პარასკევი, 2024-12-27, 11:27 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 14 » აკალს შეუძლია თავიდან აგაცილოთ კიბო და გულის დაავადებები
4:53 PM
აკალს შეუძლია თავიდან აგაცილოთ კიბო და გულის დაავადებები

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კაკალს საოცრებების ჩადენის უნარი აქვს. ამერიკელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ყოველდღიურად რამდენიმე კაკლის ჭამით, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ონკოლოგიურისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წინააღმდეგ პროფილაქტიკას იტარებთ.

კაკალი მდიდარია E ვიტამინით და გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ამ ვიტამინის შემცველობა ორგანიზმში, მისი გამოყენებიდან რვა საათის შემდეგ, ორმაგდება. მკვლევარებმა ანალიზი ჩაუტარეს 16 ქალსა და მამაკაცს და დაადგინეს, რომ ბერძნული კაკლის გამოყენება 16,5 პროცენტით ამცირებს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას, რომელსაც შეუძლია გულსა და სისხლძარღვებში პრობლემების შექმნა.

"ჩვენმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ამ ანტიოქსიდანტებს ნამდვილად შეუძლიათ დაავადებების წინააღმდეგ დაცვითი ეფექტის შექმნა”, – თქვა ელა ჰადადმა კალიფორნიის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალში, სახელწოდებით Nუტრიტიონ. ამასთან, არა მხოლოდ ბერძნული კაკალია სასარგებლო. ბერძნული კაკალი გვეხმარება ქოლესტერინის დონის დაწევაში, ამავე დროს, ნუში კალციუმის შესანიშნავ წყაროდ გვევლინება, ხოლო ბრაზილიური კაკალი სელენის მაღალი შემცველობით გამოირჩევა.

თქვენს ყოველდღიურ რაციონს თუ დაუმატებთ რამდენიმე ცალ კაკალს, ამით თავიდან აიცილებთ სისხლძარღვების გაჭედვას და გაიუმჯობესებთ სისხლის შემადგენლობას.
ნანახია: 793 | დაამატა: xuco | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
Block title
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz