პარასკევი, 2024-12-27, 10:02 AM მოგესალმები სტუმარი | RSS
"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!
მთავარი » 2012 » აპრილი » 3 » ალექსანდრე მაკედონელის საიდუმლო
5:13 PM ალექსანდრე მაკედონელის საიდუმლო |
დიდი მხედართმთავარი, ალექსანდრე მაკედონელი ისტორიაში ისტორიაში ჯადოსნის სახელითაც შევიდა. საიდუმლო ცოდნა მას მამამ გადასცა.
ცნობილია რომ ალექსანდრეს მამა იყო ფილიპე II, მეტსახელად ბარბაროსი, მაგრამ ალექსანდრეს თანამედროვეებს ამის თაობაზე სხვა მოსაზრება ჰქონდათ. დიდი მხედართმთავრის დედას – ოლიმპიადასაც თავისი კანონიერი მეუღლისთვის არასდროს უწოდებია ალექსანდრეს მშობელი. ამბობდა, შვილი ღვთისგან ჩამესახაო. ის გულისხმობდა საყვარელ მამაკაცს, ფარაონ ნეხტანებო II-ს რომელიც, როგორც ყველა ფარაონი, ეგვიპტეში ცოცხალ ღმერთად ითვლებოდა.
ფილიპე მამაცი კი იყო მაგრამ, შეუხედავი: კოჭლი, ცალთვალა, ნამდვილი ველური, ამიტომაც უწოდეს ბარბაროსი. იგი მუდმივად ლაშქრად იყო და რა გასაკვირია, მარტო დარჩენილმა უმშვენიერესმა ქალმა საყვარელი რომ გაიჩინა. არავინ იცის სად და როდის გაიცნეს ერთმანეთი საბერძნეთის დედოფალმა და ეგვიპტის მმართველმა, მაგრამ ცნობილია ერთ-ერთი მიზეზი, რამაც ისინი დააახლოვა – ორივე ჩინებულად ფლობდა მაგიას.
ნეხტანებო დიდი ასტროლოგი იყო. შეეძლო ჰოროსკოპების შედგენა, ბედის წინასწარმეტყველება და ბრძოლებიდან ყოველთვის გამარჯვებული ბრუნდებოდა. დროდადრო ეგვიპტელი ექიმის სამოსგადაცმული ჩადიოდა მაკედონიის დედაქალაქ პელაში, სადაც ოლიმპიადას ხვდებოდა. ერთხელ მან საყვარელ ქალს ჰოროსკოპი შეუდგინა და უწინასწარმეტყველა, – ღმერთის ნებით, დიდი ადამიანის დედა გახდებიო. ოლიმპიადას მშობიარობის წინა დღეს ფარაონი ისევ ჩავიდა პელაში და სასახლეში შეიპარა. ქალი ძალიან ნერვიულობდა, მძიმე ფეხმძიმობა ჰქონდა, თანაც ქმარი ეჭვიანობით გულს უწყალებდა- ფილიპეს არ სჯეროდა, რომ ბავსვი მისი შვილი იყო. მალე დედოფალმა ულამაზესი, ჯანმრთელი ბიჭი შვა. ქალი თავად ფარაონმა ამშობიარა და დაღვრემილმა მიულოცა დედოფალს დედობა. ოლიმპიადამ ჰკითხა, – ჩვენი ვაჟის დაბადება რატომ არ გიხარიაო. ფარაონმა უპასუხა,- ბიჭი განსაზღვრულ დროზე ოდნავ ადრე დაიბადა, ბრწყინვალე ცხოვრება კი ექნება მაგრამ ხანმოკლეო.
მეორე დღეს ფილიპემ ბავშვის შვილად აღიარებაზე ცივი უარი თქვა. სასოწარკვეთილ ოლიმპიადას ფარაონი ყველაფრის მოგვარებას დაჰპირდა.
ღამით მაკედონიის მეფეს სიზმარში შავარდენმა უთხრა: – შენი ვაჟი თავად ეგვიპტის ღმერთ, ამონრასგან ჩაისახაო. არავინ იცის ფილიპემ ეს ირწმუნა თუ არა, მაგრამ ალექსანდრე სასწრაფოდ თავის შვილად გამოაცხადა.
