დინამიტი
(ბერძნული δυναμις-სგან-ძალა)-მაღალბრიზანტული მფეთქებადი ნივთიერება, რომელიც წარმოადგენს ნიტროეთერების და ფლეგმატიზატორების ნარევს. შექმნილი იქნა ა.ნობელის მიერ, 1859 წელს, ტრინიტროგლიცერინის და კაჟმიწის(კიზელგურის) შერევისას. გამოიყენებოდა სამხედრო და სამთო-მომპოვებელ საქმეში. დღეს-დღეობით პრაქტიკული გამოყენებიდან გამოდევნილია ამონიტების მიერ, რომელთა წარმოებაც გაცილებლად იაფი ჯდება.
შემადგენლობა და დამზადება:
სტანდარტული დინამიტი-62% ტრინიტროგლიცერინი ან მისი ნარევი ეთილენგლიკოლდინიტრატთან, დაბალაზოტიანი ნიტროცელულოზა-3%, კალიუმის ან ნატრიუმის ნიტრატი-27%, ხის ფქვილი-8%.
დინამიტი ცეცხლსაშიშ მაღაროებში მუშაობისთვის(ცეცხლჩამქრობი დანამატით სუფრის მარილით)-10% ტრინიტროგლიცერინი ან მისი ნარევი ეთილენგლიკოლდინიტრატთან, დაბალაზოტიანი ნიტროცელულოზა-1%, ამონიუმის ნიტრატი-58%, ნატრიუმის ქლორიდი 18%.
დამზადებისას ჯერ იღებენ ”მგრგვინავ ლაბას”, რომელიც წარმოადგენს ნიტროეთერების და კოლოქსილინის ნარევს, ინგრედიენტების გამხსნელში გახსნით და გამხსნელის აორთქლებით (ხშირად გამხსნელი ეთილის სპირტის და დიეთილის ეთერის 1-1-ზე ნარევია მასებით), შემდეგ მგრგვინავ ლაბას ფლეგმატიზატორებს ურევენ.
დეტონატორი:
მიუხედავად იმისა, რომ უმრავლეს შემთხვევაში დინამიტი ჟელესებრი მასაა, თხევადი ნიტროეთერების თვისებების გამო (კერძოდ დეტონაციის ორი რეჟიმის ქონა), მისი დეტონაციისთვის ძლიერი დეტონატორების გამოყენებაა მიზანშეწონილი. ძირითდად იყენებენ кд-8 (კაფსულ-დეტონატორი 8)..
|