პარასკევი, 2024-12-27, 10:36 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 17 » ბანკნოტი
11:07 PM
ბანკნოტი

ბანკნოტი , იგივე ბანკის ბილეთი, ფულის საკრედიტო ნიშანი, რომელსაც უშვებს საემისიო ბანკი და რომელიც ცვლის ლითონის ფულს მიმოქცევაში. ბანკის ბილეთი წარმოიშვა ფულის, როგორც გადახდის საშუალების, განვითარებასთან ერთად; წარმოებისა და საქონელბრუნვის ზრდასთან ერთად ლითონის ფულის ნაცვლად ნაწილობრივ იყენებდნენ კომერციულ თამასუქს, რომელიც თანდათან შეცვალა ბანკის ბილეთმა. ბანკის ბილეთს უშვებდა თითქმის ყველა ბანკი; ბანკის ბილეთის რეგულირებული ემისია სახელმწიფოს მიერ ინგლისის ბანკის დაარსებით 1694 წელს დაიწყო. 1833 წელს ბანკის ბილეთი ინგლისის ეროვნულ ფულად გადაიქცა და გადახდის საშუალების კანონიერი უფლება მოიპოვა. საფრანგეთში ბანკის ბილეთი ეროვნული ფულის ნიშნად გადაიქცა 1800-1803 წლებში; გერმანიაში (პრუსიაში) – 1846 წელს და ჰოლანდიაში – 1814-1830 წლებში. ბანკის ბილეთი ოქროზე გადასახურდავებელი ვალდებულებაა. ბანკის ბილეთის ოქროზე გადახურდავება კერძო პირს არ შეუძლია.

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 797 | დაამატა: xuco | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
Block title
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz