პარასკევი, 2024-12-27, 10:24 AM მოგესალმები სტუმარი | RSS
"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 4 » ავტომობილის ფერი და მფლობელის ხასიათი
6:06 PM ავტომობილის ფერი და მფლობელის ხასიათი |
შავი ფერის მანქანა საკუთარ თავში დარწმუნებულ, პრინციპულ, ძალაუფლების მოყვარულ და საკუთარ ძალებშიდარწმუნებულ ადამიანს აქვს.
გაწონასწორებული, წყნარი და აკურატული ადამიანი თეთრი ფერის მანქანას ყიდულობს.
ცისფერი ფერის მანქანას მორიდებული, მშვიდი, ლოიალური მძღოლი მართავს. კარგი მეოჯახე და ერთგული მეგობარია
მწვანე ავტოს მფლობელი გაჭირვებაში არ მიგატოვებთ. ბრძენი და ლიდერია
დინამიკური, არაორდინარული და ოპტიმისტი ადამიანი ფორთოხლისფერ მანქანას ირჩევს
წითელი ავტომობილის მფლობელს ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს; მიზანდასახული და ამბიციურია. ფსიქოლოგების აზრით, წითლის მოყვარული ვნებიანი და ცოტათი აგრესიული პიროვნებაა.
ქუჩაში ვარდისფერ მანქანას იშვიათად შეხვდებით (მისი მფლობელი - ქალი, თანაც აუცილებლად ქერათმიანი იქნება). მძღოლი ამბიციური და მგრძნობიარეა; ხშირად იღიმის და მუდმივად ზრუნავს საკუთარ გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე
სიცოცხლის მოყვარულ, მხიარულ ადამიანს ყვითელი ფერის ავტომობილი ჰყავს. უყვარს ხალხთან ურთიერთობა, გახსნილი და კაცთმოყვარეა. შემოქმედი და ამოუცნობი ადამიანი იასამნისფერ მანქანას ყიდულობს. ძლიერი ნებისყოფა აქვს და დასახულ მიზნებს ყოველთვის აღწეცს
ოჯახური ტრადიციების მოყვარული ადამიანი ყავისფერ ავტოს მართავს. არ უყვარს ავანტიურა და თავგადასავლები. კარგი მეოჯახე და ერთგული მეგობარია
ოპტიმისტი, საკუთარ თავში დარწმუნებული, მხიარული ადამიანი ვერცხლისფერ ავტომობილს ირჩევს
|
კატეგორია: მეცნიერება |
ნანახია: 734 |
დაამატა: NuKKeR
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|