ლურჯი. biggrin.gif
~~~~~~~~~~
რუდოლფუს ლესტრეინჯი ეუბნება ვოლდემორს -ლორდ, ცოლი უნდა მოვიყვანო -მოიყვანე. -მაგრამ ჩემი საცოლე საშინლად გამოიყურება -არ მოიყვანო -თუმცა მზითევში 200 ათას გალეონს ატანენ -მოიყვანე -არადა კოჭლია -არ მოიყვანო -ისე მამამისი დამპირდა რომ მაგიის მინისტრის მოადგილედ დამნიშნავს -მოიყვანე -იცით იმ გოგოს რა საშინელი ხასიათი აქვს? -არ მოიყვანო -ლორდ თქვენთან რჩევის საკითხავად მოვედი თქვენ კიდევ ერთის რჩევა არ შეგიძლიათ! -შემიძლია -აბა? -შენ ფენიქსის ორდენში უნდა გადახვიდე -კი მაგრამ რატომ? -იმიტომ რომ მე კი არა დამბლდორს წაუღო ტვინი!!!!!
~~~~~~~~~ ფაჯი ჰოგვორტსში ვიზიტითაა ჩამოსული. ყველაფერი დაათვალიერა, ბოლოს სინისტრასთან ავიდა და ეუბნება: -ტელესკოპი მომეცით მთვარეს უნდა შევხედო. -კი მაგრამ მინისტრო ახლა დღეა მთვარე ჩავიდა -რატომ? არ გააფრთხილეთ რომ მე მოვდიოდი??
~~~~~~~~ ნოტი, ეივერი და მაკნერი სხედან ჰოგსმიდში და ბლატაობენ, ვინ უფრო კარგად კლავს ხალხს. ბოლოს გადაწყვეტენ ერთმანეთს შეეჯიბრონ. პირველი ნოტი წავიდა. ათ წუთში უკან ბრუნდება, მუხლამდე სისხლშია დასვრილი -ხედავთ იმ მთას? იმის უკან ერთი სახლი დგას და ვინც შიგნით იყო ყველა დავხოცე. შემდეგი ეივერი გაფრინდა. ნახევარ საათში წელამდე სისხლში მოვიდა -აი გაიხედეთ იმ მდინარის იქით პატარა სოფელია, ყველა ამოვხოცე ვინც იყო.. გაფრინდა მაკნერი. გავიდა ნახევარი საათი, ერთი, ორი. ბოლოს მოფრინავს სულ დასისხლიანებული და ამბობს -აი ხედავთ იმ ხეს? მე ვერ დავინახე..
~~~~~~~~ ჰოგსმიდში. სილამაზის სალონი “ლორდი ვოლდემორი”. აბრაზე წარწერაა: სალონი “ლორდი ვოლდემორი”, მობრძანდით და თქვენგან რაღაც დაუვიწყარს შევქმნით!
~~~~~~~ ვოლდემორი მიათრევს ტყეში პოტერს. პოტერი ყვირის ხელიდან უსხლტება და ეუბნება რომ ეშინია -ხოო პოტერ მესმის შენი, მაგრამ ეს რა არის აი მე რომ უკან მარტო უნდა დავბრუნდე მერე რა ვქნა..
~~~~~~~ პროფესორი სნეიპის ცხოვრებაში ერთადერთი ქალი არსებობდა, რომლის სურვილსაც ის ემორჩილებოდა, რომელსაც უარს ვერ ეუბნებოდა და ყველაფერს უსრულებდა, საკმარისი იყო მას მოენდომებინა. ამ ქალს ჯოან როულინგი ერქვა.
~~~~~~ გახარებული ეივერი ვოლდემორთან შერბის -ლორდ, დამბლდორი მოკვდა!! ვოლდემორი დაეჭვებით: -ნეტავ ეს რაღაში დასჭირდა?
