სულ რამდენიმე დღის წინ ცნობილმა მსახიობმა ედი მერფიმ უარი თქვა ოსკარის 84_ე დაჯილდოვების ცერემონიის წამყვანობაზე, თუმცა ოსკარის ორგანიზატორებმა მსახიობს რეკორდულ დროში უპოვეს შემცვლელი.
შოუს 63 წლის ამერიკელი კომიკოსი ბილი კრისტალი (Billy Crystal) გაუძღვება. ამის შესახებ თავად ცნობილმა მსახიობმა და შოუმენმა თავის ტვიტერზე დაწერა: "მე როდესაც შემატყობინეს ამის შესახებ ძალიან გამიხარდა და მოუთმენლად ველი როდესაც ეს დღეც დადგება”. კრისტალი 8_ჯერ უძღვებოდა ამ დაჯილდოებებს და ყოველ ჯერზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებს ტოვებდა. ბოლოს ის 2004 წელს იყო ოსკარის წამყვანი.