შაბათი, 2024-12-28, 4:27 PM მოგესალმები სტუმარი | RSS
"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!
მთავარი » 2012 » აპრილი » 3 » ბიგ ბენი ინგრევა?
5:05 PM ბიგ ბენი ინგრევა? |
დღემდე ზუსტად არავინ იცის, საიდან წარმოიშვა სახელი ”ბიგ-ბენი”. მის ზარს BBC ყოველ საათს გადმოსცემს. ტურისტებს ბიგ-ბენის შენობაში არ უშვებენ, ბიგ-ბენის კოშკის სიმაღლე 96 მეტრია, ზემოთ ასვლა კი შესაძლებელია მხოლოდ ვიწრო, ხრახნული კიბით. ასვლა გინდათ? მაშინ მოემზადეთ და დინჯად აიარეთ 334 საფეხური. ახვალთ და აღმოჩნდებით პატარა ბაქანზე, სადაც მოთავსებულია ლეგენდებით გარემოცული ორმეტრიანი ზარი. ერთნი ამბობენ, რომ ამ საათს სახელი ბიგ-ბენის მშენებლობის უფროსის, ბენჟამენ ჰოლის პატივსაცემად დაარქვეს. იგი ზორბა კაცი გახლდათ და მეტსახელად ბიგ-ბენი შეარქვეს.სხვების აზრით, ზარის სახელი დედოფალ ვიქტორიას დროინდელი მოკრივე ბენჟამენ კაუნტთან არის დაკავშირებული. მოკლედ, ამ საათს ძალიან კარგი სახელი აქვს და ასე ვის ან რის გამო ”მონათლეს”, მნიშვნელობა არა აქვს. ”მე უფალი მმფარველობს და მისი ძალა არავის მისცემს გზიდან აცდენის საშუალებას”-ბიგ-ბენი თავისი შედარებით მომცრო ზარებით სწორედ ამ სიტყვებს გადმოსცემს. ყოველ მეორე დღეს საათის მექანიზმს ზეთავენ. გარდა ამისა, შემოწმების დროს ითვალისწინებენ დღის ტემპერატურას, ატმოსფერულ წნევას და ამინდის პირობებს. ნებისმიერი საათივით ბიგ-ბენიც ზოგჯერ ჩამორჩება დროს, დაახლოებით დღე-ღამეში 1,5-2 წამით.ბიგ-ბენის ციფერბლატი ისეა მოწყობილი, რომ ყოველი მხრიდან ჩანს დრო, რომელსაც ბიგ-ბენი აჩვენებს. საათი დამზადებულია ბირმინგემული ოპალისგან, ისრები ჩამოსხმულია თუჯისგან, წუთების მაჩვენებელი ისრები კი სპილენძის ფირფიტებისგან. გამოკვლევებით დადგინდა, რომ წელიწადში წუთის მაჩვენებელი ისრები 190 კილომეტრს ”ფარავს”. ბიგ-ბენის ისტორია დაიწყო 1844 წელს, როდესაც არქიტექტორმა ჩარლზ ბერიმ, ვესტმინსტერის სასახლის აღმშენებელმა, პარლამენტს სთხოვა გამოეყოთ მისთვის თანხა, რათა წმ. სტეფანეს კოშკზე საათი დაედგა.პარლამენტმა მისი თხოვნა შეასრულა იმ პირობით, რომ ახალი საათი, მსოფლიოში ყველაზე ზუსტი და დიდი იქნებოდა, ხოლო ამ საათის ზარის ხმა მთელ იმპერიას უნდა გაეგონა.ექვემდებარება თუ არა ბიგ-ბენი რესტავრაციას, ჯერჯერობით უცნობია.
|
კატეგორია: საინტერესო ამბავი |
ნანახია: 852 |
დაამატა: Capitan
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|