პარასკევი, 2024-12-27, 9:38 AM მოგესალმები სტუმარი | RSS
"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 3 » გამოცანები
|
1)საჰარაში ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე გამოკრულია პლაკატი წარწერით: “ჩაასხით ბენზინი მხოლოდ ჩვენთან, რადგან ყველა სხვა ახლომდებარე ბენზინგასამართი სადგური …” დაასრულეთ ფრაზა.
2)აინშტაინი თავმდაბლად ამბობდა საკუთარი თავის შესახებ: ”მე არავითარი ტალანტი არ გამაჩნია. მე მაქვს მხოლოდ ის, რაც ყველა ბავშვს ახასიათებს”. მაშ, რომელმა თვისებამ გახადა აინშტაინი დიდ მეცნიერად?
3)საუდის არაბეთში ამის მოპოვება უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ნავთობის. რაზეა საუბარი?
4)ეს მეცნიერი ერთ–ერთ თავის წიგნში იხსენებს, რომ ეს კითხვა მას ბავშვობიდან აღელვებდა. როდესაც მას პირველად დაებადა ეს შეკითხვა, მშობლისგან პასუხად მიიღო, რომ ისინი — დიდ სიმაღლეზე განთავსებული ერთგვარი საყოფაცხოვრებო ნივთებია. პასუხმა ცნობისმოყვარე ბიჭუნა ვერ დააკმაყოფილა და ბავშვმა ბიბლიოთეკას მიაკითხა, სადაც მომავალმა მეცნიერმა მათ შესახებ წიგნები მოითხოვა. ბიბლიოთეკის თანამშრომლებისგან, პატარა ბიჭუნამ წიგნების ნაცვლად ჟურნალები მიიღო, რომლებიც კლარკ გეიბლის და ჯინა ჰარლოუს სურათებით იყო აჭრელებული. თუ მიხვდით რა შეკითხვამ მიიყვანა მომავალი მეცნიერი ბიბლიოთეკაში, ადვილად დაასახელებთ მეცნიერებას, რომელშიც მოღვაწეობდა ეს მეცნიერი და შეიძლება ითქვას ცხოვრების ბოლომდე ცდილობდა პასუხი გაეცა შეკითხვისათვის, რომელიც მას ბავშვობიდან აღელვებდა.
5)ამ მცენარის ფოთლებს სამხრეთ ამერიკელი ინდიელები ღეჭავდნენ დაღლილობის მოსახსნელად. ახლა ამ მცენარის სახელწოდება არის ცნობილი სასმელის და სამედიცინო პრეპარატის სახელწოდებაში. დაასახელეთ ეს უკანასკნელნი.
6)ერთ კაცს ყავდა 3 შვილი და უნდოდა ქონება დაეტოვებინა ერთ-ერთისთვის მაგრამ ვერ გადაწყვიტა ვის მისცეს. ამისთვის მან დაიბარა შვილები და მისცა ფული თან უთხრა: იყიდეთ ისეთი რაღაც რაც შეავსებს ჩემს საძინებელს. პირველმა შვილმა იყიდა ჩალა..მაგრამ არ იყო საკმარისი ოთახის გასავსებად...მეორემ იყიდა ჯოხები მაგრამ ესეც არ იყო საკმარისი.. მესამემ იყიდა ორი საგანი და ოთახიც გაავსო და მამის ქონებაც მიიღო.... რა იყიდა მესამე შვილმა??
|
კატეგორია: თავსატეხი |
ნანახია: 815 |
დაამატა: NuKKeR
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|