კვირა, 2025-06-15, 5:04 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 25 » განათლება – 2012 წლის პრიორიტეტები
5:55 PM
განათლება – 2012 წლის პრიორიტეტები

საქარ
ველოს განათლებისა და მეცნიე­რების სამინისტროს 2012 წლის სტრატე­გიული გეგმა განათლების ყველა სფე­როს მოიცავს და ქვეყანის საგანმანა ­ლებლო სისტემაში მნიშვნელოვან ცვლი­ლებებს შეიტანს.

ამ ეტაპზე სამინისტრო რეფორმებს 42 მი­მართულებით ახორციელებს. 2012 წელს მიმდინარე რეფორმებს კიდევ ხუთი მი­მართულება დაემატება.

წარმოდგენილი სამომავლო გეგმებიდან ერთ-ერთი სიახლე 2012 წლის საზაფხუ­ლო პროგრამებია, რომელიც გულისხმობს:

1. სტუდენტური დასაქმების პროგრამას – საზაფხულო არდადეგებზე 25 000 სტუდენტის დასაქმებას საზაფხულო სამუშაოებზე, 2. საქართველოს 15 ქალაქის (რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ზესტაფონი, გორი, ხაშური, ზუგდიდი, ბათუ­მი, ტყიბული, ონი, ჭიათურა, ახალქალაქი, სამტრედია, ოზურგეთი, თელავი) მოსახლეობის გადამზადდებას ინგლი­სურში, კომპიუტერსა და პროფესიულ ორიენტაციაში.

სიახლეა იმ 7000 სტუდენტისთვსაც, რომლებიც არაავტორიზებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებში სწავ­ლობენ, სამინისტრო მათ ერთიან ეროვნულ გამოცდებს დაუფინანსებს და გამოცდების ჩაბარების შემთხვევაში დაგ­როვილ კრედიტებს უღიარებს. ამ ცვლილებით სამინისტრო არაავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენ­ტებს ჩარიცხვის შემთხვევაში აძლევს შანსს სწავლა სახელმწიფოს მიერ აღიარებულ უმაღლეს სასწავლებლებში გა­ნაგრძონ.

მარტივდება უცხო ქვეყნიდან ჩამოსული მოსწავლის ან სტუდენტის სასწავლო დაწესებულებაში მიღების წესი, 2012 წლიდან ისინი სასურველ სასწავლებელში განაცხადის გაკეთებიდან 24 საათის განმვალობაში შეძლებენ სწავლის დაწყებას. საჭირო დოკუმენტაციის ნამდვილობის დადასტურება კი პარალელურ რეჟიმში მოხდება. ცვლილების განხორციელებამდე უცხოეთიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველს ლოდინი რამდენიმე თვის გან­მავლობაში უწევდა.



2012 წლიდან უქმდება აბიუტურიენტთა მეორადი ჩარიცხვები. შვიდის ნაცვლად, აბიტურიენტი თავიდანვე ოც სა­სურველ ფაკულტეტს აირჩევს. უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების მსურველს უფართოვდება მისთვის სასურველი ფაკულტეტის შერჩევის არეალი, თუმცა მისი ჩარიცხვა მხოლოდ ერთხელ გაკეთებული არჩევანის საფუძველზე მოხდება. ამით გამოცდების საბოლოო შედეგების გამოცხადება დაჩქარდება და იგი ნაცვლად ოქტომბრისა, 25 აგ­ვისტომდე გახდება ცნობილი. ამდენად, 2012 წელი აბიტურიენტებისა და მათი მშობლებისთვის ნაკლებად სტრესუ­ლი და უფრო კომფორტული იქნება. მომავალი წლიდან ორ სპეციალობაზე – სამედიცინო ფაკულტეტის სამკურნა­ლო, ფარმაცევტულ და სტომატოლოგიურ მიმართულებებზე და იურიდიულ ფაკულტეტზე კომპეტენციის მინიმა­ლური ზღვარი 10-10%-ით გაიზრდება და 35% გახდება. ხოლო უცხო ენაში ზღვარი 30% გახდება. აღსანიშნავია, რომ სამედიცინო ფაკულტეტის ყველა დანარჩენ მიმართულებებზე ზღვარი იგივე რჩება.

უმაღლეს სასწავლებლებს შეზღუდვები უწესდებათ და ყველა მათგანი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მეოთხე სა­განს მხოლოდ მაპროფირებელი მიმართულებიდან აირჩევს. აქამდე მეოთხე საგანს თავად უმაღლესი ირჩევდა და მიუხედავად მკაცრი პოლიტიკისა, არსებობდნენ უნივერსიტეტები, სადაც სამედიცინო ფაკულტეტზე მეოთხე გა­მოცდას აბიტურიენტები არა ქიმია-ბიოლოგიაში, არამედ ისტორიაში ან გეოგრაფიაში აბარებდნენ.