~~~~~~ -ლუციუს ჰოგვორტსიდან წერილი გამოგვიგზავნეს და გვატყობინებენ რომ დრაკო სულ ერთ გოგოს გრეინჯერს დასდევს კუდში.. -მერე რა სისი მის ასაკში ყველა ბიჭი დასდევს გოგოს -კი მაგრამ “ავადა კედავრას” ძახილით???
~~~~~~ სნეიპი პირველად ხვდება პოტერს, მანამ სანამ ის ჰოგვორტსში მოვიდოდა -პოტერ რამდენი წლის ხარ ახლა? -მალე თერთმეტის გავხდები -უთეგენათალე რააა ოპტიმისტი ყოფილხარ
~~~~~~ -ჩემო სიცოცხლე, ჩემო წითურო ფისო სად ხარ? -აქ ვარ ჰერმიონ.. -ოოო რონ მოკეტე რა დროს შენ ხარ ბოს ვეძებ!
~~~~~~ პოტერი-სნეიპს: -პროფესორო რა მოხდება ეს რაღაც ამ ფხვნილს რომ დავუმატო? -არაფერი პოტერ, პრინციპში არაფერიც არ იქნება.. ასე კილომეტრის რადიუსსში..
~~~~~ ჰარი ღამით ჰოგვორტსში დაბოდიალობს. უცებ ორ წითელ თვალს ხედავს -უი ვირთხა. -შენ თითონ ხარ ვირთხა!-გაბრაზდა ვოლდემორი
~~~~~~ იღვიძებს დილით სევერუსი სადღაც ოთახში, თავი უსკდება წყალი უნდა მოკლედ ცუდადაა. ფიქრობს: -ალბათ გუშინ მაწამეს.. არაფერი მახსოვს. ნეტავ ვინ შემიპყრო? ახლა თუ სიკვდილის მხვრელები შემოვიდნენ მაშინ ვოლდემორი უნდა ვაქო და ვადიდო.. თუ ფენიქსის ორდენის წევრები მოვიდნენ დამბლდორი.. უცებ იღება კარი, ვიღაც ბიჭი იხედება შიგნით და ამბობს: -უი ბატონო რიკმან გაიღვიძეთ? ჩქარა ადექით გადაღებები იწყება, მაინც რამ დაგალევინათ იმდენი გუშინ??
~~~~~~~ მეშვიდე წიგნი. პირველი თავი. ვოლდემორი მასწავლებელს კლავს ნარცისა ლუციუსს ახედებს. -ძვირფასო შეხედე ჩვენს შვილს რა ფერი ადევს სახეზე.. -ხო ვხედავ სისი -ხოდა აი ზუსტად ეგეთი მწვანე ფერის კაბა მინდა..
~~~~~~ ჰარი ცოცხიდან ჩამოვარდა და უფსკრულში ჩავარდა. -ცოცხალი ხარ?-ეძახიან მეგობრები ზევიდან -კიი -რამე ხო არ მოიტეხე? -არა არაფერი -ღრმაა მანდ? -რავიცი ჯერ მივფრინაააააააავ
~~~~~~ პატარა ტომ რიდლი ზის ბაღში და მზესუმზირას ჭამს. უცებ ერთი დაუვარდა.. უყურა ერთი ორი წუთი და ბოლოს ეუბნება -მოდი ჩემთან… მოდი ჩემთან!!! კიდევ ორი წუთი ელოდება, იღებს მთელ მუჭა მზესუმზირას და ყრის: -მომიყვანეთ!
შედის ლუციუსი საძინებელში და ხედავს ნარცისა და სევერუსი შიშვლები წვანან. ნარცისა სევერუსს: - ძვირფასო, დაუმტკიცე რომ ნამდვილი მამაკაცი ხარ! - როგორ, მაგასაც???
შედის ჰარი ჰოგვორტსში და ხედავს დრაკო ვაშლის კურკებს ყიდის. -რათ გინდა ეგ კურკები მალფოი? -არ იცი? IQ-ს ამაღლებს თუ შეჭამ. ერთი შეკვრა ხუთი გალეონი -კარგი მომეცი. ჰარი ჭამს და ისევ მალფოის უბრუნდება -კი მაგრამ ახლა ამაში ხუთი გალეონი რომ გადავიხადე ამ ფასად იმდენ ვაშლს ვიყიდდი და კურკებსაც შევჭამდი!!! -აი ხო გითხარი IQ-ს ამაღლებს მეთქი პოტერ. -უი მართლა.. კიდევ მომეცი აბა.
კამათობენ პოტერი მალფოი და სნეიპი ვისთან ყოფნა უფრო კარგია დამბლდორთან თუ ვოლდემორთან. პოტერი: -დამბლდორთან რა თქმა უნდა, ასე კარგი საქმისთვის იბრძოლებ. მალფოი: -არაფერიც ვოლდემორთან ჯობია, მაგლებს გააწამებ.. სნეიპი: -ორივესთან როცა ხარ ეგ ყველაზე კარგია. სანამ დამბლდორი ფიქრობს რომ ვოლდემორთან ხარ, ვოლდემორი ფიქრობს რომ დამბლდორთან ხარ შენ კი წყნარად ზიხარ ლაბორატორიაში და მუშაობ..
~~~~~~~~~~~~ მოდის მაკგონაგელი და ხედავს გრიფინდორელები მხიარულობენ პოტერი კი ცალკე ზის და ტირის. -რა გჭირს ჰარი? ის სლუკუნით პასუხობს: -პროფესორი სნეიპი კოშკიდან გადმოვარდაააა.. -კი მაგრამ რა გატირებს? -მე ვერ დავინახეეეეეეე
~~~~~~~~~~~~ ფენრირის და ლუპინის საუბრიდან. ლუპინი: -არა რა რაღაც ეს პოტერი არ მომწონს. -არ მოგწონს და ნუ ჭამ ვინ გაძალებს.
~~~~~~~~~~~ პროფესორმა სნეიპმა გრიფინდორელები და სლიზერინელები მაგლურ მუზეუმში წაიყვანა. გზაზე გადასვლა რომ დასჭირდათ შუქნიშანს ვერაფერი გაუგო და ბოლოს გადაწყვიტა. -ბავშვებო მწვანე შუქი აინთო ესე იგი ახლა სლიზერინელები გადავლენ გადადიან სლიზერინელები -აი ახლა წითელზე კი გრიფინდორელები..
~~~~~~~~~~~~ მეექვსე წიგნის ბოლოს. ჰარი: -მივხვდი რა არ აქვს ვოლდემორს ისეთი რაც ჩვენ გვაქვს!!! დაბნეული რონი ორი წუთი ფიქრობს ბოლოს სახე უნათდება და ყვირის: -ვიცი!!! ცხვირი!!!
~~~~~~~~~~~~ გადავათვალიერე და ეს ანეკდოტი რომ არ იდო გამიკვირდა
პატარა ჯინი მიდის მამამისთან და ეუბნება რომ ღია ბარათის გაგზავნა უნდა ვოლდემორისთვის -კი მაგრამ რატომ? -მამი იმიტომ რომ ვოლდემორი ბარათს რომ მიიღებს მიხვდება რომ ისიც შეიძლება უყვარდეს ვინმეს, გაუხარდება გაიღიმებს, დამალვას გადაიფიქრებს და გარეთ სასეირნოდ გამოვა რომ მზით და ლამაზი ბუნებით დატკბეს -რა კარგი გოგო ხარ მამი, როგორი კეთილი -ხო მა, გამოვა და მერე ჩვენი აურორები შეიპყრობენ და მოკლავენ!
აზკაბანში ბლექს ეკითხებიან.. -აქ რატომ ზიხართ? -მმ როგორ გითხრათ.. -პირდაპირ მისტერ ბლექ. -იმიტომ რომ გარეთ არ მიშვებენ..
