პარასკევი, 2024-12-27, 11:33 AM მოგესალმები სტუმარი | RSS
"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 11 » დაზოგეთ საწვავი
|
საწვავის ფასი ლამის ყოველდღიურად იზრდება, ამიტომ, დროა, ავტომანქანის "ქართულად” მართვას გადაეჩვიოთ და საწვავის ეკონომიაზე იფიქროთ. მაგალითად, სულაც არ არის აუცილებელი, ავტომობილი მაშინ "მოწყვიტოთ” ადგილიდან, როცა შუქნიშანზე ყვითელი ფერიც კი არ აციმციმებულა ბოლომდე – ამით საბურავებსაც დაზოგავთ, საწვავსაც და გარშემომყოფთა ნერვებსაც. გარდა ამისა:
მოაწესრიგეთ ავტომანქანა
ყურადღება მიაქციეთ, რომ მანქანის სალონში დიდი რაოდენობით არ დაგროვდეს ისეთი ნივთები, რომლებსაც, დიდი ხანია, ეკუთვნით ავტოფარეხში, ანდა სულაც სანაგვეში "გადაბარგება”. ზედმეტი ტვირთი ავტომანქანას წონას მატებს, რაც თავის მხრივ, საწვავის ხარჯს ზრდის.
შეამოწმეთ საბურავები
ნახევრად დაბერილი საბურავი მხოლოდ ავარიაში მოხვედრის შანსს კი არა, ბენზინის ხარჯსაც ზრდის. ასეთ დროს, შესაძლოა, ხარჯმა 3%-ითაც კი მოიმატოს.
კლიმატკონტროლი
კონდიციონერი და კლიმატკონტროლი ავტომანქანაში მეტად საჭირო რამ არის. თუმცა ტექნიკის მიღწევების მუდმივად გამოყენება არ ღირს. გამოკვლევის შედეგად დადგენილია, რომ ავტომობილის სალონში ჰაერის გაგრილებამ, შესაძლოა, საწვავის ხარჯი 100 კილომეტრზე 1 ლიტრითაც კი გაზარდოს. ასე რომ, თუ ბენზინგასამართი სადგურის მფლობელი არ ხართ, კლიმატკონტროლი მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენეთ.
შეამცირეთ ბრუნი
სიჩქარის გადაცემათა მექანიკური კოლოფის შემთხვევაში, მომდევნო სიჩქარეში კოლოფი მანამდე გადართეთ, სანამ მაჩვენებელი წუთში 2500 ბრუნს მიაღწევს.
დაგეგმეთ მარშრუტი
ზედმეტი მანძილი ტყუილუბრალოდ რომ არ გაიაროთ და დანიშნულების ადგილას მისვლამდე უცნობ ქუჩებს "წრეები არ ურტყათ”, უმჯობესია, მარშრუტი წინასწარ დაგეგმოთ. გარდა ამისა, თუ გზაზე ყურადღებით იქნებით, შორიდანვე გეცოდინებათ, გზის რომელ მონაკვეთზე დაგჭირდებათ აჩქარება და არა პირიქით, სისწრაფის შენელება – ექსტრემალური დამუხრუჭება ხომ საწვავის ხარჯს მნიშვნელოვნად ზრდის.
დაბოლოს: იარეთ ფეხით!
რაც უნდა სამწუხარო იყოს, საწვავს ყველაზე ეფექტურად მხოლოდ იმ შემთხვევაში დაზოგავთ, თუ… საკუთარი ავტომანქანით იშვიათად იმგზავრებთ. თუ შედარებით მცირე მანძილი გაქვთ გასავლელი, ფეხით წაბრძანდით, თუ არადა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლეთ…
|
კატეგორია: საინტერესო ამბავი |
ნანახია: 741 |
დაამატა: xuco
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|