მთავარი » 2011 » დეკემბერი » 22 » ბაობაბი
|
ლეგენდარული ხე ბაობაბი დედამიწის სიმბოლოა. ამ ხეს სახელი, როგორც ჩანს, არაბული სიტყვის, “ბუ ჰუბაბ”-ის მიხედვით უწოდეს, რაც მრავალთესლიან ნაყოფს ნიშნავს.
ბაობაბის ხეს აგრეთვე უწოდებენ “სააფთიაქო ხეს” და “მაგიის ხეს”. ბაობაბი გახლავთ სიძლიერის, გამძლეობისა და მარადიულობის სიმბოლო.
ბაობაბი ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი უძველესი ბინადარია. ამ ფანტასტიკური ხის შესახებ არაერთი ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი ინდური ლეგენდის თანახმად, მას, ვინც ბაობაბის ხის ქვეშ დადგება და სურვილს ჩაუთქვამს, ნატვრა აუცილებლად აუსრულდება. უცნაურია, მაგრამ ეს სიტყვები სიმართლესთან ახლოსაა.
ბაობაბი ტროპიკული მცენარეა. განსაკუთრებით ცნობილია აფრიკული ბაობაბი – ადანსონია პალცატა, რომელსაც სახელი საფრანგეთის აკადემიის წევრის, ტროპიკული აფრიკის ფლორისა და ფაუნის მკვლევარის, მიშელ ადანსონის (1727-1806) პატივსაცემად უწოდეს.
|
კატეგორია: საინტერესო ამბავი |
ნანახია: 796 |
დაამატა: Capitan
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|