შაბათი, 2024-12-28, 1:54 AM მოგესალმები სტუმარი | RSS
"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 14 » Enter Sandman
|
Enter Sandman — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის სიმღერა. იგი გამოშვებული იქნა, როგორც პირველი სინგლი და პირველი ტრეკი მათივე მეხუთე სტუდიური ალბომიდან Metallica. სინგლის პროდიუსერია ბობ როკი, ჯეიმზ ჰეტფილდთან და ლარს ულრიხთან ერთად. მუსიკის ავტორები არიან კირკ ჰემეტი, ჰეტფილდი და ულრიხი,[1] ხოლო ტექსტი ეკუთვნის ჯეიმზს, რომლის განმარტებითაც იგი ბავშვების კოშმარების შესახებაა.
სიმღერის მთავარი რიფი გიტარისტ კირკ ჰემეტის დაწერილია.[2] თავდაპირველად რიფი იყო ორი პარტიის სიგრძისა, სანამ ლარს ულრიხს არ დაებადა იდეა, პირველი პარტია გაემეორებინათ ოთხჯერ.[2] ულრიხმა სიმღერა დაახასიათა როგორც ერთ რიფიანი, რომელშიც მისი ყველა სექცია წარმოებულია კირკ ჰემეტის მიერ შექმნილი ძირითადი რიფისგან.[2]
ჩანაწერი კომერციულად ყველაზე წარმატებული გამოდგა მეტალიკის სინგლებს შორის: მიიღო ოქროს სერტიფიკატი, გაიყიდა რა 500 000-ზე მეტი ეგზემპლიარი მხოლოდ აშშ-ში, ხოლო 2009 წლის 14 დეკემბრის მდგომარეობით, იგი უკვე პლატინისაა.[3] კრიტიკოსების მიერ აღიარებული ეს სიმღერა შედის მეტალიკის 1991 წლის შემდეგ გამოშვებულ ყველა ცოცხალ ალბომსა თუ DVD-ში და სრულდებოდა დაჯილდოების ცერემონიებსა თუ საქველმოქმედო კონცერტებზე. ჩაწერა
Enter Sandman იყო პირველი სიმღერა, რომელიც ალბომისთვის დაიწერა. ინსტრუმენტული დემო ჩაიწერა 1990 წლის 13 სექტემბერს.[4] ხმის ინჟინერ რენდი სტაუბის მიხედვით, დიდი ენერგია დაიხარჯა დასარტყმელი საკრავების ჩაწერაზე, რადგან სიმღერა იწერებოდა სექციებად და არა ერთიანად.[5] მისივე თქმით, პროდიუსირების ჯგუფმა დიდი დრო დახარჯა საუკეთესო ჟღერადობის მიღებაში ყოველი ოთახიდან, გამოყენებული იქნა 40-50 მიკროფონი, რათა ხმა მაქსიმალურად დამსგავსებოდა ცოცხალ შესრულებას.[5] ბობ როკთან ბას გიტარასაც მნიშვნელოვანი როლი მიენიჭა; როგორც ჯგუფის მაშინდელი ბასისტი ჯეისონ ნიუსტედი აცხადებს, მანამდე მეტალიკის მუსიკა ძალიან იყო ორიენტირებული გიტარაზე, ხოლო ბობის მოსვლის შემდეგ ბას გიტარასაც მიენიჭა გარკვეული ადგილი.[6] ბობმა სთხოვა ჯეისონს, დაეკრა უფრო მეტად ბას გიტარისტის და არა გიტარისტის სტილში, რათა უკეთ მორგებოდა ლარსის დრამებს.[7]
ბობმა ჯგუფისგან დაჟინებით მოითხოვა ამ სიმღერის ცოცხლად შესრულება სტუდიაში; ჯგუფის წევრები გაკვირვებულნი დარჩნენ, რადგან ასეთი რამ ჯერ არასდროს გაეკეთებინათ. ბობ როკმა უთხრა მათ: „თქვენ დიდებული ცოცხლად შემსრულებელი ბენდი ხართ. ეს ატმოსფერო კი გადამწყვეტია ალბომისთვის.“[7]
როგორც პირველი სინგლი, Enter Sandman-ის მიქშირებაც პირველ რიგში გაკეთდა,[8] რაც ათ დღემდე გაგრძელდა, რადგან ჯგუფსა და როკს უნდა შეექმნათ ჟღერადობა მთლიანი ალბომისათვის ამ სიმღერის მიქშირებისას.[8] მიუხედავად ტექსტთან დაკავშირებული სირთულეებისა, ულრიხის განცხადებით, სიმღერა იყო საძირკველი და სახელმძღვანელო მთელი ჩაწერის პროცესში მაშინაც კი, როდესაც მას ტექსტი არ ჰქონდა.[2] მუსიკა
Enter Sandman-ს, ჰეტფილდის თქმით, აქვს ე.წ. „გიტარების კედელი“ — სამი რიტმური გიტარა, რომლებზეც თავად უკრავს ერთსა და იმავე რიფს ხმის კედლის შესაქმნელად.[9] სიმღერა წარმოიშვა გიტარისტ კირკ ჰემეტის დაწერილი რიფიდან.[2] თავდაპირველად იგი იყო ორი პარტიის სიგრძისა, სანამ დრამერმა ლარს ულრიხმა არ შესთავაზა ჯგუფს, პირველი პარტია გაემეორებინათ ოთხჯერ.[2]
ალბომში Metallica შესული გამარტივებული სიმღერები,[2] Enter Sandman-ის ჩათვლით, წარმოადგენს გადახვევას მეტალიკის ძირითადი, უფრო კომპლექსური, მუსიკალური სტილიდან, რომელიც დასტურდება წინა ოთხი ალბომით: Kill 'Em All, Ride the Lightning, Master of Puppets და ...And Justice for All.[10][11] ლარს ულრიხმა სიმღერა Enter Sandman დაახასიათა როგორც ერთ რიფიანი სიმღერა, რომელშიც მისი ყველა სექცია წარმოებულია კირკ ჰემეტის მიერ შექმნილი ძირითადი რიფისგან.[2]
Enter Sandman მიმდინარეობს ტემპით 123 დარტყმა წუთში ხუთი წუთისა და ოცდათორმეტი წამის განმავლობაში, რაც ამ ალბომში შესული სიმღერების საშუალო სიგრძეზე ოდნავ მეტია.[12] იწყება მთავარი რიფის მსგავსი სუფთა შესავლით, რომელსაც გიტარაზე უკრავს ჯგუფი; შემდეგ შემოდის გიტარის აკორდი მი მინორში ვაუ-ვაუ ეფექტის გამოყენებით, რასაც მოსდევს მძიმედ დაკრული შესრულება ტომ-ტომ დოლებზე. ოცდამეოთხე წამზე სუფთა ჟღერადობის გიტარებს ანაცვლებს გიტარები დისტორშენით, რომლებიც ორმოცდამეთექვსმეტე წამიდან იწყებენ მთავარი რიფის შექმნას, რისთვისაც ისინი იყენებენ E/B♭ ტრიტონის ვარიაციებს.[13] პ.ჯ. ჰოუორთმა ვაუ-ვაუ წიგნში მთავარი რიფი დაახასიეთა როგორც „ბოროტი“.[14] შემდეგ სიმღერა ჩვეულებრივი სტრუქტურით ვითარდება: ორი ტაეპი, მისამღერის-წინა ტექსტი და მისამღერი. მისამღერისა და მისამღერის-წინა ტექსტის დროს სიმღერა მთელი ტონით მაღლა იწევს ფა დიეზამდე,[14] ხოლო მეორე მისამღერის შემდეგ ჰემეტი იწყებს სოლოს შესრულებას მთავარი, მისამღერის-წინა და მისამღერის რიფების გამოყენებით. ჰემეტი იყენებს ვაუ-ვაუ ეფექტს და ნოტების ფართო დიაპაზონს, მათ შორის მი მინორი პენტატონური, სი მინორი, ფა დიეზი მინორი, მი მინორი და მი დორიანის რეჟიმში.[14] სოლოს ერთ-ერთი უკანასკნელი ნაწილი შთაგონებულია ჯგუფ Heart-ის სიმღერიდან Magic Man, როგორც გამოყენებულია იგი Ice-T-ის სიმღერაში Personal.[15] სოლოს დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე იწყება შესვენება, რომელიც წარმოდგენილია დასარტყმელი საკრავების სუფთა შესავლით, რასაც მოსდევს გიტარის ასევე სუფთა შესავალი, რომელსაც კირკის სოლოს უკანასკნელი ნოტის ექო ადევს ფონად. ამ ფონზე ისმის, როგორ ასწავლის ჯეიმზი ბავშვს ძილისწინა ლოცვას Now I Lay Me Down to Sleep. ამას მოსდევს იავნანის ერთ-ერთი ვერსია და მისამღერი.[16] მისამღერის შემდეგ ხმის სიმაღლე თანდათან იკლებს. ამ დროს ჯგუფი უკრავს იმავე რიფებს, რაც გამოყენებულია შესავალში, მხოლოდ შებრუნებული თანმიმდევრობით.[12] ტექსტი
მუსიკის შექმნის პროცესი მალე დამთავრდა,[9] მაგრამ ვოკალისტ ჯეიმზ ჰეტფილდს პრობლემები ჰქონდა ვოკალთან და ტექსტთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, ეს სიმღერა იყო ბოლო ალბომში, რომელზეც ტექსტი შეიქმნა,[2] ხოლო ამჟამინდელი ტექსტი პირვანდელი სახით არ არის; ჰეტფილდს სჯეროდა, რომ სიმღერას ჰქონდა თვალშისაცემი და კომერციული სახის ჟღერადობა და, კონტრასტულობისთვის, მან დაწერა ტექსტი, რომელიც ეხებოდა სრულყოფილი ოჯახის ნგრევას, დიდსა და საშინელ საიდუმლოს ოჯახში, შეიცავდა მინიშნებებს უცაბედი სიკიდილის სინდრომზე ინფარქტით.[17][18] პირველად მეტალიკის ისტორიაში ულრიხმა და პროდიუსერმა ბობ როკმა უთხრეს ჯეიმზს, რომ მისგან უკეთეს ტექსტს ელოდნენ.[17] ბობმა ჯეიმზს განუცხადა, რომ ტექსტი დიდებული იყო, მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდა. არ იყო საჭირო, პროცესების ასე სიტყვა-სიტყვით აღწერა, რომ მას შეეძლო ეს ყველაფერი უფრო პოეტურად ეთქვა.[7] ბობს ეჯერა, რომ „სიკვდილი არ გაიყიდებოდა“.[18] შესაბამისად, ეს პუნქტი ჯეიმზმა ხელახლა დაწერა და მივიღეთ ის ტექსტი, რომელიც ახლა აქვს სიმღერას.[7] ახლანდელი ტექსტი კი ეთმობა კოშმარებს,[19][20] მათ ბუნებას და ბავშვის სიზმრების სამყაროში გადასვლის შიშს, სადაც მას მუდმივად უთვალთვალებს მოხუცი კაცი, „ქვიშის კაცი“.[18][21]
ჟურნალ როლინგ სტოუნის ჟურნალისტ რობერტ პალმერის შეფასებით,[22] Enter Sandman, შესაძლოა, პირველი იავნანა იყოს მეტალის ჟღერადობით, რომელიც ჯეიმზის ხმით ურჩევს ბავშვს:
|
კატეგორია: საინტერესო ამბავი |
ნანახია: 787 |
დაამატა: Capitan
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
|