ცვლილება შედის კანონში მობილობასთან დაკავშირებით. სტუდენტთა მობილობა იზღუდება იმ თვალსაზრისით, რომ მაგალითად, ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი სამედიცინოს სტუდენტი ვერ გახდება, ვიდრე ის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მეოთხე განსხვავებულ გამოცდას შესაბამის საგანში არ ჩააბარებს. სტუდენტს, რომელიც მობილობით იცვლის ფაკულტეტს კრედიტები უნარჩუნდება.

უმაღლესი სასწავლებლებისთვის ასევე ამოქმედდება განვითარების ფონდი ენდაუმენტის ფონდი, დაფინანსდება სა­მაგისტრო პროგრამები უცხოეთში (DRF ), ბათუმში გაიხსნება ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, სახელმწიფო უნი­ვერსიტეტებისთვის უცხოელი პროფესორ-მასწავლებლების ჩამოსაყვანად თითოეული უმაღლესი სასწავლებლისთ­ვის გამოიყოფა მილიონიანი გრანტი.

განათლების სისტემის 2012 წლის გამოწვევების ერთ-ერთი მთავარი მიზანი საჯარო სკოლებში განათლების ხარის­ხის ამაღლებაა. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმას. 2012 წელს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა VII-XII კლასებში დაინერგება. ამავე კლსებისთვის შეიქმნება სახელმძღვანელოები, რომ­ლებიც გრიფირების ახალ, გამკაცრებულ წესს გაივლიან და რომელთა ფასი მაქსიმუმ 10 ლარი იქნება. ახალი ეროვ­ნული სასწავლო გეგმა პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით სკოლებში უკვე დანერგილია. ახალი ეროვნული სას­წავლო გეგმის შემოღებით საგანმანათლებლო პროცესი ერთიან სივრცეში მოექცევა, სასწავლო გეგმა ხუთი წლის განმავლობაში არ შეიცვლება. სოციალურად დაუცველი მოსწავლეები I-XII კლასის ჩათვლით სახელმძღვანელოებს სახელმწიფოსგან საჩუქრად მიიღებენ;

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მთავარი ამოცანა სკოლებში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინგლისური ენის გაძლიერებულად სწავლების დანერგვაა. სკოლებში გაძლი­ერდება საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლება, გადამზადდებიან პედაგოგები, გაიხსნება 100 ახალი "მომავ­ლის კლასი” და სკოლები აღიჭურვება smart board-ებით, შეიქმნება სპეციალური კომპიუტერული პროგრამები და ყველა საგანში შემეცნებითი კომპიუტერული თამაშები დაინერგება, 2012 წელსაც 60 000-მდე პირველკლასელი და მათი პედაგოგები სახელმწიფოსგან საჩუქრად საქართველოში წარმოებულ კომპიუტერებს მიიღებენ; საბუნების­მეტყველო მეცნიერებების სწავლების გაძლიერების მიზნით ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მეშვიდე კლასში ახალი საგანი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძველი შემოდის, რომელიც საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების დაწყებას უფრო ეფექტურს და სახალისოს გახდის, პროგრამა "აინშტაინის”-ს ფარგლებში 1800 სკოლა ახალი საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვება, გაგრძელდება საბუნებისმეტყველო მიმართუ­ლების საერთაშორისო საზაფხულო სკოლების ორგანიზებაც.

რაც შეეხება ინგლისური ენის სწავლების გაძლიერებას, 2012 წლიდან კიდევ უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს პროექტი "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად”, ამ პროექტის ფარგლებში საქართველოში 2012 წელს 1500 ინგლისურენოვანი მოხალისე მასწავლებელი ჩამოვა. გარდა ამისა, ადგილობრივი 300 ინგლისური ენის მცოდ­ნე მოხალისე ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და სხვა მაღალმთიანი რეგიონების სკოლებში ინგლისური ენის მასწავლებლად იმუშავებს, 2012 წელს სკოლებში გაიხსნება ინგლისური ენის კაბინეტები, საქართველოში, დიდ ბრი­ტანეთსა და მალტაში ამოქმედდება ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები.

