პარასკევი, 2024-12-27, 10:13 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 22 » ექსოსკელეტონები ამერიკელი ჯარისკაცების სამსახურში
8:23 PM
ექსოსკელეტონები ამერიკელი ჯარისკაცების სამსახურში


ამერიკულმა აეროკოსმოსურმა კომპანია “ლოკჰიდ მარტინმა” უნივერსალური სატვირთო ექსოსკელეტონი HULC (ჰუმან იუნივერსალ ლოუდ ქარიერ) შექმნა, რომელიც ჯარისკაცებს მძიმე ეკიპირების გადატანაში დაეხმარება. კომპანიამ უკვე გააფორმა პენტაგონთან პირველი კნტრაქტი, რომელიც ამერიკის არმიისთვის 1.1 მილიონი დოლარის ღირებულების HULC-ის მიწოდებას ითვალისწინებს.

მართალია, სახელი HULC სიტყვების (ადამიანის უნივერსალური მტვირთავი) აბრევიატურაა, მაგრამ ის ასევე მოგვაგონებს კომიქსების, მხატვრული ფილმისა და მულტსერიალის გმირ ჰალკ-ს, რომელიც ადამიანი-დევის მსგავსი მწვანე მონსტრია, როგორადაც ფიზიკურად განუვითარებელი მეცნიერი, სპეციალური ცდების შემდეგ გარდაიქმნება.

HULC-ი ნახევრად რობოტიზებული მოწყობილობაა. მისი კიდურების მსგავსი სტრუქტურა, ტიტანისგანაა დამზადებული, მათს მოძრაობას კი ჰიდრავლიკური სისტემა უზრუნველყოფს. გარდა ამისა, მოწყობილობას აქვს ელექტრონული ტვინი, რომლის დახმარებითაც, ის ადამიანის მოძრაობის სინქრონულად მოქმედებს. ექსოსკელეტონის დახმარებით, ჯარისკაცს 90 კილოგრამი ტვირთის ხანგრძლივად და შორ მანძილზე ტარება შეუძლია. ამასთან, HULC-ი მას სწრაფად მოძრაობაშიც ეხმარება.
ცნობისათვის, პირველი მსგავსი მოწყობილობა, სახელად “ჰარდიმენ”, ჯერ კიდევ 1960-იან წლებში, ამერიკულმა კომპანია “ჯენერალ ელექტრიკმა” დაამზადა. იმ ექსოსკელეტონის დანიშნულებაც სამხედროებისთვის დახმარება იყო. მისი დახმარებით, 110-კილოგრამიანი ტვირთის აწევა იყო შესაძლებელი, მაგრამ პროექტი არ გაგრძელდა, რისი მიზეზიც ის გარემოება გახდა, რომ “ჰარდიმენი” ძალიან მძიმე იყო – ის 680 კილოგრამს იწონიდა.

“ლოკჰიდ მარტინი” აცხადებს, რომ HULC-ით აღჭურვილი სამხედროს შესაძლებლობები მნიშვნელოვნად უმჯობესდება. მას უნარი აქვს, ნახევრად ჩამჯდარმა იმოძრაოს, ხოხვით გადალახოს დიდი მანძილი. მისი დახმარებით, ბევრ ისეთ მოძრაობას ასრულებს, რომლებსაც ჩვეულებრივ, დიდი ძალისხმევა სჭირდება. ამასთან, ამ დროს, ადამიანის ტანი მინიმალურადაა დატვირთული. თავად ექსოსკელეტონს 70 კილოგრამი ტვირთის ზიდვა შეუძლია. ამგვარად, ადამიანზე, რომელიც HULC-ის დახმარებით, 90 კილოგრამიან ტვირთს ასწევს, რეალურად მხოლოდ 20 კილოგრამი დატვირთვა მოვა. დანარჩენს კი ექსოსკელეტონი აითვისებს.

გარდა ამისა, HULC-ი კომპაქტური გაბარიტებითაც გამოირჩევა, ის ადვილად და სწრაფად იხსნება და მაგრდება. ამას კი ჯარისკაცისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის ტვირთის სწრაფად მოხსნას და ბრძოლაში ჩაბმას შეძლებს.
კატეგორია: გამოგონება | ნანახია: 787 | დაამატა: Capitan | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
Block title
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz