ჯგუფის შექმნა
1967 წელს ჯგუფ სერჩერსის ყოფილი დრამერი კრის კურტისი დაუკავშირდა ლონდონელ ბიზნესმენ ტონი ედვარდს იმ იმედით, რომ ის დაეხმარებოდა ახალი ჯგუფის შექმნაში. ედვარდსმა თანხმობა განაცხადა დაფინანსებაზე თავის ორ პარტნიორ : ჯონ კოლეტასა და ჯონ ჰაირთან ერთად. (ჰაირი-ედვარდსი-კოლეტა H-E-C ენტერფრაისი)
კურტისი შეუდგა ახალი ჯგუფის ჩამოყალიბებას, რომლის სახელი იყო რაუნდებაუთი. პირველი ვინც ჯგუფს შეუერთდა იყო ჯონ ლორდი . შემდგომ კურტისმა დაითანხმა გიტარისტი რიჩი ბლექმორი დაბრუნებულიყო ჰამბურგიდან და მიეღო მონაწილეობა მოსმენაში ახალი ჯგუფის შექმნის მიზნით. კურტისი მალე ჩამოშორდა ჯგუფს, მაგრამ ბლექმორმა და ლორდმა გაგრძელეს მუშაობა H-E-C ენტერფრაისთან და ჯგუფში მიღეს ბას-გიტარისტი ნიკ სიმპერი, მოგვიანებით კი ვოკალისტი როდ ევანსი და დრამერი იან პეისი. 1968 წლის გაზაფხულს დანიაში ტურნეს შემდეგ ჯგუფის წევრებმა გადაწყვიტეს ჯგუფოსთვის დაერქვათ Deep Purple (იდეა რიჩი ბლექმორს ეკუთვნოდა)
1968 წლის ტურნე აშშ-ში ჯგუფისთვის წარმატებული გამოდგა. სიმღერა Hush (Hush) სადებიუტო ალბომიდან Shades of Deep Purple Deep Purple-ის პირველ ჰიტად მიჩნევა. მეორე ალბომის The Book of Taliesyn გამოსვლა დაემთხვა ჯგუფის ამერიკაში ტურნეს პერიოდს . ინგლისში ის მხოლოდ შემდეგ წელს გამოჩნდა. 1969 წელს გამოვიდა მესამე ალბომი Deep Purple. ინგლისში ეს ალბომი ჰარვესთ რექორდსმა გამოუშვა, ამერიკაში კი - ტეტრაგრამატონმა. ამ უკანასკნელს პრობლემები შექმნა, რადგან ალბომის ყდისთვის გამოყენებული სურათი ჰიერონიმუს ბოსხის ტკბობის ბაღი ვატიკანს ეკუთვნოდა. საბოლოდ ტეტრაგრამატონი გაკოტრდა, როცა ალბომის ჯერ კიდევ უშვებდნენ. სამი ალბომის გამოშვების და ამერიკაში ხანგრძლივი ტურნეს შემდეგ როდ ევანსი და ნიკ სიმპერი უცერემონიოდ გაძევეს, მათ ნაცვლად კი ვოკალისტი იან გილანი და ბას-გიტარისტი როჯერ გლოვერი მიღეს. ასე ჩამოყალიბდა ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შემადგენლობა. ჯგუფის ამ შემადგენლობამ გამოუშვა საკონცერტო ალბომი Concerto for Group and Orchestra, სრული სამ მოქმედებიანი ნაწარმოები, რომლის ავტორიც ჯონ ლორდი არის. Deep Purple-მა ეს ნაწარმოები სამეფო ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად შეარსულა სამეფო ალბერტ ჰოლში (დირიჟორი - მალკოლმ არნოლდი). ეს იყო როკ ჯგუფისა და ორკესტრის ერთ-ერთი პირველი ერთობლივი ნამუშევარი, თუმცა, იმ დროისთვის, Deep Purple-ის ზოგიერთი წევრი (განსაკუთრებით რიჩი ბლექმორი) არცთუ მოხარული იყო იმით, რომ მათი ჯგუფი მოიხსენიებოდა როგორც ჯგუფი, რომელიც ორკესტრთან ერთად უკრავდა. მათ განზრახული ჰქონდათ ჯგუფის განვითარება უფრო ვიწრო, ჰარდ როკ სტილში.
მსოფლიოს მწვერვალზე
ორკესტრთან ერთად შესრულებული კონცერტის შემდეგ ჯგუფმა დაიწყო თავბრუდამხვევი ტურნე. ამ პერიოდის პირველი სტუდიური ალბომი - Deep Purple in Rock 1970 წელს გამოვიდა. ჯგუფმა ასევე ჩაწერა სიმღერა Black Night, რომელიც მაშინვე ჰიტად იქცა და დიდი ბრიტანეთის მუსიკალურ ათეულში მოხვდა. ბლექმორ-ლორდის მუსიკა, გილანის ვოკალი, გლოვერისა და პეისის რითმული განყოფილებები ყველასათვის ადვილად საცნობი გახდა. შემდეგი, უფრო სრულყოფილი და პროგრესიული, ალბომი ცეცხლოვანი ბურთი 1971 წელს გამოვიდა. ჯგუფის კიდევ ერთი სიმღერა Strange Kind Of Woman კვლავ ათეულში მოხვდა.
1972 წელს Deep Purple აგრძელებდა გასტროლებს და ალბომებოს ჩაწერას. ალბომი Machine Head უნდა ჩაეწერათ სამორინე მონტრეში როლინგ სტოუნზის მოძრავ ხმისჩამწერ სტუდიაში, მაგრამ ფრენკ ზაპასა და Mothers of Invention-ის კონცერტის დროს სავარაუდოდ შემთხვევით გაჩენილი ხანძრის შედეგად სამორინე დაიწვა. ალბომი ჩაწერეს ახლომდებარე სასტუმრო გრანდ ჰოტელში. ამ შემთხვევამ შთაგონათ დაეწერათ ცნობილი სამღერა Smoke on the Water. გილანი ამტკიცებდა, რომ მან დაინახა კაცი, რომელმა კონცერტის დროს სასიგნალო მაშხალა გაისროლა, რაც ხანძრის მიზეზი გახდა. მეშინ ჰედი Deep Purple-ის ერთ-ერთ საუკეთესო და კლასიკურ ალბომად ითვლება. მეშინ ჰედის შემდეგ გამოვიდა საკონცერტო ალბომი Made in Japan, რომელიც ძირითადად იაპონიაში სამი კონცერტის დროს ჩაიწერა. Made in Japan დღესაც მიიჩნევა ყველაზე ცნობილ როკ საკონცერტო ალბომად, რომელიც კი ოდესმე ჩაწერილა.
Deep Purple-ის ეს შემადგენლობა აგრძელებდა მუშაობას და 1973 წელს გამოუშვა ალბომი Who Do We Think We Are და ჰიტი Woman from Tokyo, მაგრამ დაძაბულობა ჯგუფის წევრებს შორის უკვე აშკარა იყო. ევროპული ტურნეს შემდეგ გილანმა დატოვა ჯგუფი, გლოვერიც მასთან ერთად გაუშვეს. მათ მაგივრად აიყვანეს იმდროისთვის უცნობი მომღერალი ჩრდილოეთ ინგლისიდან დევიდ კოვერდეილი და ბას-გიტარისტი გლენ ჰიუზი. ახალმა შემადგენლობამ ჩაწერა მძიმ ბლუზ/როკის სტილში ალბომი Burn, კიდევ ერთი წარმატებული ნამუშევარი. ჰიუზმა და კოვერდეილმა ჯგუფს შემატეს რიტმ ენდ ბლუზის და სოულის ელემენტები, რაც უფრო თვალნათლივ შემდეგ ალბომში Stormbringer (1974) გამოჩნდა. ბლექმორი უკმაყოფილო იყო ამ შედეგით , რის გამოც მან დატოვა Deep Purple. ბლექმორმა რონი ჯეიმზ დიოსა და ელფთან ერთად დაარსა ახალი ჯგუფი რეინბოუ.
ბლექმორის წასვლით , Deep Purple-ში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცარიელი ადგილის შევსება გახდა საჭირო. თუმცა დარჩენილმა წევრებმა მარცხი არ აღიარეს და მალე გამოაცხადეს შეუცვლელი წევრის შენცვლელი. ეს იყო ახალგაზრდა ამერიკელი ტომი ბოლინი.
ბოლინის მისმენაზე მიწვევა კოვერდეილის იდეა იყო.
ჯგუფში მნიშვნელოვანი ცვლილების შემდეგ 1975 წელს აშშ-ში გამოვიდა ალბომი Come Taste the Band. მიუხედავად კრიტიკოსთა განსხვავებული აზრისა, ახალმა ალბომა გამოაცოცხლა ჯგუფი და ახალი ჟღერადობა შესძინა მათ მუსიკას. ბოლინის გავლენა მნიშვნელოვანი იყო, მას მრავალი ახალი იდეა ჰქონდა. მაგრამ, შემდგომ ბოლინის ნარკოტიკებისადმი მიდრეკილების გამო, მრავალი კონცერტი გადაიდო და ჩაიშალა.
ამ ყველაფრის დასასრული 1976 წლის მარტს ბრიტანეთში ტურნეს დროს დადგა. 1968-1976 წლების Deep Purple-ის ფინალური შოუს დროს, გიტარის სოლოს შესრულებისას, ჰეროინის ცუდად შერეული დოზის გამო ბოლინს მარცხენა ხელი დროებით წაერთვა. გიტარისტს დაკვრა აღარ შეეძლო. კოვერდეილმა აცრემლებულმა დატოვა სცენა. ეს დასასრული იყო. ეს ტრაგედია იყო, - განაცხადა კოვერდეილმა. ტომი შესანიშნავი გიტარისტი იყო, მაგრამ მას უბრალოდ არ შეძლო ... რამე ეღონა. Deep Purple-ის დაშლის შესახებ საბოლოდ 1976 წლის ივლისში გამოაცხადეს.
მაგრამ ნამდვილი ტრაგედია მაშინ მოხდა, როცა ბოლინმა თავის მეორე სოლო ალბომზე Private Eyes დაამთავრა. წლის 4 დეკემბერს , მაიამიში, ბოლინი მისმა მეგობარმა გოგონამ უგონოდ იპოვა. როცა ტონის გაღვიძება ვერ შესძლო, სასწრაფო დახმარება გამოიძახა. მაგრამ უკვე გვიან ოყო. სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად სხვადასხვა სახის ნარკოტიკით ინტოქსიკაცია დასახელეს. ტომი ბოლინი მხოლოდ 25 წლის იყო.
Deep Purple-ის ყოფილმა წევრებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს სხვადასხვა ჯგუფებში (რეინბოუ, უაითსნეიკი, ბლექ საბათი და გილანის ჯგუფი)
ჯგუფის აღდგენა
ჯგუფის გამოსვლა 1984 წელს
1980 წელს როდ ევანსმა შეკრიბა ჯგუფი და Deep Purple-ის სახელით რამდენიმე კონცერტი ჩაატარა, სანამ მას ამ ბრენდის გამოყენება აუკრძალეს.
მიუხედავად ამისა, 1984 წლის აპრილში, ჯგუფის დაშლიდან 8 წელიწადში აღდგენა შედგა. რადიო ბი ბი სი-მ გამოაცხადა, რომ 70-იანების შემადგენლობა – ბლექმორი, გილანი, გლოვერი, ლორდი და პეისი ახალ ალბომზე მუშაობდნენ. 1984 წლის ოქტომბერში გამოვიდა Perfect Strangers, რასაც მოყვა გასტროლები მთელ მსოფლიოში. ინგლისში გამართულ კონცერტს 80 000 ფანი დაესწრო. 1987 წელს გამოვიდა ალბომი The House of Blue Light, 1988 წელს – საკონცერტო ალბომი Nobody's Perfect. ჯგუფის 20 წლის იუბილის აღსანიშნავად გამოვიდა სინგლ Hush–ის ახალი ვერსია. 1989 წელს ბლეკმორთან უთანხმოების გამო გილანს ჯგუფი დაატოვებინეს, მის მაგივრად მოიწვიეს რეინბოუს ვოკალისტი ჯო ლინ ტერნერი. ამ შემადგენლობამ ჩაწერა მხოლოდ ერთი ალბომი Slaves & Masters (1990). ეს იყო ბლექმორის საყვარელი ალბომი.
ფანების უმრავლესობა უკმაყოფილო იყო ტერნერით და გილანის დაბრუნებას ითხოვდა. ასე ფიქრობდნენ ლორდი, პეისი, გლოვერი და ჩამწერი სტუდიაც. ბლექმორი დათანხმდა და Deep Purple-ის კლასიკურმა შემადგენლობამ 1993 წელს გამოუშვა ალბომი The Battle Rages On. ამ ალბომის მხარდამჭერ გასტროლებზე გილანმა და ბლექმორმა ისევ იჩხუბეს. ბლექმორი ჯგუფიდან წავიდა. გასტროლების დასამთავრებლად გიტარისტად მოვიდა ჯო სატრიანი. მას ჯგუფში საბოლოოდ დარჩენაც შესთავაზეს, მაგრამ ამის უფლებას არ იძლეოდა მისი კონტრაქტი ჩამწერ სტუდიასთან. ბენდმა აიყვანა სტივ მორსი.
აღორძინება
1996 წელს გამოვიდა ალბომი Purpe
ndicular, რომელშიც მრავლად იგრძნობოდა მორსის ახალი იდეები. ამას მოჰყვა ასევე წარმატებული ალბომი Abandon (1998).
ჯგუფის გამოსვლა სტივ მორსთან ერთად
1999 წელს, ლორდმა ერთ-ერთ მუსიკოს ფანთან ერთად გადააკეთა Concerto for Group and Orchestra და ეს კონცერტი კიდევ ერთხელ გაიმართა სამეფო ალბერტ ჰოლში იმავე წლის სექტემბერში. ამ შემთხვევაში Deep Purple-თან ერთად გამოდიოდა ლონდონის სიმფონიური ორკესტრი პოლ მენის დირიჟორობით.
ჯგუფი აგრძელებდა გასტროლებს 2002 წლამდე, სანამ ლორდმა არ განაცხადა ჯგუფიდან წასვლის თაობაზე. ის შეცვალა დონ ეირიმ.
2003 წელს Deep Purple-მა გამოუშვა ახალი ალბომი Bananas და დაიწყო გასტროლები მის მხარდასაჭერად. 2005 წლის ივლისში მიიღეს მონაწილეობა საქველმოქმედო მარათონში Live 8. იმავე წლის ოქტომბერში კი გამოვიდა Rapture of the Deep. მიუხედავად იმისა, რომ ალბომი მხოლოდ რამდენიმე კვირაში ჩაიწერა, ის ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე პროგრესული და საინტერესო ნაშრომი გამოდგა. ალბომს კიდევ ერთი ხანგრძლივი მსოფლიო ტურნე მოჰყვა.
2007 წელს გილანმა ოფიციალურად ითხოვა მოყვარულებისგან, რომ არ შეეძინათ ჯგუფის საკონცერტო ალბომი, რომელიც ჩაწერილი იქნა 1993 წელს ეროვნულ საგამოფენო ცენტრში (ბირმინგემი). ამ ჩანაწერების გამოცემა არ იყო სანქცირებული ჯგუფის რომელიმე წევრის ან მთლიანად Deep Purple-ის მხრიდან. ამასთან, გილანმა განაცხადა - ”ეს იყო ჩემი და მთლიანად ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პერიოდი”.
|