ალექსანდრეს დაბადების შემდეგ, ოლიმპიადასა და ნეხტანებოს შორის მიმოწერა გრძელდებოდა.
ეგვიპტეს მძიმე ხანა დაუდგა – ფარაონს ჯერ ტახტის მოსურნე ნათესავი აუჯანყდა, მერე სპარსელები შემოესივნენ, უღალატა უახლოესმა მეგობარმა და მხედართმთავარმა, რომელიც მტრის მხარეზე გადავიდა…. მიუხედავად თავს დატეხილი უბედურებისა, ეგვიპტე ყვაოდა, ფარაონი კი ყველა ბრძოლაში იმარჯვებდა.
ფარაონის ფენომენალური წარმატების საიდუმლო, ერთ ბნელ ოთახში დამალულ ყუთში ინახებოდა. როცა მას ან ქვეყანას საშიშროება ემუქრებოდა, ხსნიდა ყუთს და იქიდან სანთლის თოჯინები ამოჰქონდა. თუ საშიშროება ზღვიდან ელოდა, ფარაონი დიდ ჯამს წყლით აავსებდა და შიგ უშვებდა ციცქნა გემებს, რომლებშიც თოჯინებს სვამდა. მერე შეულოცავდა და გემები, თოჯინებითურთ, ჩაძირვას იწყებდნენ, ხოლო ეგვიპტელთა არმია ნამდვილ საზღვაო ბრძოლაში იმარჯვებდა.
ერთხელ მზვერავებმა აუწყეს სპარსელები ახალ სემოტევას ამზადებენო. ფარაონმა გაიცინა და თავის „ლაბორატორიაში“ შევიდა. მაგრამ ვერაფერს გახდა, რადგან გემები და კარისკაცები რომლებიც მტრის ფლოტს განასახიერებდნენ, არ იძირებოდნენ. ბანქოსა და საიდუმლო ნიშნების დახმარებით მიხვდა, ღმერთების ნებით, სპარსელებმა ეგვიპტე უნდა დაიპყრონო. ნეხტანებო ბედს დაემორჩილა, ბნელი ოთხიდან ფარულად გამოვიდა, უბრალო კაბა ჩაიცვა, ქალაქი ჩუმად დატოვა და პელას მიაშურა. იმ დროს ალექსანდრე 13 წლისა იყო. ნეხტანებო სასახლეში ეგვიპტელი ექომის სახელით დასახლდა და სულ მალე არისტოტელეს დაუმეგობრდა. არისტოტელე ჭაბუკ ალექსანდრეს სხვადასხვა მეცნიერებას აზიარებდა, ნეხტანებო კი მაგიას ასწავლიდა.
პირველი ბრძოლის წინ ფარაონმა ვაჟიშვილს თავისი წმინდა ყუთი გადასცა და აუხსნა, როგორ უნდა მოეხმარა. ალექსანდრეს საოცრად უმართლებდა, ბრძოლებიდან გამარჯვებული გამოდიოდა. ყუთი მეფეს ყოველთვის და ყველგან თან დაჰქონდა და მაზე ხელს არავის არ აკარებინებდა.
მისი პირველი გამარჯვება იყო სპარსელთაგან ეგვიპტის გათავისუფლება. ეგვიპტელებმა ის გულში ჩაიკრეს და როგორც ეგვიპტის მეფეთა მემკვიდრე ფარაონად გამოაცხადეს. ისტორია ამაში ნეხტანებოს მონაწილეობაზე არაფერს ამბობს, მაგრამ იმის მიხედვით, თუ რა დიდი სიყვარულით შეხვდა ჭაბუკს კონსერვატორული ეგვიპტე, ნათელი ხდება, რომ ალექსანდრეს ნამდვილი წარმომავლობა ცნობილი იყო.
ეს უდიდესი მხედართმთავარი 33 წლის ასაკში გარდაიცვალა.
|
კატეგორია: საინტერესო ამბავი |
ნანახია: 923 |
დაამატა: Capitan
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|