პარასკევი, 2024-12-27, 11:21 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 11 » დედამიწაზე "მარსიანელები" დაბრუნდნენ
8:55 PM
დედამიწაზე "მარსიანელები" დაბრუნდნენ


მოსკოვში ექსპერიმენტი "მარსი 500" დასრულდა, რომელიც მარსზე გაფრენის იმიტირებას ისახავდა მიზნად. ამ მოვლენის პირდაპირ ტრანსლაციას ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) ახორციელებდა.

ეკიპაჟში სამი რუსი - მეთაური ალექსეი სიტევი, ექიმი სუხრობ კამოლოვი და მკვლევარი ალექსანდრ სმოლევსკი, ასევე სამი - უცხოელი - ფრაგნი რომან შარლი, (ბორტინჟინერი), იტალიელი - დიეგო ურბინი (მკვლევარი) და ჩინელი - ვანგ იუ (მკვლევარი) იმყოფებოდნენ.

"მარსი 500"-ის მესამე ეტაპი 2010 წლის ივნისიდან 2011 წლის ნოემბრამდე - 520 დღის განმავლობაში გრძელდებოდა (წინა ორი ეტაპი 14 და 105 დღეს გრძელდებოდა). 12-დან 23 თებერვლამდე ეკიპაჟის სამი წევრი "მარსზე იმყოფებოდა". ექსპერიმენტის ფარგლებში მკვლევარები მოდელირებულ ფრენებს ახორციელბდნენ, რომლის დროსაც "მარსის" გრუნტს სწავლობდნენ და სხვადასხვა სახის ექსპერიმენტებს ატარებდნენ.

ექსპერიმენტის მთავარი მიზანი ხანგრძლივი კოსმოსური ფრენების დროს ფსიქოლოგიური ასპექტების შესწავლა იყო. პარალელურად მაიმუნებზე ცდები მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც ცოცხალ ორგანიზმებზე კოსმოსური რადიაციის ზემოქმედებას სწავლობდნენ. მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ მარსზე გაფრენის დროს ერთ-ერთი მთავარი საფრთხე ადამიანისთვის რადიაცია იქნება.

ექსპერიმენტში მონაწილეობისთვის ეკიპაჟის რუსი და ევროპელი წევრები 3 მლნ რუბლს მიიღებენ. ჩინელის ჯილდოს ოდენობა კი არ ხმაურდება.
კატეგორია: მეცნიერება | ნანახია: 966 | დაამატა: Capitan | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
Block title
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz