პარასკევი, 2024-12-27, 10:15 AM მოგესალმები სტუმარი | RSS
"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 22 » ამერიკელებმა ჰიპერბგერითი იარაღი გამოსცადეს
8:33 PM ამერიკელებმა ჰიპერბგერითი იარაღი გამოსცადეს |
17 ნოემბერს, ამერიკელებმა სრულიად ახალი ტიპის საბრძოლო იარაღი – “მოწინავე ჰიპერბგერითი ჭურვი” (AHW – ედვანსდ ჰაიპერსონიკ უეპენ) გამოსცადეს.
აპარატმა, რომელსაც ორსაფეხურიანი რაკეტა ემსახურებოდა, სტარტი ჰავაის არქიპელაგზე მდებარე პოლიგონ “პასიფიკ მისლ რეინჯიდან” აიღო და ნახევარი საათის შემდეგ, დაახლოებით 3 700 კილომეტრით დაშორებულ ატოლ კვაჯალეინზე მდებარე პოლიგონ “რეიგან ტესტ რეინჯზე” მდებარე სამიზნე გაანადგურა.
ჭურვი ჰაერში რაკეტამ აიყვანა, რომელმაც მას საჭირო აჩქარება მიანიჭა. საჭირო სიმაღლის აღების შემდეგ, ჭურვი რაკეტას დაშორდა და ჰორიზონტალურად, ჰიპერბგერითი სიჩქარით გააგრძელა ფრენა. ამასთან, მისი ტრაექტორია არ იყო ბალისტიკური – ის ჰორიზონტალური მიმართულებით ფრენდა. ამ ტესტით, ამერიკელებმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს სრულიად ახალი ტიპის იარაღის შექმნისკენ, რომლითაც ისინი მალე ძალიან დაშორებულ სამიზნეებს მაღალი სიზუსტით გაანადგურებენ.
საცდელი ფრენის მიზანს, აპარატის აეროდინამიკის, სანავიგაციო, დამიზნების და კონტროლის სისტემების, ასევე ჭურვის კორპუსის სითბური დაცვის ტექნოლოგიის გამოცდა წარმოადგენდა. ეს ექსპერიმენტი არის სხვა მსგავსი ტესტის გაგრძელება, რომლის დროსაც, რამდენიმე თვის წინ, აპარატი ჰიპერბგერითი “ფალკონ HTV-2″ გამოსცადეს. ამ ტესტის დროსაც, საცდელი ჭურვი ჰაერში ამაჩქარებელმა რაკეტამ აიყვანა, რომელმაც მას საჭირო სიჩქარე მიანიჭა და შემდეგ გაუშვა. მართალია, “ფალკონმა” ფრენა ნაადრევად შეწყვიტა და ოკეანეში ჩავარდა, მაგრამ ექსპერიმენტი მაინც წარმატებულად ჩაითვალა, რამდენადაც, მისგან საჭირო ტელემეტრიული ინფორმაციის მიღება მოხერხდა. სწორედ ამ ინფორმაციის გათვალისწინებით აიგო ახალი საცდელი აპარატი.
უნდა ითქვას, რომ ასეთი ექსპერიმენტული აპარატები ერთჯერადია და ტესტის შედეგის მიუხედავად, ბოლოს მათ ჩამოწერენ ხოლმე. ასე რომ, “ფალკონის” ოკეანეში ჩავარდნას ექსპერიმენტი დიდად არ უზარალებია. სამაგიეროდ, მეორე აპარატმა მისია ზუსტად შეასრულა და სამიზნეც დააზიანა.
ექსპერმენტები ამერიკული თავდაცვის დეპარტამენტის პროგრამა “ჩვეულებრივი ჭურვით გლობალური სწრაფი დარტყმის” ფარგლებში ჩატარდა. ამ პროგრამის მიზანს ისეთი ჰიპერბგერითი ჭურვის შექმნა წარმოადგენს, რომლითაც ერთსაათიან პერიიოდში, პლანეტის ნებისმიერ წერტილში, სამიზნის განადგურება იქნება შესაძლებელი. ექსპერიმენტული ჭურვების ფრენის კრეისერული სიჩქარე, 5 და მეტი მახია (1 701 მეტრი წამში)
|
კატეგორია: გამოგონება |
ნანახია: 815 |
დაამატა: Capitan
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|