~~~~~~~~ სნეიპი-პოტერს -პოტერ ყველაფერი ისე ცუდად არაა როგორც თქვენ ფიქრობთ, სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით უარესადაა.
~~~~~~~~ სუპერ აქცია!!!!
ამოხოცეთ მაგლების ხუთი ოჯახი და მიიღებთ უფასო ნიღაბსა და მოსასხამს!! ასევე საჩუქრად გაგიკეთდებათ ტატუ ხელზე!!
~~~~~~~~ -ჰარი რამდენი გაქვს მხედველობა? -მინუს ხუთი რონ -ცივა ხო?
~~~~~~~ სნეიპი: -დაიმახსოვრეთ პოტერ, ჭკვიანი ადამიანი მუდამ ორჭოფობს. აბსოლუტურად დარწმუნებული მხოლოდ იდიოტი შეიძლება იყოს! -ნამდვილად იცით სერ? -აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ!
~~~~~~~ იცით რატომ აქვს ვოლდემორს წითელი თვალები? პამიდვრებში რომ კარგად დაიმალოს.. არასდროს გინახავთ ვოლდემორი პამიდვრებში? აი ასე უნდა დამალვა!!!
~~~~~~~~ დამბლდორი-სნეიპს: -თქვენი სტუდენტი გოგონას გაპატიურების მცდელობისას დააკავეს. -მცდელობისას? ეგ ჩემი სტუდენტი არ არის!
~~~~~~~~ ჰაგრიდის განცხადება დილის მისანში “დამეკარგა ფლაფი, სამთავიანი ძაღლი. მპოვნელი ღმერთმა გაცხონოთ”
~~~~~~~ მეოთხე წიგნი. სამი ჯადოქრის ტურნირის მესამე დავალება. ჰარი და სედრიკი ერთად მიდიან ლაბირინთში, ნერვები დაწყვეტაზე აქვთ, ეშინიათ. სედრიკი ჰარის ეუბნება რომ ტუალეტში უნდა. ჰარიმ კარგი დაგელოდებიო და სედრიკი წავიდა. გავიდა ორი წუთი სედრიკი დაბრუნდა და უცებ შორიახლოს ვიღაცის ჩხუბის და დანარჩენების ხარხარი ისმის. ჰარი სედრიკს ხელს კიდებს და მირბიან. ორი მოსახვევის შემდეგ ხედავენ რომ რაღაც წრიულ მოედანზე შუაში თასი დგას. გარშემო კი მიწაზე სიცილისგან ხოხავს მთელი ჟიური და მასწავლებლები დამბლდორისა და მაკგონაგელის ჩათვლით. -სედრის- ძლივს ითქვამს სულს დამბლდორი- როდესაც აქ მოხვედი ჩუმად ვიყავით იმიტომ რომ ასეც უნდა ყოფილიყო, როცა ჩუმად ბუზღუნი დაიწყე “ღმერთმა იცის აქ ტუალეტი სადაა”-ო ისევ ჩუმად ვიყავით იმიტომ რომ გავოცდით, როცა თასში ჩააფსი და უკან გაბრუნდი ჩუმად ვიყავით იმიტომ რომ კიდევ უფრო გავოცდით, მაგრამ როდესაც ამ თასიდან საშინლად გაბრაზებული ვოლდემორი ამოძვრა ყვირილით “ეს მტრის სისხლი კი არა რაღაც ჯანდაბაა!! ასე სიკვდილის მხვრელებს როგორ დავენახო!!!” უკვე ვეღარ მოვითმინეთ..
~~~~~~~~ პოტერი: -ზრდილობა ეს ისაა რომ ფიქრობ “ოხ როგორ მინდა რომ ჩაძაღლდე”
|
კატეგორია: საინტერესო ამბავი |
ნანახია: 1288 |
დაამატა: NuKKeR
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
|