განათლების 2012 წლის პრიორიტეტებში კვლავ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მასწავლებელთა კვალიფიკაციის გაზრდა, სერტიფიცირება და ხელფასების ზრდა. პედაგოგის მიერ კვალიფიკაციის ამაღლება ხელფასის გაზრდის პირდაპირ პროპორციულია. ამჟამად მასწავლებლის საშუალო ხელფასი 380 ლარია, სერტიფიცირების გავლის შემ­დეგ პედაგოგის ხელფასი 75 ლარით იზრდება. მენტორობის შემთხვევაში კი მასწავლებელს ხელფასზე 180 ლარია­ნი დანამატი აქვს. გარდა ამის, ყველა სერტიფიცირებულ მასწავლებელს ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, ხელფასზე დანამატი 125 ლარი ეძლევა, ხოლო სერტიფიცირებულ პედაგოგს, რომელმაც წარმატებით ჩააბარა ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდა და საუკეთესო 25%-ში მოხვდა, ხელფასი 1000 ლარი აქვს. ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის სერტიფიცირებული პედაგოგები ლაბორატორიის ტეს­ტის ჩაბარების შემთხვევაში ხელფასზე დანამატს 75 ლარს მიიღებენ.

მაღალმთიან რაიონებში პროგრამა "ასწავლე საქართველოსთვის” მონაწილე ყველა მასწავლებელი ხელფასზე 500 ლარიან დანამატს იღებს, ხელფასზე1000 ლარიანი დანამატი აქვს პროგრამაში "ქართული როგორც მეორე ენა” მო­ნაწილე ყველა მასწავლებელს, ბილინგვურ სწავლებაში ჩართული მასწავლებლები დამატებით 200 ლარს იღებენ.

მასწავლებლების საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით 2012 წელს აშენდება: მასწავლებლის სახლები ქუთაისში, ბათუმ­სა და ზუგდიდში, სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის გადამზადდებიან პედაგოგები, გაძლიერდება მენტორ-მასწავ­ლებლების და მაძიებლობის პროგრამები, შეიქმნება მასწავლებელთა ახალი დამხმარე მეთოდური სახელმძღვანე­ლოები, დაგეგმილია მასწავლებელთა გადამზადება უცხოეთშიც (ცერნი, ნოტინგჰემი).

შრომის ბაზრის მოთხოვნების საპასუხოდ 2012 წელს საქართველოს განათლებისა და მაცნიერების სამინისტრო პროფესიული განათლების კიდევ უფრო გაძლიერებასა და ხელშეწყობას გეგმავს. 2012 წლიდან პროფესიული გა­ნათლება ვაუჩერულ დაფინასებაზე გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ პროფესიული კოლეჯების სტუდენტებს სამი­ნისტრო სწავლას დაუფინანსებს და თითო სტუდენტს ათასლარიან ვაუჩერს მისცემს, სოციალურად დაუცველი სტუდენტები 100%-იან დაფინანსებას მიიღებენ. ცვლილებებია უმაღლეს მეოთხე და მეხუთე დონის პროფესიულ გა­ნათლებაშიც. ახალი წესით, აბიტურიენტები უმაღლეს პროფესიულ სასწავლებლებში ისეთივე პრინციპით მოხვდები­ან, როგორც მაგისტრატურაში, ისინი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგად უნარებს ჩააბარებენ და აგვისტოში აირჩევენ სასურველ სპეციალობებს. სტუდენტი წინასწარ არ აფიქსირებს, თუ სად აპირებს სწავლის გაგრძელებას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს ასევე დაგეგმილი აქვს 4 ახალი პროფესიული კოლეჯის მშენებლობა.

სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ მთავარ პროირიტეტს ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრირება წარ­მოადგენს, ამ მხრივ მთავარი პრობლემა ენობრივი ბარიერია. სწორედ ამ სირთულის დაძლევის მიზნით საქართვე­ლოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ აამოქმედა პროგრამა "ქართული ენა მომავალი წარმატებისთ­ვის”, რომელიც უკვე წარმატებით ფუნქციონირებს და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მოხა­ლისე ქართული ენის პედაგოგების წარგზავნას გულისხმობს. 2012 წლიდან ამ პროექტის კიდევ უფრო გაძლიერება იგეგმება, 500 მოხალისე პედაგოგის გაიგზავნება არაქართულენოვან სკოლებში. სპეციალურად ეთნიკური უმცირე­სობებისთვის უკვე შექნილია ქართული ენის სახელმძღვანელო დამხმარე აუდიო-ვიდეო მასალით, რომელიც დაყო­ფილია დონეების მიხედვით, ამ ეტაპზე გამოცემულია სამი დონე, 2012 წელს სრულად თორმეტივე დონე დაიბეჭდე­ბა. სახელმძღვანელოები დაურიგდებათ როგორც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სკოლებს, ასევე ქართული ენის სახლებს. ქართული ენის სახლების გახსნა სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის იმ რაიონებში იგეგმება, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ. ამ სახლებში ქართულის შესწავლა ყველა ასაკის მსურველს შეეძლება. ასევე, განხორციელდება მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამები, გადამზადდებიან არაქართუ­ლენოვანი სკოლების მასწავლებლები, გაძლიერდება მულტილინგვური სწავლება. მასწავლებელი, რომელიც მულ­ტილინგვურად ასწავლის ხელფასზე ორასლარიან დანამატს მიიღებს.

გარდა ამისა, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ექნებათ ქვოტები უმაღლეს საგანამანთლებლო დაწესე­ბულებებში და შეღავათები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. გაძლიერდება ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, სადაც არაქართულენოვანი სკოლის დირექტორებისა და პედაგოგების გადამზადება და მათთვის ქართული ენის სწავლება მოხდება.

2012 წლის გამოწვევბში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამინისტროს ელექტრონული სტრატეგიის – E-strategy განხორციელებას, რომელიც სრულიად საგანმანათლებლო სისტემას ელექტრონულ რეჟიმზე გადაიყვანს, შეიქმნე­ბა ელექტრონულ ბაზები: ePeople – ადამიანური რესურსების მართვის სისტემა, eSchools – სკოლების საინფორმა­ციო სისტემა, eStudents – მოსწავლეთა მართვის საინფორმაციო სისტემა, eROfficers მანდატურების საინფორმა­ციო სისტემა, eAssets – სკოლების ინფრასტრუქტურის მართვის სისტემა, eFinance – სკოლების ფინანსური მონი­ტორინგის სისტემა, eGIS – გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემა, eLibrary – ელექტრონული წიგნების ბიბლიოთე­კა, eCatalog – საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი.

შინაარსობრივი ცვლილებების პარალელურად დაგეგმილია ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებიც, გათვალის­წინებულია სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რასაც დამატებით 40 მილიონი ლარი მოხმარდება – აშენდება 10 ახალი სკოლა, 4 ახალი პროფესიული სასწავლებელი (თბილისი, ოზურგეთი, ქობულეთი) და 3 ახალი სა­ინფორმაციო ცენტრი (თელავი, ზუგდიდი, ახალციხე), გაიხსნება სონის პროფესიული კოლეჯი, რეაბილიტაცია ჩაუ­ტარდება ხელნაწერთა ინსტიტუტს. 2012 წელს სკოლების ახალი ვაუჩერული დაფინანსების სისტემით აღმოფხვრი­ლია დანაკლისიანი სკოლების პრობლემა და სკოლების დაფინანსება გაზრდილია 40 მილიონი ლარით.

2012 წლის გამოწვევბში ასევე მნიშვნელოვანია "უსაფრთხო სკოლის” ფარგლებში მანდატურის სამსახურის გაფარ­თოება და ყველა რაიონულ ცენტრში ამ სამსახურის ამოქმედება. საქართველოს მანდატურის სამსახური სკოლის მანდატურთა საერთაშორისო ასოციაციაში გაწევრიანდება, მანდატურები დამატებით 140 სკოლაში შევლენ, გაგრ­ძელდება მათი გადამზადებაც.

გაეროს კვლევების თანახმად საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს განათლების ხელმისაწვ­დომობის მხრივ. ეს შედეგი საქართველოს განათლების სისტემამ კომპლექსური რეფორმების შედეგად მიაღწია, სა­დაც ინკლუზიური განათლების განვითარება ერთ-ერთ წამყვან პოზიციებს იკავებს. 2012 წელს დაგეგმილია ინკლუ­ზიური განათლების კიდევ უფრო განვითარება – გაიზრდება ინკლუზიური სკოლების რაოდენობა, შეიქმნება ადაპ­ტირებული ფიზიკური გარემო, გადამზადდებიან ინკლუზიური მასწავლებელები, დაიწყება ინკლუზიური განათლე­ბის დანერგვა პროფესიულ სასწავლებლებშიც, ასევე დაგეგმილია საქართველოში ინკლუზიური განათლების საერ­თაშორისო კონფერენციის ორგანიზება.

ზოგადი და უმაღლესი განათლების სისტემაში განხორციებული და დაგეგმილი ცვილილებების პარალელურად სა­მინისტრო მეცნიერების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის არა-ერთ პროექტს ახორციელებს. მომავალი წლის ბიუჯეტში სამეცნიერო კვლევებისთვის 25 მილიონი ლარია გათვალისწინებული, მოხდება სამეცნიერო ინფ­რასტრუქტურის განვითარება, ხელნაწერთა ინსტიტუტის რეაბილიტაცია, დაგეგმილია ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობა და საზღვარგარეთის სამეცნირო კვლევით ცენტრებში მათი მივლინება, სამეცნიერო კვლევებში საერ­თაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, მოსწავლეებში მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით ტარდება საერ­თაშორისო კონკურსი "ლეონარდო და ვინჩი”.

2012 წლის სტრატეგიული გეგმის მთავარი მიზანია – ხარისხიანი განათლება ხელმისაწვდომი იყოს ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის.
კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 938 | დაამატა: xuco | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
არქივი
Block title
Copyright MyCorp © 2025
Free site builder - uCoz