უკვე თითქმის ერთი თვეა რაც Warner Bros. Pictures დაარელიზა 300_ის მეორე ნაწილი და ფილმზე მუშაობაც მაშინვე დაიწყო. დღეს უკვე მთლიანად არის შერჩეული გადამღები ჯგუფი, რასაც ვერ ვიტყვით სამსახიობო ქასთზე. ჯერ-ჯერობით პროდიუსერებმა ვერავინ ვერ აარჩიეს მამაკაცის მთავარი როლის შემსრულებლად, რაც შეეხება ქალის წამყვან როლს, არც აქ გაკეთებულა რაიმე სახის ოფიციალური განცხადება, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით კაზინო როიალის (Casino Royale) ვარსკვლავთან ევა გრინთან (Eva Green) მოლაპარაკებები თითქმის დამთავრებულია და 300_ის მეორე ნაწილში მთავარ როლს სწორედ ეს უკანასკნელი შეასრულებს.
როგორც იცით ფილმის პირველი ნაწილი გენიალურმა რეჟისორმა ზაკ შნაიდერმა გადაიღო, თუმცა სამწუხაროდ, იმის გამო, რომ ახლა შნაიდერი სუპერმენი: რკინის ადამიანის (Man of Steel) გადაღებით არის დაკავებული, ის 300_ის მეორე ნაწილს აღარ გადაიღებს, მის ნაცვლად Warner Bros. Pictures_მა ნაკლებად ცნობილი რეჟისორი ნოამ მურო (Noam Murro) მოიწვია.
ფილმის თავდაპირველი დასახელება იყო ქსერქსე (Xerxes), მაგრამ მას სახელი შეუცვალეს და ის გამოვა როგორც 300: არტემისიის ბრძოლა (300: Battle of Artemisia) და სიუჟეტი დაეფუძნება ფრენკ მილერის (Frank Miller) გრაფიკულ ნოველას, სახელად ქსერქსე.
ფილმში მოვლენები განვითარდება უფრო ადრე, ვიდრე პირველი ნაწილი იყო და მოგვითხრობს მეფე ქსერქსეს ტახტზე ასვლის ისტორიასა და გადამწყვეტ ბრძოლას ძალაუფლებისთვის, რომელიც გაიმართება ისტორიულ ადგილზე – არტემისიაზე.
რამოდენიმე დღის წინ ინტერნეტში ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერის ტვიტერზე გაჩნდა ასეთი ჩანაწერი:
გრინი ითამაშებს შეუბრალებელ, ღვთაებრიობით მოსილ ქალღმერთს, რომელიც დაარწმუნებს ქსერქსეს რომ შეკრიბოს არმია და დაეხმარება მას ამ ეპიკურ ბრძოლაში.
|