შაბათი, 2024-12-28, 1:59 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 9 » ამერიკელებმა ახალი სუპერბომბი დაამზადეს, რომელსაც ვერსად დაემალები
8:27 PM
ამერიკელებმა ახალი სუპერბომბი დაამზადეს, რომელსაც ვერსად დაემალები



"GBU-57A/B მასივ ორდენს პენეტრატორი” (ასაფეთქებლების მასიური შემღწევი) – ასე ეწოდება სრულიად ახალ ჭურვს, რომელსაც პრაქტიკულად ნებისმიერ სიღრმეში არსებული, ბეტონის სქელი კედლებით გამაგრებული ბუნკერების განადგურების უნრი შესწევს.

ბომბი 13 620 კილოგრამს იწონის და მას ბეტონით აშენებული, 61 მეტრის სიღრმეზე არსებული ბუნკერის განადგურება შეუძლია.

გარდა ამ მახასიათებლებისა, ამ სუპერ ბომბის თვისება ისიცაა, რომ მას შედარებით მარტივი აგებულება აქვს და აბსოლუტური სიზუსტით ხვდება სამიზნეს – GPS-სანავიგაციო სისტემის დახმარებით, ის ცდომილების გარეშე, დიდი სიმაღლიდან აღწევს მიზნამდე. ჭურვის სიგრძე 6 მეტრია და მანევრირებაში მას უკან დამაგრებული ფრთები ეხმარება, რომლებიც თვითმფრინავიდან ჩამოგდების შემდეგ იხსნება.

გასაკვირი არაა, რომ ბომბის ერთადერთი დანიშნულება, მოწინააღმდეგის დიდ სიღრმეში მოთავსებული სამეთაურო სათავსოს, ან ბირთვული რეაქტორების განადგურებაა. მისი შექმნის პროცესი განსაკუთრებით იმის გამო დაჩქარდა, რომ ირანი გასაიდუმლოებულ ვითარებაში, მიწისქვეშ განლაგებულ რეაქტორში ქმნის ბირთვულ იარაღს და არსებული ინფორმაციით, მიზანთან ახლოსაა.

ბომბის კორპუსი ალუმინისა და ფოლადის ზემტკიცე შენადნობისგანაა დამზადებული, რომელიც ბეტონის ბუნკერზე უზარმაზარი კინეტიკური ენერგიით დაცემის დროსაც ინარჩუნებს თავის სტრუქტურას და ბუნკერის შიგნით შეღწევის შემდეგ ფეთქდება. სიღრმეში აფეთქება კი ბუნკერს და მასში მოთავსებულ ინფრასტრუქტურას მაქსიმალურად აზიანებს.







სუპერ ბომბის გადატანა შეუძლია როგორც B-2, ასევე B-52 ბომბდამშენებს, რომლებსაც დიდ სიმაღლეზე ფრენა შეუძლიათ. B-52-ის საბრძოლო ფრენის სიშორე 9 000 მილია (დაახლოებით 14 400 კმ), თუმცა საწვავით ჰაერში გაწყობის დახმარებით, მას პრაქტიკულად ჩვენი პლანეტის ნებისმიერ წერტილში დარტყმა შეუძლია. 1996 წელს, ოპერაცია "უდაბნოს ქარიშხლის” ფარგლებში, შტატ ლუიზიანაში მდებარე ბარკსდეილის საჰაერო ბაზიდან, ორი B-52 აფრინდა, რომლებმაც რამდენიმე საათის შემდეგ, ფრთოსანი რაკეტებით, ბაღდადში სამიზნე გაანადგურეს. საერთო ჯამში, მისია 34 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. თუმცა, ეს ამ თვითმფრინავების შესაძლებლობების მაქსიმუმი არ ყოფილა. როგორც ამბობენ, ოთხი პილოტის მეტი ამტანობის შემთხვევაში, მათ გაცილებით მეტიც შეეძლოთ.

B-52-ის მსგავსად, B-2-საც ორი სუპერ ბომბის ტარება შეუძლია. ამასთან, უნიკალური თვისებების გამო, ეს უკანასკნელი უფრო მოსახერხებელია – ის ინფრაწითელი, აკუსტიკური, ელექტრომაგნიტური რადარებისთვის თითქმის შეუმჩნეველია. ამ თვისებათა გამო, მოწინააღმდეგის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით ძალებს, მისი დაფიქსირება, გაცილება და განადგურება პრაქტიკულად არ შეუძლიათ. ამ თვითმფრინავს აქვს შესანიშნავი აეროდინამიკური მახასიათებლები და საწვავის დამატების გარეშე, 6 000 მილზე ფრენა შეუძლია.

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 762 | დაამატა: xuco | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
Block title
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz