აერაცია
(ბერძნ. ἀήρ – ჰაერი) — წყლის გაჯერება ჰაერის ჟანგბადით, აერაციას ატარებენ წყალსადენის გამწმენდ ნაგებობებში, რომ წყალს მოაცილონ რკინის ჰიდროჟანგი, თავისუფალი ნახშირმჟავა და გოგირდწყალბადი.
აერაცია არსებითად აუმჯობესებს წყლის ხარისხს. ჩამდინარე წყლის ბიოლოგიური წმენდის ნაგებობებში (აეროტენკი, აეროფილტრი, ბიოფილტრი) აერაციას მიმართავენ იმ მიკროორგანიზმთა (აერობული ბაქტერიები) ცხოველმოქმედების გასაზრდელად, რომლებიც უზრუნველყოფენ წყალში გახსნილი ორგანული ნივთიერებებისა და სხვა სიბინძურის მინერალიზაციას.
ორგანიზმები, რომლებიც ცხოვრობენ ნიადაგის აერაციის ფენაში და მონაწილეობენ ნიადაგთწარმოქმნაში მათ აერობიონტები ეწოდებათ
|